დეზინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე მომხდარი აფეთქების გამომძიებელი გარდაიცვალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

505
VIEWS

11-14 ოქტომბერს ქართულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები (1,2,3) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მომხდარი აფეთქებების მთავარი გამომძიებელი – ერიკ ოლსენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს და მისი გარდაცვალების მიზეზად ფუტკრის ნაკბენი სახელდება. პოსტებში ასევე გაჟღერებულია მტკიცებები, რომ ოლსონის გვამს რამდენიმე საათში კრემაცია ჩაუტარეს და რომ რუსეთს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებაში ოფიციალურად აუკრძალეს მონაწილეობის მიღება. 

ოქტომბრის დასაწყისში ინფორმაციას ერიკ ოლსენის გარდაცვალების შესახებ რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლებიც ავრცელებდნენ (1,2,3). მათი ნაწილი ცნობებს შუახნის მამაკაცის ფოტოსთან ერთად აქვეყნებდა. (homefortheharvest.com)  

Screenshot 11 3 დეზინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე მომხდარი აფეთქების გამომძიებელი გარდაიცვალა

მტკიცება, რომ ჩრდილოეთის ნაკადებზე მომხდარი აფეთქებების მთავარი გამომძიებელი გარდაიცვალა, მცდარია. შვედეთის პროკურატურისა და კოპენჰაგენის პოლიციის წარმომადგენლებმა Deutsche Presse-Agentur – თან დაადასტურეს, რომ ასეთი პიროვნების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ერიკ ოლსენი, არამედ უნგრელი პოლიტიკოსი და სპორტსმენი ჟოლტ ბორკაია. 

ინფორმაცია, რომ შვედეთის მთავარი პროკურორის მოადგილე ერიკ ოლსენი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, თავდაპირველად ტვიტერზე გავრცელდა. ტვიტერის მომხმარებელი Remco Van Velzen 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ტვიტში წერდა, რომ ოლსენი, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადზე განხორციელებულ დივერსიას იძიებდა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზად ფუტკრის ნაკბენი დაასახელეს და რამდენიმე საათში მის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს. ამ ინფორმაციას თან ერთვოდა ონლაინ გამოცემა Dissident-ის სტატიის ლინკი, რომელიც გერმანიის ეკონომიკის კრიზისს ეხება. სტატიაში ერიკ ოლსენის ან სხვა პიროვნების გარდაცვალება ნახსენები არაა. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ამ და სხვა სტატიებში ავითარებს კონსპირაციას, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გერმანიის დასასუსტებლად დაიწყო და რომ ჩრდილოეთის ნაკადზე განხორციელებული დივერსიის უკან შეერთებული შტატები დგას.

მოგვიანებით ანგარიშმა ტვიტი წაშალა, რაც იმით ახსნა, რომ არ დასტურდება, რომ ოლსენი ჩრდილოეთის ნაკადების საქმეს უძღვებოდა. Dissident-ის იგივე სტატია ამ ტვიტსაც აქვს თანდართული. ორიგინალი ტვიტის სქრინის პოვნა ამ თემაზე დაწერილ რამდენიმე სტატიაში (1,2,3) ჯერ კიდევ შესაძლებელია.  

Screenshot 12 2 დეზინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე მომხდარი აფეთქების გამომძიებელი გარდაიცვალა

Remco Van Velzen-მა წყაროდ რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი დაასახელა. პოსტი მომხმარებელ Vicky Diyakova-ს ეკუთვნის, რომლის გვერდზეც ძირითადად ანტიამერიკული და ანტივაქსერული შინაარსის პოსტები გვხვდება. თავის მხრივ, Vicky Diyakova საკუთარ პოსტში ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს. 

გავრცელებული ინფორმაცია გერმანულმა ფაქტების ანალიტიკის ორგანიზაცია Deutsche Presse-Agentur-მა გადაამოწმა. გამოცემასთან კომენტარში როგორც შვედეთის პროკურორის ოფისის, ასევე კოპენჰაგენის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

მტკიცება, რომ რუსეთს ჩრდილოეთის ნაკადების აფეთქების გამოძიებაში ოფიციალურად უკრძალავენ მონაწილეობის მიღებას, მანიპულაციურია. 10 ოქტომბერს გავრცელდა შვედეთის პრემიერ მინისტრის მაგდალენა ანდერსონის განცხადება, რომლის მიხედვითაც, შვედეთი რუსეთს გამოძიების შედეგებს არ გაუზიარებს, რადგან გამოძიება კონფიდენციალურია. თუმცა, რუსეთი არ იყო ერთადერთი მხარე, რომელსაც თანამშრომლობაზე უარი უთხრეს, 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთმა უარი განაცხადა დანიასთან და გერმანიასთან საერთო საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე. შვედი პროკურორის, მატს ლუნგკვისტის განცხადებით, გამოძიების კონფიდენციალურობის საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული შვედეთის ეროვნულ უსაფრთხოებასთან

ინფორმაცია ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში: 

რაც შეეხება ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, ის არა ერიკ ოლსენი, არამედ უნგრელი ოლიმპიური ჩემპიონი ჟოლტ ბორკაია, რომელიც 2019 წლამდე ქალაქ დიორის მერიც იყო და თანამდებობა სექსუალური ხასიათის კადრების გამოქვეყნების შემდეგ დატოვა

Screenshot 13 1 დეზინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე მომხდარი აფეთქების გამომძიებელი გარდაიცვალა
ჟოლტ ბორკაი. წყარო: Hungary Today

“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დანია, ევროკავშირი, შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist