2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეებმა მარსელის ბიბლიოთეკა დაწვეს, ხოლო ალჟირელები პარიზში ზეიმობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.2k
VIEWS

4 და 5 ივლისს ფეისბუქ გვერდებმა “ჯორჯიან თაიმსი” და “პუბლიცისტი” (1, 2), ქართულენოვანმა (1, 2, 3) და რუსულენოვანმა ფეისბუქ პროფილებმა (1, 2, 3) და რუსულენოვანმა გვერდმა KZ24.NEWS გააზიარეს ვიდეო, რომელშიც ალმოდებული დიდი შენობა ჩანს. პოსტების ავტორების მტკიცებით, ეს მოვლენა ხდება საფრანგეთში, კერძოდ მარსელში და შენობა, რომელიც კადრებში ჩანს არის ალკაზარის ბიბლიოთეკა, რომელსაც ფრანგმა მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაცია ასევე გაავრცელეს ქართულ (ნიუსფრონტი) და რუსულენოვანმა ვებ-გვერდებმაც (1, 2). 

გარდა ამისა, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვიდეო 6 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემაც გაავრცელა. ვიდეოში პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და იქ მდებარე მარიანის ძეგლზე შეკრებილი ადამიანები ალჟირის დროშებს აფრიალებენ. პოსტის ავტორის მტკიცებით, “დემოკრატიული დღეების შემდეგ” პარიზში ასე ზეიმობენ.

Screenshot 7 1 2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეებმა მარსელის ბიბლიოთეკა დაწვეს, ხოლო ალჟირელები პარიზში ზეიმობენ

მტკიცება იმის შესახებ, რომ მარსელში მომიტინგეებმა ალკაზარის ბიბლიოთეკა გადაწვეს, დეზინფორმაციაა, ხოლო პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები შენობა ფილიპინებში მდებარე საფოსტო ოფისია. ალკაზარის ბიბლიოთეკის დაზიანება მომინტიგეებმა მართლაც სცადეს და დააზიანეს კიდეც, თუმცა მისი დაწვა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება ვიდეოს, რომელშიც პარიზის ქუჩებში ალჟირის დროშებიან ხალხს ვხედავთ, გადაღებულია 2019 წელს და მას საფრანგეთში 2023 წელს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს.

29 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მარსელში აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა – ალკაზარი. ვანდალური ფაქტის შედეგად დაზიანდა შენობის ფანჯრები და შესასვლელის ნაწილები, რის გამოც დაწესებულება რამდენიმე დღით დაიკეტა, თუმცა ზიანი არ აღმოჩნდა სერიოზული და 5 ივლისს ბიბლიოთეკა კვლავ გაიხსნა

Screenshot 8 1 2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მომიტინგეებმა მარსელის ბიბლიოთეკა დაწვეს, ხოლო ალჟირელები პარიზში ზეიმობენ
ალკაზარის ბიბლიოთეკა ვალდალური აქტის შემდეგ

გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები კადრები ფილიპინების დედაქალაქში, მანილაში მდებარე საფოსტო ოფისია, რომელიც 2023 წლის მაისში დაიწვა. შენობა 1926 წელს გაიხსნა და ქვეყნის ყველაზე დატვირთულ და მთავარ საფოსტო დაწესებულებას წარმოადგენდა. ხანძარი ღამის საათებში გაჩნდა, როდესაც ოფისი დაკეტილი იყო და შედეგად 7 ადამიანმა მხოლოდ მცირე დაზიანებები მიიღო, რომელთა შორისაც უმეტესობა მეხანძრეა. ხანძარი როგორც კადრებში ჩანს, მასიური იყო და მისი ჩაქრობა შვიდი საათის შემდეგ მოხერხდა. 

გავრცელებული ვიდეო ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია სნოუპსმა და Associated Press-მაც გადაამოწმეს.

პოსტების ავტორების ნაწილმა აღნიშნა, რომ ალკაზარის ბიბლიოთეკა საფრანგეთში ყველაზე დიდია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყნის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (Bibliothèque nationale de France), პარიზში მდებარეობს. 

ვიდეო, სადაც ხალხი ალჟირის დროშებით პარიზის ქუჩაში ზეიმობს, 2019 წელსაა გადაღებული

2019 წლის მარტსა და აპრილში საფრანგეთში მცხოვრებმა ალჟირელებმა პარიზის ქუჩებში არაერთი მასობრივი პროტესტი გამართეს. პროტესტი გამოიწვია ალჟირის პრეზიდენტის აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადაწყვეტილებამ, მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეხუთედ არჩევის მიზნით. გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები აღნიშვნის მიზეზი კი ბუტეფლიკას მიერ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება გახდა. 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშებს “ლაშა მენთეშაშვილი” და “მამუკა ქარჩხაძე” ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტები აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებიათ. იხ. Მითების დეტექტორზე: (1, 2, 3, 4.).

 “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა 2020 წელს ფეისბუქ გვერდი Publicist.ge, 2023 წლის ივნისში კი იმავე სახელწოდების ვებ-გვერდი შექმნა. ამჟამად გვერდი ორიენტირებულია დასავლეთისა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი პოსტების, მათ შორის დეზინფორმაციების, გავრცელებაზე და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საფრანგეთის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია გაავრცელა. 


არქივის ბმულები:

https://archive.ph/MVWHQ

https://archive.ph/UFMEG 

https://archive.ph/Z1zvM

https://archive.ph/hhQmu

https://archive.ph/IWCjb


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ალჟირი, საფრანგეთი
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist