Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

6-7 აპრილს რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა (1, 2, 3, 4), ასევე ქართულ (1, 2, 3) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მილანის ცენტრალურ მოედანზე, საკათედრო ტაძრის წინ განთავსებული ვოლოდიმირ ზელენსკის ბილბორდი ჩანს. ბილბორდზე გამოსახული ზელენსკი უკრაინისთვის განკუთვნილ შემოწირულობებს ცხვირით ისრუტავს.

zelenskis bilbordi milanshi Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა zelenskis bilbordi milanshi1 Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა zelenskis bilbordi milanshi2 Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა

ვიდეო, რომელშიც მილანის საკათედრო ტაძართან განთავსებული ვოლოდიმირ ზელენსკის ბილბორდი ჩანს, გაყალბებულია. ბილბორდის კონსტრუქცია ქალაქის მერიას ეკუთვნის, მათ კი მსგავსი ბილბორდის განთავსების ნებართვა არ გაუციათ, ტერიტორიაზე ბილბორდის განთავსებას ტაძრის უსაფრთხოების თანამშრომლებიც უარყოფენ. 

ზელენსკის გამოსახულებიანი ბილბორდის ვიდეო იტალიურმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Open.online-მა გადაამოწმა.  გამოცემა მილანის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, მათ აღნიშნული ბილბორდის განთავსებაზე ნებართვის გაცემა უარყვეს. ეს კონკრეტული კონსტრუქცია ქალაქის მერიის საკუთრებაშია, რაზეც ბილბორდზე დატანილი მერიის ლოგოც მიანიშნებს, შესაბამისად მათი ავტორიზაციის გარეშე ბილბორდის განთავსება შეუძლებელია.

zelenskis bilbordi milanshi3 Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა

Open.online ამ საკითხზე მილანის საკათედრო ტაძრის უსაფრთხოების თანამშრომლებსაც ესაუბრა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიას მუდმივად აკვირდებიან. მსგავსი ინსტალაცია არც მათ შეუმჩნევიათ, ასევე, მათი თქმით, ტერიტორიას არაერთი კამერა აკონტროლებს და თუ ვინმე ბილბორდის განთავსებას შეცდებოდა, პოლიცია მალევე ჩაერეოდა და ამის საშუალებას არ მისცემდა.

ვიდეოს ნამდვილობა დამატებით ეჭვქვეშ დააყენა იმ ფაქტმაც, რომ მილანის საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედანი საკმაოდ ტურისტული ადგილია, თუმცა ზელენსკის ბილბორდის განთავსების შესახებ ინფორმაცია ძირითადად საეჭვო ფეისბუქ და ტვიტერ ანგარიშებმა გაავრცელეს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც არიან შემჩნეული. 

Open-ის სტატიას საკათედრო ტაძართან მდებარე ბილბორდის კონსტრუქციის ვიდეოც ახლავს. გამოცემა წერს, რომ კონსტრუქციის შიგნით საკმაოდ შეზღუდული სივრცეა და ბილბორდისა და დამატებით ფულის შესასრუტი მოწყობილობის დამონტაჟება, ვერ მოხერხდებოდა. 

zelenskis bilbordi milanshi4 Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა

აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვიდეოს ზოგიერთ მონაკვეთში მოყვითალო ფერის ფილტრია გამოყენებული. გამოცემის თანახმად, ეს, შესაძლოა, ვიზუალის რედაქტირების გამარტივებას ემსახურებოდეს.

zelenskis bilbordi milanshi5 Open: ზელენსკის ბილბორდი, რომელიც ქაღალდის კუპიურებს ცხვირით ისრუტავს, მილანში არ განთავსებულა

ზელენსკისთან დაკავშირებული ვიზუალური მანიპულაცია, რომელიც ასევე მილანში დადგმული ცხვირის სკულპტურისა და მასთან მიმობნეული კოკაინს შეეხებოდა “მითების დეტექტორმა” რამდენიმე თვის წინ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა ევროპული ქალაქის სახელით ვიზუალური მანიპულაციები აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. მაგალითად, ზელენსკის გამოსახულებით კარიკატურული გრაფიტები გაყალბდა, რომელთა ფოტოები  პარიზის, მადრიდისა და ნიუ-იორკის ქუჩებში პროგრამულად იყო ჩასმული. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-ანგარიშები Георгий Кушиташвили, ეროვნული სულისკვეთება, ლაშა მენთეშაშვილი, Злой Ёжик, რომლებმაც მილანში ზელენსკის ბილბორდის ვიდეომანიპულაცია გაავრცელეს, ყალბი ინფორმაციის შემცველ ფეისბუქ-პოსტებს აქამდეც არაერთხელ აქვეყნებდნენ.

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist