უკრაინისთვის გადაცემულ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

144
VIEWS

21-24 მარტს ქართულ და რუსულენოვან  ფეისბუკ პროფილებსა და საიტებზე (1, 2, 3, 4.) გავრცელდა პოსტები ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. პოსტების ავტორების მტკიცებით, მსგავსი ტიპის იარაღი იწვევს კიბოს და ჯარისკაცების ჯანმრთელობასაც აზიანებს, რაც დასტურდება იმ იტალიელი ჯარისკაცების სიკვდილიანობის მაჩვენებლით, რომლებიც 1990-იან წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას.

22 მარტს აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი მოამზადა რუსეთის პირველმა არხმაც, სადაც ვლადიმერ პუტინი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ეს იარაღი შეიცავს ბირთვულ კომპონენტებს და პროცესი ომის ესკალაციას გამოიწვევს.

Screenshot 4 3 უკრაინისთვის გადაცემულ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გაღარიბებული ურანის მიერ კიბოს გამოწვევის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. ჩატარებული კვლევების მიხედვით, იტალიელ ჯარისკაცებში, რომლებიც  ერაყსა და ბალკანეთში იბრძოდნენ, ურანის ზემოქმედების კვალი არ გამოვლენილა. ამასთანავე, პრეზიდენტ პუტინის მტკიცების მიუხედავად, ბირთვული მახასიათებლები გაღარიბებული ურანით დამზადებულ იარაღს არ გააჩნია.

Რა არის გაღარიბებული ურანი?

ბუნებრივი ურანის გამდიდრების პროცესის შედეგად დარჩენილ ნაწილს ეწოდება გაღარიბებული ურანი და ის ძალიან დაბალი დონის რადიაციას შეიცავს. კერძოდ, ის 40%-ით ნაკლებ რადიოაქტიურია ვიდრე ბუნებრივი ურანი, რომელიც თავად მიიჩნევა დაბალი რადიოაქტიურობის მქონედ და რომელიც მცირე დოზებით ისედაც ხვდება ჩვენს ორგანიზმში საჭმლისა და წყლის მეშვეობით. გაღარიბებულ ურანს გააჩნია მაღალი სიმკვრივე და მის მიერ გამოცემულ რადიაციას არ შეუძლია კანში შეღწევა. 

გაღარიბებული ურანის იარაღში გამოყენება არ არის აკრძალული არც ერთი საერთაშორისო შეთანხმებით.

გაღარიბებული ურანი არ შეიცავს ბირთვულ კომპონენტებს

იმისათვის, რომ ურანი გამოყენებული იქნეს ბირთვულ იარაღად, საჭიროა ბუნებრივი ურანის გამდიდრება. გაღარიბებული ურანი კი, როგორც უკვე აღინიშნა, პირიქით, ბუნებრივ ურანზე ნაკლებად რადიოაქტიურია, შესაბამისად მისი გამოყენება ბირთვულ იარაღად შეუძლებელია. მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს მძიმე მეტალი იარაღად გამოიყენება, მისი სიმკვრივეა, რომელიც ბევრად მეტია ისეთ მეტალებზეც კი, როგორებიც ფოლადი და ტყვიაა. შედეგად, მსგავსი ტიპის იარაღს ბევრად მარტივად შეუძლია ტანკებისა თუ სხვა მძიმე ჯავშნის განადგურება. დიდი ბრიტანეთი და აშშ მრავალი ათწლეულია იყენებენ ამ იარაღს და Reuters-ის ცნობით ასევე საგულისხმოა, რომ ასეთი იარაღი რუსეთის ფედერაციასაც აქვს თავის არსენალში.

გაღარიბებული ურანის მიერ სიმსივნის გამოწვევის მტკიცებულებები არ არსებობს

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცემული მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, გაღარიბებული ურანის გამოყენებამ უკრაინაში შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, თუმცა აღნიშნულია, რომ რადიაცია ნაკლებად საგულისხმოა, რადგან ის ძალიან დაბალი დოზით გვხვდება და ძირითადად ალფა რადიაციას გამოასხივებს, რომელსაც კანში გავლა არ შეუძლია. ამის მიუხედავად, მაინც არის მცირე შანსი ჩასუნთქვის ან გადაყლაპვის შემთხვევაში მისი ორგანიზმში შეღწევის. დოკუმენტის მიხედვით, ამ იარაღის გამოყენებისას ძირითად რისკს წარმოადგენს აფეთქების ადგილას წარმოქმნილი მტვერი, რომელიც არის ტოქსიკური და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ან თირკმლის დაზიანება. 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა მოსაზრება, რომ გაღარიბებული ურანის გამოყენება იწვევს სიმსივნეს, თუმცა ეს ფაქტი დღემდე არ დადასტურებულა. ევროკავშირის ჯანმრთელობისა და გარემოს რისკების სამეცნიერო კომიტეტის კვლევის მიხედვით, მსგავსი ტიპის იარაღის გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე რისკების ზრდა, რადგან კონტაქტი არის ძალიან მცირე. თუმცა, მათივე რეკომენდაციით საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება და დაზიანებული ადგილების, მანქანებისა და ტექნიკის განადგურება/გაწმენდა. 

აშშ-ში შექმნილია სპეციალური პროგრამა იმ ვეტერანებისათვის, რომელთაც ჰქონდათ შეხება გაღარიბებული ურანით დამზადებულ იარაღთან და საგულისხმოა, რომ არანაირი გავლენა, მათ შორის სიმსივნის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე პროგრამას არ გამოუვლენია. 

გაღარიბებული ურანის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლებლობას უკავშირებენ იმ იტალიელი ვეტერანების სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც 90-იან წლებში ბალკანეთის ქვეყნების კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. 2015 წლის კვლევამ კი საპირისპირო შედეგები გამოავლინა. კვლევისას ბალკანეთის ომგამოვლილი იტალიელი ჯარისკაცების სიკვდიალიანობა და სიმსივნის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლები შეადარეს ორ ჯგუფს: იტალიის ზოგადი მოსახლეობა და კონკრეტული სამხედრო ჯგუფი, რომელიც არ ყოფილა საზღვარგარეთ განლაგებული. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე მაჩვენებელი ბევრად დაბალი იყო დანარჩენი ორი ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებლებზე, რაც ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ომში გამოყენებულმა იარაღმა გაზარდა ჯარისკაცების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

კვლევა ჩატარდა ერაყში განთავსებული იტალიელი სამხედრო პერსონალის მონაწილეობითაც. 2004-2005 წლებში 981 იტალიელ ჯარისკაცს გაუკეთეს სისხლის და შარდის ანალიზი მათი ერაყში მივლინებამდე და უკან დაბრუნების შემდეგ და შედეგებმა გაღარიბებული ურანის ზემოქმედების კვალი არ გამოავლინა.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი გამავრცელებელი პროფილი Svetlana Kemerovo-ა, რომელიც ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსიის პოსტებს აქვეყნებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.

Screenshot 5 7 უკრაინისთვის გადაცემულ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კიდევ ერთი ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთება” “მითების დეტექტორმა” დეზინფორმაციის გავრცელებისთვის არაერთხელ მონიშნა.

Screenshot 6 7 უკრაინისთვის გადაცემულ გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებზე დეზინფორმაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist