4-5 მარტს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა Pravda.ru, Российская газета და kherson-news.ru, ასევე ქართულ (1, 2, 3, 4) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა გამოაქვეყნეს პოსტები, რომელთა თანახმადაც ისრაელში უკრაინის დროშების საჯაროდ გამოფენა კანონით აიკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმა 10 000 ისრაელის შეკელია. ზოგიერთ პოსტს ორი რუსულენოვანი ვიდეო ახლავს, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ ამიერიდან ისრაელში უკრაინასთან დაკავშირებული სიმბოლიკის საჯაროდ ჩვენება ფულადი ჯარიმით დაისჯება.
მტკიცება, თითქოს ისრაელში უკრაინის დროშის საჯაროდ გამოფენა აიკრძალა და 10 000 ისრაელის შეკელით დაჯარიმდება, დეზინფორმაციაა. მსგავსი შინაარსის კანონი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს – ქნესეთს არ მიუღია და კანონპროექტიც არ წარდგენილა.
რუსული მედიასაშუალებები და ფეისბუქ-ანგარიშები ისრაელში უკრაინის დროშების აკრძალვასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტური წყაროს გარეშე ავრცელებენ. წყარო არც მათ მიერ გამოქვეყნებულ რუსულ ენაზე მოსაუბრე მომხმარებლების ვიდეოებშია დასახელებული. მაგალითად, Российская газета-ს სტატიაში ინფორმაციის წყარო დასახელებული არ არის, თუმცა იმის არგუმენტად, რომ ისრაელში უკრაინის დროშების საჯაროდ გამოჩენას აკრიტიკებენ, ნახსენებია გამოცემა Haaretz-ს სტატია. რეალურად კი, Haaretz-ზე 2022 წლის 14 მაისს გამოქვეყნებული სტატია იერუსალიმში ერთ-ერთ კედელზე უკრაინისა და რუსეთის დროშების დახატვას უკავშირდება.
ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია ყველა წარდგენილი კანონპროექტის შესახებ ქვეყნდება. ოფიციალურ ბაზაში უკრაინის დროშასა და სიმბოლიკასთან დაკავშირებით წარდგენილი ან უკვე მიღებული კანონპროექტი არ იძებნება.
ბოლო პერიოდში ისრაელის მედიაში საჯარო სივრცეში დროშის აკრძალვის თემაზე მხოლოდ ერთ კანონპროექტზე იძებნება ინფორმაცია, რომელიც ტერორიზმს შეეხება და არა უკრაინას. ულტრანაციონალისტური “რელიგიური სიონისტური პარტიის” (Religious Zionist Party) დეპუტატმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების დროშებისა და სიმბოლოების, ასევე ტერორისტების ფოტოების საჯაროდ ჩვენების აკრძალვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი ჯარიმად 10 000 შეკელს (თითქმის $2,800) მოიაზრებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯარიმის ოდენობა ემთხვევა, შესაძლოა, რუსულმა მედიამ უკრაინის დროშასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გასავრცელებლად სწორედ ეს ინიციატივა გამოიყენა.
ადგილობრივი ახალი ამბების პორტალი newsru.co.il წერს, რომ ისრაელში არც უკრაინის და ზოგადად არც ერთი სხვა სახელმწიფოს სიმბოლოები აკრძალული არ არის. ქვეყანაში ნაცისტური სიმბოლიკის აკრძალვის კანონიც კი არ არის მიღებული, მისი მიღების მცდელობა ბოლოს 2014 წელს იყო, თუმცა საბოლოოდ პროცესი გაიყინა. გამოცემა ასევე წერს, რომ ბოლო წლებში იყო ინიციატივები, აეკრძალათ ისრაელისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების დროშები, თუმცა წინასწარი მოსმენის ეტაპს არც ეს ინიციატივები გამცდარა.
წყაროების შესახებ
ის ფეისბუქ-ანგარიშები, რომლებიც ისრაელში უკრაინის დროშის აკრძალვასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია გაავრცელეს, ყალბი ინფორმაციის შემცველ ფეისბუქ-პოსტებს აქამდეც არაერთხელ აქვეყნებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:
Davit Jebashvili:
- ზელენსკის გამოსახულებით მორიგი გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- ზელენსკისა და სუნაკის კარიკატურები ინდურ ჟურნალ ANANDA VIKATAN-ს არ ეკუთვნის
- ფიქრობს თუ არა ფრანგების 76%, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს?
- სოციალურ ქსელში ვაშაძის მხარდამჭერი ყალბი ვიზუალი ვრცელდება
Георгий Кушиташвили:
- პუტინისა და ბაიდენის გამოსახულებით TIME-ის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
- ვინ ითხოვს დასავლეთ უკრაინის პოლონეთისთვის გადაცემას: მორავიეცკი თუ А ВОТ МОЙ ЯНДЕКС КОШЕЛЕК?
- რას გულისხმობს ესპანეთში ინიცირებული ახალი კანონპროექტი ცხოველთა უფლებებზე?
ნანა უგულავა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.