რეალურად რას წერს Washington Post უკრაინის კონტრშეტევაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

62
VIEWS

18 ივნისს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე ფეისბუქ ანგარიშმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ The Washington Post-ის მიხედვით, რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას იგერიებენ და ნაკლებსავარაუდოა, კიევმა წარმატებას მიაღწიოს. publicist.ge-ს პოსტში დამატებით აღნიშნულია, რომ ამერიკული გამოცემის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აშენებული თადაცვითი ხაზი უკვე ანელებს უკრაინის შეტევით ოპერაციებს და მოწინააღმდეგის არმიას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. პოსტში ასევე გვხვდება მტკიცება, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მათ მხოლოდ 100 კვადრატული მეტრის დაბრუნება შეძლეს. 

Screenshot 14 2 რეალურად რას წერს Washington Post უკრაინის კონტრშეტევაზე?

The Washington Post-ის სტატიის შესახებ “პუბლიცისტის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. 18 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის თავდაცვითი ბარიერები უკრაინის კონტრშეტევას აფერხებს, თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების მიხედვით, კონტრშეტევის შედეგებზე პროგნოზის გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა. 

The Washington Post-ის სტატია, რომელსაც გავრცელებული პოსტები წყაროდ ასახელებენ, 18 ივნისს გამოქვეყნდა. ის უკრაინის მიმდინარე კონტრშეტევას ეხება და როგორც ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას, ასევე ორი მხარის შეიარაღებას მიმოიხილავს. 

სტატიის მიხედვით, რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის გასულ თვეებში ფრონტის ხაზის გასწვრივ სანგრების გათხრითა და სიმაგრეების აღმართვით აქტიურად ემზადებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვით ქსელს სისუსტეები აქვს, ის შეტევით ოპერაციებს უკვე აფერხებს

გარდა ამისა, The Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ არსებობს ნიშნები, რომ შესაძლოა ეს შეტევა 2022 წლის შემოდგომაზე განხორციელებულ შეტევაზე ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდეს,  თუმცა, სტატიის ავტორი არსად ამბობს, რომ ახალი შეტევა სრულიად წარუმატებელი იქნება. 

დამატებით, ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, უკრაინის შემტევი ძალების ნაწილი კონტრშეტევაში ჯერ კიდევ არ ჩართულა. ასევე, არსებობს თეორია, რომ უკრაინის ძალებისა და რუსი სამხედროების პირდაპირი კონტაქტი შესაძლოა რუსეთისთვის ხარკივის მსგავსი კოლაფსით დასრულდეს.

სტატიის ბოლოს, დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ კონტრშეტევის შედეგის პროგნოზირება ჯერ ძალიან ადრეა და უკრაინის არმია ახლა ყველაზე დიდი ტესტის წინაშე დგას, რაშიც რუსული ხაზების გარღვევა და ფართო მასშტაბიანი საარტილერიო ბრძოლის გაძლება იგულისხმება

publicist.ge-ის პოსტში გაჟღერებულია კიდევ ერთი მტკიცება, რომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მათ მხოლოდ 100 კვადრატული მეტრის დაბრუნება შეძლეს. რეალურად, უკრაინის ოფიციალური მხარის მტკიცებით, მათ 100 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

წყაროს შესახებ: 

გვერდი publicist.ge 2020 წლის 11 ნოემბერს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა შექმნა. გვერდს თავდაპირველად “პოლიტიკო”, შემდეგ კი “ირაკლი ჯანყარაშვილი / irakli jankarashvili” ერქვა. ამჟამად გვერდი ანტიდასავლური და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. 

Screenshot 15 3 რეალურად რას წერს Washington Post უკრაინის კონტრშეტევაზე?

რაც შეეხება ამავე სახელწოდების საიტს, ის ირაკლი ჯანყარაშვილმა 2023 წლის ივნისის დასაწყისში შექმნა. 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯანყარაშვილი ადასტურებს, რომ საიტი მისი შექმნილია და მკითხველებს პლატფორმის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს. 

Screenshot 16 3 რეალურად რას წერს Washington Post უკრაინის კონტრშეტევაზე?

არქივის ბმული: 1 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist