განაცხადა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ ვაქცინა არ მუშაობს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

91
VIEWS

3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ ბილ გეიტსის 7-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს – “მაგრამ მათ არ აქვთ დიდი ხანგრძლივობა და ინფექციის ბლოკირებას კარგად ვერ ახერხებენ”. პოსტის ავტორი წერს, რომ გეიტსი ცინიკურად აცხადებს, რომ ვაქცინა არ მუშაობს.

Screenshot 31 განაცხადა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ ვაქცინა არ მუშაობს?

გეიტსის ვიდეო კონტექსტიდანაა ამოჭრილი და იმ ნაწილის გარეშე ვრცელდება, რომელშიც გეიტსი ვაქცინების მნიშვნელობაზე საუბრობს. გეიტსმა ნამდვილად თქვა, რომ ვაქცინებს ინფექციის ბლოკირებაში ხარვეზები აქვთ, თუმცა მანამდე ისიც აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა.

7-წამიანი ვიდეო, რომლითაც იმის დამტკიცებას ცდილობენ, თითქოს ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ ვაქცინა არ მუშაობს, დავოსის ფორუმზე გეიტსის მიერ მოდერატორისთვის გაცემული პასუხიდანაა ამოჭრილი და მხოლოდ ის ნაწილია დატოვებული, რომელშიც ის ვაქცინების ხარვეზებზე საუბრობს, ხოლო მათ სარგებელთან დაკავშირებული ციტატა ამოღებულია.

Screenshot 32 განაცხადა თუ არა ბილ გეიტსმა, რომ ვაქცინა არ მუშაობს?

ვიდეოს ნაწყვეტი 2022 წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი სესიიდანაა, რომელზეც შემდეგი პანდემიისთვის მზადებას განიხილავდნენ. ბილ გეიტსმა პანდემიის დროს გამოვლენილ გლობალურ პასუხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ შემდეგი პანდემია 10 წელში იქნება, ქვეყნებს გაცილებით უკეთესი სადიაგნოსტიკო ტექნოლოგია და თერაპიული საშუალებები უნდა ჰქონდეთ. ამის შემდეგ გეიტსმა ვაქცინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ შემდეგი პანდემიის დროს, ვაქცინებს შექმნიან, ისინი უნდა იყოს ისეთი, რომ ინფექცია დაბლოკონ და დაცვის დიდი ხანგრძლივობა ჰქონდეთ. მისი თქმით, ვაქცინებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, თუმცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სწორედ ზემოთ ნახსენები ხარვეზები აქვთ.

კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატა სრული ციტატა
მაგრამ მათ არ აქვთ დაცვის დიდი ხანგრძლივობა და ინფექციის ბლოკირებას კარგად ვერ ახერხებენ. როგორც იცით, ვაქცინებმა მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინეს, მაგრამ მათ არ აქვთ დაცვის დიდი ხანგრძლივობა და ინფექციის ბლოკირებას კარგად ვერ ახერხებენ.

The Commonwealth Fund-ის შეფასებით, მხოლოდ ამერიკაში 2022 წლის მარტის ჩათვლით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა 2.2 მილიონი სიკვდილის, 17 მილიონი ჰოსპიტალიზაციის და 66.1 მილიონი დამატებითი ინფექციის პრევენცია მოახდინეს.

ბილ გეიტსის გაყალბებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist