სოციალურ ქსელში ბილ გეიტსის ინტერვიუს ფრაგმენტი არასწორი კონტექსტით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

221
VIEWS

6 მაისს ფეისბუკ-მომხმარებელმა ნინო გავაშელი 40 წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი ბიზნესმენი – ბილ გეიტსი CNN-ის ჟურნალისტ ფარიდ ზაქარიას კითხვას პასუხობს და კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე საუბრობს. ნინო გავაშელის პოსტის მიხედვით, ბილ გეიტსი ვაქცინაციის ამაოებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ კოვიდი არც ისეთი საშიში ყოფილა და მომაკვდინებელი მხოლოდ მოხუცებისთვისაა. პოსტის ავტორის მიხედვით, ბილ გეიტსს თავისი გეგმა გაუვიდა და ხალხი უაზროდ აცრეს.

ბილ გეიტსის ინტერვიუს ფრაგმენეტი არასწორი აღწერით ვრცელდება. ვიდეოს ამ მონაკვეთში, გეიტსი ვაქცინას საერთოდ არ ახსენებს, აღნიშნავს, რომ პანდემიის დასაწყისში, არ იყო შესაბამისი ინფორმაცია იმაზე, რომ კოვიდი დაბალი ლეტალობით გამოირჩევა და მომაკვდინებელი უფრო ხანდაზმული ასაკის ხალხისთვისაა. მეტიც, გავრცელებულ მონაკვეთამდე რამდენიმე წუთით ადრე ბიზნესმენი ვაქცინის ეფექტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ახალი პანდემია იფეთქებს, მსოფლიოს უკვე მზად უნდა ჰქონდეს ისეთი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ვაქცინა ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზევე დამზადდება და სწრაფად მიეწოდება  ყველა ქვეყანას, მათ შორის უკიდურესად ღარიბ ქვეყნებსაც. 

გავრცელებული ვიდეო 3 მაისს ონლაინ-შოუ 92nd Street Y-ში ბილ გეიტსის სტუმრობისას ჩაწერილი ინტერვიუდან ამოჭრილი ფრაგმენტია. ინტერვიუში ბიზნესმენი თავის ახალ წიგნზე – “როგორ ავირიდოთ შემდეგი პანდემია” საუბრობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფრაგმენტში კი ბიზნესმენი ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში არ იცოდნენ, რომ ეს ვირუსი ლეტალობის დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება და შესამამისად მსოფლიო, მათ შორის აშშ შესამაბისად მომზადებული ვერ დახვდა.,

ბილ გეიტსი: თებერვლის დასაწყისში, როდესაც მე ფონდის შეხვედრაზე ვიყავი, ექსპერტებმა თქვეს, რომ დიაგნოზის გარეშე ძალიან ბევრი მოგზაურობა დაფიქსირდა. იმ დროს ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. არ გვესმოდა, რომ ეს ვირუსი ხასიათდება დაბალი სიკვდილიანობით და ძირითადად ხანდაზმულებში. ეს იყო საკმაოდ საშიში პერიოდი და მსოფლიო, მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატები არ დახვდა მზად ისე, როგორც საჭირო იყო.

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში ბილ გეიტსი პანდემიის პრევენციის გზად სწორედ ვაქცინებს მიიჩნევს. ეს მონაკვეთი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ვერ მოხვდა.  

ბილ გეიტსი: “ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომლითაც მაშინაც კი თუ ის [ვირუსი], გავრცელდება ბევრ ქვეყანაში და მიაღწევს პანდემიის ნიშნულს, ჩვენ შეგვეძლება სწრაფად დავამზადოთ თერაპიული საშუალებები და ვაქცინები”. 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist