რა თქვა რეალურად გეიტსმა კოვიდგადატანილ პაციენტებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

51
VIEWS

15 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა Tornike Noniashvili გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით “ბილ გეითსი აქ ამბობს we don’t want to have alot recovered people, ნიშნავს რომ არ გვინდა ბევრი გამოჯანმრთელებულიო”. 15-წამიან ვიდეოს, სადაც ბილ გეითსი ჩანს, ახლავს წარწერა „Digital Vaccine Certificate To Travel”. 18 აგვისტოს მდგომარეობით ვიდეოს 39 გაზიარება აქვს.

1

ბილ გეიტსის ვიდეო ისეა დამონტაჟებული, რომ მის ნათქვამს აზრს უცვლის. რეალურად გეიტსის სიტყვები, რომ “გამოჯანმრთელებული ადამიანები არ ჭირდებათ”, პასუხი იყო ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად გეგმავდნენ კოვიდინფიცირებული ადამიანების დატრენინგებას და სამედიცინო პერსონალად გამოყენებას. სწორედ ამ კონტექსტში ამბობს ის, რომ ავტოტესტების პრაქტიკის დანერგვის შემდეგ მათი დახმარების საჭიროება დღის წესრიგიდან იხსნება. კონტექსტიდან ამოგლეჯილად ერთი ფრაზის დამონტაჟება კი ამყარებს ადრე გავრცელებულ დეზინფორმაციულ გზავნილებს, თითქოს ბილ გეიტსი მოსახლეობის დეპოპულაციას გეგმავს.

Tornike Noniashvili-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო Ted Connects-ისთვის ბილ გეითსის მიერ 2021 წლის 25 მარტს მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტია. ინტერვიუში ბილ გეითსი მართლაც ამბობს სიტყვებს „We don’t want to have a lot of recovered people” – “ჩვენ არ გვჭირდება ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანი”, თუმცა საუბარია არა ზოგადად გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობაზე, არამედ მათ ჩართვაზე კორონავირუსთან ბრძოლაში.

2

ჟურნალისტ კრის ანდერსონის კითხვაზე, რამდენად ეფექტიანი და  სწორი იქნება კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ხალხის დატრენინგება და მათი, როგორც სამედიცინო პერსონალად გამოყენება, რაც სამედიცინო მუშაკებისთვის წნეხის შემსუბუქებას გულისხმობს, ბილ გეითსი პასუხობს, რომ არ არის აუცილებელი ამ პროცესში დიდი რაოდენობით გამოჯანმრთელებული ადამიანი იყოს ჩართული, რადგან შექმნეს სწრაფი ტესტები, რომლის გამოყენებაც ხალხს დამოუკიდებლად შეუძლია.

ბილ გეითსი პასუხობს, რომ განიხილავდნენ ვერსიას, რომ კიოსკები, სადაც კორონავირუსის ტესტების ჩატარება მოხდებოდა, დაეკომპლექტებინათ ადამიანებით, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, რადგან მათ იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული, თუმცა მას შემდეგ, რაც შექმნეს სრაფი ტესტები, რომელთა ჩატარებაც ადამიანებს დამოუკიდებლად შეუძლიათ და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას დაუმტკიცეს, რომ ეს ტესტები ეფექტიანი იყო, დიდი რაოდენობით მსგავსი კიოსკების და მათი კოვიდგადატანილი ადამიანებით დაკომპლექტების საჭიროება აღარ არის.

ბილ გეითსი: დიახ, სანამ შევქმნიდით ტესტს, რომლის ჩატარება ადამიანებს დამოუკიდებლად შეუძლიათ და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაჩვენებდით, რომ ის სხვა ტესტების ტოლფასია, ვფიქრობდით, რომ კიოსკებში მუშაობა შეეძლოთ კოვიდგადატანილ ადამიანებს. ახლა აღარ გვჭირდება ბევრი გამოჯანმრთლებული ადამიანი.”

ბილ გეითსის ვიდეოები სოციალურ ქსელში მანიპულაციურად წარსულშიც გაუვრცელებიათ. ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist