3 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეო თამაშ Omikron-ის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, 1999 წლის თამაში Omikron-ი Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეიტსს ეკუთვნის და მასში დემონები ადამიანებად ინიღბებიან და ადამიანების სულებს აგროვებენ. პოსტს თან ერთვის თამაშის 15 წამიანი ვიდეო ფრაგმენტი.
მტკიცება იმის შესახებ, რომ თამაში Omikron-ი ბილ გეიტსს ეკუთვნის, ყალბია. თამაში ფრანგულმა კომპანიამ შექმნა და კოვიდ-19-ის პანდემიასთან საერთო არაფერი აქვს.
თამაში სახელწოდებით Omikron 1999 წელს ფრანგულმა კომპანია Quantic Dream-მა Microsoft-ის პლატფორმაზე გამოსაყენებლად შექმნა, თუმცა, თამაში ბილ გეითსს ან Microsoft-ს არასდროს ეკუთვნოდა. თამაშის სრული სახელია Omikron: The Nomad Soul (ომიკრონი: მოხეტიალე სული).
თამაშის მოქმედება მომავლის ქალაქ ომიკრონში ალტერნატიულ განზომილებაში ვითარდება. მოთამაშეები იბრძვიან, რათა მათი სულები დემონებმა არ შეიპყრონ. თუმცა ბრძოლის გარდა, მოთამაშეებს ქალაქის შესწავლა და მის მკვირდრებთან საუბარიც შეუძლიათ. თამაშის მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობა ლეგენდარულმა დევიდ ბოუიმ მიიღო.
რაც შეეხება კორონავირუსის ახალი შტამის სახელწოდებას, ის არა Omikron-ი, არამედ Omicron-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2021 წლის მაისიდან დღემდე კოვიდ-19-ის ახალი შტამების სახელწოდებისთვის ლათინურ ანბანს იყენებს, Omicron ანბანის მე-15 ასოა და კოვიდ-19-ის პანდემიამდეც ხშირად გამოიყენებოდა. ხშირად სიის მე-15 ნომერს სწორედ ასე მოიხსენიებენ. ამ სახელწოდების ახალი შტამი კი სამხრეთ აფრიკაში ნოემბერში გამოჩნდა. მის გამოჩენამდე ცნობილი ვარიანტები Alpha და Delta იყო, რომლებსაც სახელი იდენტური პრინციპით – ლათინური ანბანის ასოების თანმიმდევრობის შესაბამისად მიენიჭა.
ყალბი და კონსპირაციული მტკიცებები იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ის პანდემია ნაწინასწარმეტყველები იყო, “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- იწინასწარმეტყველა თუ არაამერიკელმა მწერალმა კორონავირუსი 1981 წელს?
- იწინასწარმეტყველა თუ არა ფილმმა “კაპიტანი ამერიკა” კორონავირუსის პანდემია?
- იწინასწარმეტყველა თუ არა60 წლის წინ იტალიელმა მხატვარმა პანდემია ?
- რას წერდა რეალურად«Североуральские вести» კორონაზე 2003 წელს?
- რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?
- არგონავტების მოგზაურობა თუ კოვიდ-პანდემია?– რას განასახიერებდა 1992 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია
კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში ბილ გეითსის შესახებ ყალბი მტკიცებების შესახებ ვრცლად იხილეთ:
- ისაუბრა თუ არა ჩიპებზედა კორონავირუსზე ბილ გეიტსმა 2015 წელს?
- გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?
- წერს თუ არა ბილ გეიტსი, რომ “ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემია გაძლიერდება”?
- რას აკეთებდა ბილ გეიტსის ბაბუა “ისპანკას” დროს?
- აპირებს თუ არა ბილ გეიტსი COVID-19-თან მიკროჩიპებით ბრძოლას?
- ჩამოახრჩვეს თუ არა ბილ გეითსი და რა ვიცით globalresearch.ca-ს შესახებ?
- “ობიექტივი” ბილ გეიტსის ვიდეოფაბრიკაციას და ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
- მოითხოვს თუ არა იტალია ბილ გეიტსის დაკავებას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.