ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმსახურებად ქალები დაუშვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

99
VIEWS

2024 წლის 21 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “More Caucasus” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ეკლესიაში საკმეველს იყენებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, უკრაინულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმსახურებად ქალები დაუშვა.

eklesia1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმსახურებად ქალები დაუშვა

მტკიცება, თითქოს უკრაინის მართლმდადიდებელ ეკლესიაში ქალებს მღვდელმსახურების უფლება მიენიჭათ, მცდარია.  გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში უარყო.

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოსთან და მტკიცებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (კიევის საპატრიარქო), რომლის პრესცენტრმაც უარყო აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ეკლესიას ქალებისათვის მღვდელმსახურების რიტუალების ჩატარების უფლება არ მიუცია. მათივე გამოგზავნილი ინფორმაციით დგინდება, რომ სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა კიევის საპატრიარქოს სპიკერმა, ბილოცერკოვის მიტროპოლიტმა ევსტრატიმ. პოსტში იგი ხსნის, რომ ლიტურგიის მასწავლებელმა, რომელიც სასულიერო პირია, გადაწყვიტა მოსწავლეებისათვის ჩაეტარებინა პრაქტიკული გაკვეთილი, საეკლესიო რიტუალების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც არ იყო რეალური მღვდელმსახურების ნაწილი. მან ჩათვალა, რომ ყველა სტუდენტს თანაბრად უნდა შესძლებოდა დავალებების შესრულება, მათ შორის პრაქტიკულისაც, რის გამოც ალაგაზრდა ქალსაც მისცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ რიტუალებში და გამოეყენებინა საკმეველი. 

eklesia2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმსახურებად ქალები დაუშვა

ევსტრატი განცხადებაში გამოთქვამს წუხილს იმის შესახებ, რომ უკრაინის მტრებმა ეს ვიდეო დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს. მისივე მტკიცებით, განხილულმა სასულიერო მასწავლებელმა აღიარა, რომ დაუშვა შეცდომა და არ უნდა მიეცა ქალისთვის ამ პრაქტიკული დავალების შესრულების უფლება, რადგან რეალობაში მას ამის გაკეთება არასოდეს მოუწევს. 

პოსტთან ერთად სასულიერო პირმა ატვირთა ორი ფოტოც, რომელშიც ჩანს რამდენიმე მონაზონი, რომლებიც ეკლესიაში საკმეველს იყენებენ. ევსტრატის მტკიცებით, ეს ხდება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიაში. მისი თქმით, ამ კადრებს “პროვოკატორები ყურადღებას არ აქცევენ”, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით უკრაინის და მისი ეკლესიის დისკრედიტაციას ვერ მოახდენენ. 

eklesia3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმსახურებად ქალები დაუშვა
კადრი იუთუბზე გამოქვეყნებული ვიდეოდან.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში არაერთი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

წყაროს შესახებ:

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში, More Caucasus ხშირად ავრცელებს ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს. ანგარიშის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist