ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მღვდლების ახალ სამოსს ქმნის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

261
VIEWS

12 და 13 აპრილს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გამოქვეყნეს ინფორმაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სასულიერო პირებისთვის ახალი სამოსის შერჩევა გადაწყვიტა. პოსტებს თან ერთვის შავი სამოსის ამსახველი ფოტოები, ხოლო პოსტების ავტორების კომენტარების მიხედვით, შემოთავაზებული “ახალაგზრდული” ვარიანტები, რომლებიც მიზნად გათანამედროვებას ისახავს, არ შეეფერება მღვდლის ჩაცმულობას. 

სოციალური ქსელების გარდა უკრაინელი მღვდლებისთვის ახალი სამოსის შერჩევის შესახებ ინფორმაცია რუსულენოვან საიტებზეც გავრცელდა (1, 2, 3).

Screenshot 21 2 ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მღვდლების ახალ სამოსს ქმნის

მტკიცება, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მღვდლების სამოსის შეცვლას აპირებს, რომლის ვიზუალი გავრცელებულ ფოტოებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურმა უარყო.

ფოტოებთან ერთად მსგავსი ინფორმაცია ახალი სამოსის შესახებ პრორუსული ტვიტერ ანგარიშების გარდა (1, 2, 3) არც ერთ სხვა ღია წყაროში არ იძებნება.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათ განაცხადეს, რომ მსგავსი მტკიცებები ახალი სამოსის არჩევის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. პრესსამსახურის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას არ მიუღია და არც განიხილავს მსგავს გადაწყვეტილებას. 

მარტსა და აპრილში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ეს პროცესი მოყვა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას, შეეწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება. დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ პოსტებს შორის იყო მტკიცება, თითქოს კიევში აიკრძალა სააღდგომო ღვთისმსახურება, ლავრა მუზეუმად გადაკეთდება, უკრაინელებმა დაწვეს მართლმადიდებლური ტაძარი,  უკრაინელმა მღვდელმა მრევლს აღდგომა ცეკვით მიულოცა და სხვა გზავნილები, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკის მომხმარებლებს შორის ვინც მღვდლების ახალ სამოსზე ინფორმაციას ავრცელებდა, ერთ-ერთი პროფილი Eduard Jishkariani-ა, რომელიც ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსიის პოსტებს აქვეყნებს. მას ყალბი ამბავი წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, რის გამოც მისი რამდენიმე პოსტი მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული. 

Screenshot 22 3 ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მღვდლების ახალ სამოსს ქმნის


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist