კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია – სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

469
VIEWS

31 მარტს ფეისბუქ-ანგარიშმა გიორგი იბერიელი, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშმა ეკლესიაში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სასულიერო პირი სიმღერა “ამენოს” ფონზე ცეკვავს. ვიდეოკადრებზე გაკეთებული რუსულენოვანი წარწერის მიხედვით, ის კიევის ლავრაშია გადაღებული.

Screenshot 18 კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია - სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?

ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, რეალურად ის არა კიევში, არამედ საფრანგეთში, კათოლიკურ ეკლესიაშია გადაღებული. მღვდელი კი, რომელიც ვიდეოში ცეკვავს, ყოფილი სასულიერო პირი ფრენკ ლეგროსია და ის ევრიოს ეპარქიაში 20 წელი მსახურობდა. ვიდეოს სიმღერა “Ameno-ს” რემიქსიც მოგვიანებით აქვს დამატებული, ორიგინალ ვერსიაში ფრანგული სიმღერა (Je suis dans la joie) ისმის.

ფრენკ ლეგროსი ყოფილი პროფესიონალი მოცეკვავეა, შემდეგ კი 20 წელი კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელი იყო, დღესდღეობით ის ქოუჩინგით არის დაკავებული

ლეგროსი სასულიერო პირად მსახურობის პერიოდში, ლიტურგიებში ქორეოგრაფიული ელემენტის ინტეგრირებასაც ახერხებდა. გავრცელებული ვიდეოც ამას ასახავს. “მითების დეტექტორი” ვიდეოს გადაღების ზუსტი ადგილის დასადგენად ფრენკ ლეგროსს დაუკავშირდა, მისი თქმით, ცეკვის ვიდეო საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, კათოლიკურ ეკლესიაშია გადაღებული.

ლეგროსის ცეკვის ვიდეოები ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა, როცა ის პოლონეთის ქალაქ კრაკოვში “ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს” (WYD 2016) ესწრებოდა. ამის შემდეგ მედიასაშუალებებში მამა ფრენკ ლეგროსთან დაკავშირებით არაერთი პუბლიკაცია გამოჩნდა. მოცეკვავე მღვდელზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რომელშიც ფრენკ ლეგროსის ყოველდღიურობაა ასახული.

Screenshot 6 კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია - სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო? Screenshot 7 კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია - სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?

ლეგროსი საფრანგეთის ქალაქ რუანის კონსერვატორიამ ოქროს მედლით დააჯილდოვა, ის ასევე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის ბალეტშიც ცეკვავდა. 2018 წელს ლეგროსის ავტორობით წიგნი, სახელწოდებით “შენი სიყვარული სიხარულით მაცეკვებს” (Ton Amour Me Fait Danser de Joie) გამოიცა, რომელშიც ის მის განვლილ ცხოვრებაზე წერს.

Screenshot 8 კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია - სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო რუსული წარწერებით თავდაპირველად ტიკტოკის პლატფორმაზე გამოჩნდა. ტიკტოკის ანგარიში svetlanamoiseevapasakh პრორუსულ პროპაგანდისტულ ვიდეოებს ყოველდღიურად აქვეყნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს სიმღერა “Ameno” მოგვიანებით აქვს დადებული, ინტერნეტსივრცეში ყველაზე ადრე ვიდეო 2017 წელს იძებნება და ორიგინალ ვერსიაში ფრენკ ლეგროსი ფრანგულენოვანი ცოცხალი მუსიკის ფონზე ცეკვავს, ვიდეოში მის უკან მუსიკოსები ჩანან, რომლებიც მუსიკალურ საკრავებზე უკრავენ და მღერიან. იუთუბზე ერთ-ერთ ყველაზე ადრე განთავსებულ ვიდეოს სიმღერის სახელწოდებაც (Je suis dans la joie) აქვს მითითებული.

2023 წლის 5 იანვარს უკრაინის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიძინების ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესია სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა, რასაცა წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი კიევსა და სხვა რეგიონებში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი პროპაგანდისტული გზავნილი გავრცელდა, მათ შორის, თითქოს უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის, რის გამოც კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრებმა გაშავება დაიწყეს, ასევე ზიარდებოდა კონსპირაციული ვიდეო, თითქოს უკრაინის ხელისუფლების ანტირელიგიურმა ქმედებებმა კიევში ყვავების მომრავლება გამოიწვია. ლავრასთან დაკავშირებით ასევე ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს უკრაინის ხელისუფლება მის მუზეუმად გადაკეთებას და ღვთისმსახურების შეწყვეტას გეგმავს. ამ თემაზე ვრცლად  იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში გიორგი იბერიელი 2012 წელს შეიქმნა. ანგარიში პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსისა” და “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს” აქტიური მხარდამჭერია, ის ფეისბუქ-ჯგუფის “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !” ერთ-ერთი ადმინისტრატორიცაა. 

Screenshot 9 კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია - სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?

გარდა ამისა, გიორგი იბერიელი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს დაკავებულებს მხარს უჭერს და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

გიორგი იბერიელს ფეისბუქზე დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია (1, 2) : 

Screenshot 10 კიევ-პეჩერის ლავრა თუ საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია - სად არის გადაღებული ცეკვის ვიდეო?

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist