უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ერთგულების ფიცის დადებაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

326
VIEWS

8 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Giorgi Abashize-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახადაც,  უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომრებმა რუსეთის ერთგულების ფიცი დადეს და რუსეთის მხარეს საბრძოლველად გადავიდნენ. პოსტში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ უკრაინელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ და რუსების მხარეს საბრძოლველად ლამის უკვე ბატალიონებით გადადიან. ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ერთგულების ფიცის დადების შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა iz.ru, lenta.ru, news.ru, podolyaka.ru და ასევე რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1;2;3;4;5;6) გაავრცელეს.

Screenshot 2023 11 09 155707 უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ერთგულების ფიცის დადებაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება Screenshot 2023 11 09 165017 უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ერთგულების ფიცის დადებაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება

ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ერთგულების ფიცის დადების შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ბოგდან ხმელნიცკის სახელობის მოხალისეთა ბატალიონი, რეალურად, უკრაინელი სამხედრო ტყვეებისგან არის ჩამოყალიბებული და რუსეთის სამხედრო სარდლობა ფრონტზე სწორედ ამ სამხედროების გაშვებას, სავარაუდოდ, იძულებით გეგმავს, რაც ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. 

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბოგდან ხმელნიცკის“ ბატალიონის ჯარისკაცებმა რუსეთის ერთგულების ფიცი დადეს და მალე ფრონტზე გაემგზავრებიან, 7 ნოემბერს გავრცელდა. თუმცა ზოგიერთი გამოცემის (iz.ru, lenta.ru, news.ru, podolyaka.ru) მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში მკაფიოდ არ იყო მითითებული, რომ ეს ბატალიონი უკრაინული სამხედრო ტყვეებისგან იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ინფორმაცია ქმნიდა  შთაბეჭდილებას, თითქოს, უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბრძოლა თავისი ნებით შეწყვიტეს, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და რუსეთის ერთგულების ფიცი დადეს.

„ბოგდან ხმელნიცკის“ ბატალიონის ჯარისკაცებმა რუსეთის ერთგულების ფიცი, მართლაც დადეს, თუმცა, სავარაუდოდ, იძულებით, რადგან ბატალიონი 70-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვისგან შედგება, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა სასჯელაღსრულების კოლონიიდან „ბოგდან ხმელნიცკის“ ბატალიონში მსახურებისთვის „აიყვანეს“. “რია ნოვოსწის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორმირება დონეცკისა და ზაპორიჟიის რეგიონებში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დანაყოფის „კასკადის“ შემადგენლობაში იფუნქციონირებს. ასევე, რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ რუსული სარდლობა ტყვეებს ისევე მოექცევა, როგორც რუს ჯარისკაცებს და ისინი მიიღებენ იგივე ანაზღაურებასა და სარგებელს, როგორც რუსი ჯარისკაცები. 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, ეს ქმედება სამხედრო ტყვეთა შესახებ ჟენევის კონვენციას არღვევს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ტყვეების გამოყენება სამხედრო მოქმედებებში იმ ძალის მხარეს, რომელმაც ისინი დაიპყრო: არც ერთი სამხედრო ტყვე არ შეიძლება გაიგზავნოს საბრძოლო ზონაში და არ უნდა იყოს „დასაქმებული არაჯანსაღი ან საშიში ხასიათის სამუშაოზე“.

ამავე ინსტიტუტის მიერ 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეები აიძულა, შეუერთდნენ „მოხალისეთა“ ფორმირებას, რომელიც მანამდე უკრაინაში იბრძოდა.  ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ბოგდან ხმელნიცკის“ მოხალისეთა ბატალიონმა დაახლოებით 70 უკრაინელი სამხედრო ტყვე რუსეთის სხვადასხვა სასჯელაღსრულების კოლონიიდან „აიყვანა“, დაიწყო სწავლება და ბრძოლის ველზე გაგზავნა, რაც სამხედრო ტყვეების შესახებ ჟენევის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ადგენს, რომ არც ერთი სამხედრო ტყვე არ შეიძლება გაიგზავნოს ისეთ ადგილებში, სადაც ის შეიძლება აღმოჩნდეს “საბრძოლო ზონის ცეცხლის ქვეშ“ და არ უნდა იყოს „დასაქმებული არაჯანსაღი ან სახიფათო ხასიათის სამუშაოზე“.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ ანგარიში Giorgi Abashidze ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. მის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუკ მომხმარებელი Валентина Кушнерева ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მისი პოსტები უცხოურ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს ყალბად წარსულშიც მოუნიშნავთ

Screenshot 2023 11 09 155739 უკრაინელი სამხედროების მიერ რუსეთის ერთგულების ფიცის დადებაზე ინფორმაცია უკონტექსტოდ ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist