“წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

280
VIEWS

დეზინფორმაციულ გზავნილს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს “წყლით და პამპერსით” დაეხმარა, კრემლისტური აქტორები წლებია იმეორებენ, რაც სტრატეგიული პარტნიორისადმი სკეპტიციზმის დანერგვას ისახავს მიზნად. აღნიშნული გზავნილი წელს პრორუსული პარტია ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის მომხრეებმა გააქტიურეს.

7 აგვისტოს თბილისში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ გვერდზე ამერიკელი დიპლომატების, მათ შორის ელჩი კელი დეგნანის, მონაწილეობით გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოში საელჩოს წარმომადგენლები აგვისტოს ომს იხსენებდნენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდნენ. ვიდეოში ქართულ ენაზე შემდეგი ტექსტი ისმის: “გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის აგრესიის შეკავებას. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!”

Screenshot 15 3 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

ვიდეოს გავრცელებიდან მალევე პრორუსულ პარტია “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ფეისბუქ ანგარიშებმა და მომხმარებლებმა ვიდეოს დამონტაჟებული ვერსია გაავრცელეს. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა “კონსერვატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებული 8 ანგარიში, რომლებმაც აშშ-ს საელჩოს მხარდამჭერი ვიდეო დისკრედიტაციის მიზნით კოორდინირებულად გაავრცელეს. 

აშშ-ს საელჩოს გვერდზე ვიდეოს 7 აგვისტოს 10:00 საათზე გამოქვეყნდა. ვიდეოს გამოაევყნებიდან ყველაზე ადრე 12:44 საათზე ვიდეოს დამოტანჟებული ვერსია წარწერით “ჩვენ სხვა რამე გვახსოვს!!” და ვიდეოზე დამატებული წყლისა და პამპერსის ფოტოები ფეისბუქ ანგარიშმა “კონსერვატიული მოძრაობა ხაშურში” გამოაქვეყნა. აღნიშნული გზავნილი ამკვიდრებს აზრს, თითქოს ამერიკა საქართველოს მხოლოდ წყლით და პამპერსით დაემხარა.

Screenshot 16 3 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

რადენიმე საათიანი შუალედით იდენტური ვიდეო გამოაქვეყნეს ანგარიშებმა თალიბანელი კონსერვატორი, კონსერვატიული მოძრაობა სამტრედიაში, Нини Хундадзе, Giorgi Aniashvili და მსფ პოლიტიკა. 

Screenshot 17 3 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

7 აგვისტოს დღის ბოლოს 18:24  და 18:34 საათზე შინაარსობრივად მსგავსი თუმცა განსხვავებულად დამონტაჟებული ვიდეო ორმა ანგარიშმა თალიბანელმა კონსერვატორმა და Irakli Kokaia-მ გამოაქვეყნეს. 

Screenshot 18 3 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში აშშ-ს საელჩოს ვიდეოს   გურამ შეროზიასა და მალიბუს სიმღერა “მადლობა” და წყლისა და პამპერსების ფოტოები ადევს. 

  • რეალურად რა სახის დახმარება გაუწია აშშ-მ საქართველოს აგვისტოს ომის დროს და შემდეგ?

მითი იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს აშშ საქართველოს “წყლით და პამპერსებით” ეხმარებოდა წლებია, ვრცელდება. 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ ქმედებებმა საქართველოს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უზრუნველყო. კერძოდ, რუსული აგრესიის დაწყებისას, ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტი შავი ზღვისკენ დაიძრა, რაც რუსეთისთვის პოლიტიკური და სამხედრო გზავნილიც იყო. თუკი რუსეთი შეეცდებოდადასავლეთ საქართველოს შემდგომ ოკუპაციას, მას ლოჯისტიკური უზრუნველყოფა უნდა აეწყო ფოთის პორტიდან. ამერიკული გემების ყოფნა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსების ლოჯისტიკურ გეგმებს პრობლემებს შეუქმნიდა. გარდა ამისა, ომის შემდგომ აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ჩაატარა საქართველოს შეიარაღებული ძალების კომპლექსური შეფასება და შეიმუშავა დასკვნები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კრიტიკული შესაძლებლობების განვითარების კუთხით – ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო. სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე დაიწყო ქართულიშეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხანგრძლივი პროცესი, რაც დღესაც გრძელდება.

გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველომ მთლიანობაში 4.45 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

რაც შეეხება აშშ-ს ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯამში აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჰუმანიტარული სახის 59 ფრენა განახორციელეს. მათ საქართველოში 15,4 მილიონი დოლარის ღირებულების 1145 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს, მათ შორის: 8 000 საწოლი, 20 000 საძილე ტომარა, ნახევარი მილიონი საკვები პაკეტი და სხვა.

ამასთანავე, აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მყისიერი ფინანსური მხარდაჭერა  ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე აღმოუჩინა. მის ამგვარ ქმედებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონიანი დახმარება მოჰყვა.

აშშ-ს დახმარების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” საარქივო მასალა:

წყაროების შესახებ

იმ 8 ფეისბუქ ანგარიშიდან, რომლებმაც აშშ-ს საელჩოს ვიდეო დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს, 2 “კონსერვატიული მოძრაობის” რეგიონული ანგარიშია (კონსერვატიული მოძრაობა ხაშურში, კონსერვატიული მოძრაობა სამტრედიაში), ერთი იდენტობას მალავს (თალიბანელი კონსერვატორი), ხოლო 2 ანგარიშის URL მისამართი მის მიერ მითითებულ სახელსა და გვარს არ ემთხვევა. 

ანგარიში URL მისამართი
Giorgi Aniashvili nikusha.koberidze

Screenshot 19 3 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

მსფ პოლიტიკა – ანგარიშის ვებ-საიტი მითითებულია ტურისტული კომპანია travelshop-ის ვებ-საიტი. 

Screenshot 21 3 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

maxo07

Screenshot 20 2 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

“მითების დეტექტორმა” ნიკა კობერიძის და თალიბანელი კონსერვატორის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები წარსულში არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

პროპაგანდის მეთოდი და დეზინფორმაციული გზავნილის ძველი გავრცელება

“წყლის და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილის გავრცელებისას გამოყენებულია Ad nauseam-ის ტექნიკა, რომელიც  ერთი და იმავე გზავნილის განუწყვეტლივ გამეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ. იდენტურ გზავნილს წინა წლებში სხვა აქტორებიც იმეორებდნენ

Screenshot 22 2 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე

რემლისტური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი იმავე გზავნილით დასპონსორებულ სტატიას წარსულში სააგენტო ინტერპრესნიუსის გვერდზე შემდეგი სათაურით აქვეყნებდა: ნინო ბურჯანაძე: – ამერიკამ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა”.

Screenshot 23 2 “წყლისა და პამპერსის” დეზინფორმაციული გზავნილი: ნინო ბურჯანაძიდან თალიბანელი კონსერვატორამდე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist