CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია სტეპან ბანდერაზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

147
VIEWS

2022 წლის 11 და 12 აპრილს Facebook მომხმარებლებმა ნიკა კობერიძემ და Fantina Georgian-მა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის სტეპან ბანდერას შესახებ ერთი და იგივე პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტის მტკიცებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გასაიდუმლოებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სტეპან ბანდერა გერმანიის ჯაშუში იყო და ის ნაცისტებთან თანამშრომლობდა, ხელი ჰქონდა მოწერილი III რაიხის ერთგულების ფიცზე და ატარებდა კოდურ ნიშანს Consul-2. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ბანდერა ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობდა და სისასტიკით გერმანელ დამსჯელებს აჭარბებდა.

ნიკა კობერიძე და Fantina Georgian: “2020 წელს CIA-მ გაასაიდუმლოა 1921-1965 წლების დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ებრაელი სტეპან ბანდერა იყო გერმანიის ჯაშუში, თანამშრომლობდა ნაცისტებთან, ჰქონდა კოდური ნიშანი Consul-2 და ხელი ჰქონდა მოწერილი III რაიხის ერთგულების ფიცზე. ს.ბანდერა ხელმძღვანელობდა OUN-ს (უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია), რომელიც ახორციელებდა ეთნიკურ წმენდას. გერმანიისთვის S.B. – დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი OUN-ის რაზმების ხელით ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორი. სისასტიკით ბანდერამ გერმანელ დამსჯელებს გადააჭარბა.”

Screenshot 2 9 CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია სტეპან ბანდერაზე Screenshot 3 9 CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია სტეპან ბანდერაზე

საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას სხვადასხვა რუსულენოვანი მედია, მათ შორის, Gazeta.ru , KP.ru , RIA Novosti, Kommersant და NTV, ჯერ კიდევ 2020 წელს აქვეყნებდა. მეტიც, აღნიშნული მედია საშუალებები CIA-ს დოკუმენტს არა უბრალოდ გასაიდუმლოებულ დოკუმენტს, არამედ ბანდერას შესახებ ანგარიშს უწოდებდნენ. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 2020 წელს ისაუბრა, მისი განცხადებით, CIA-ს ანგარიშზე დაყრდნობით სტეპან ბანდერა ჰიტლერის ჯაშუში და ნაცისტი კრიმინალი აღმოჩნდა.

მარია ზახაროვა: “თანამედროვე უკრაინის გმირი ჰიტლერის პროფესიონალი აგენტია, ნაცისტი, კრიმინალი.”

Screenshot 4 9 CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია სტეპან ბანდერაზე

სტეპან ბანდერას შესახებ გამოქვეყნებული პოსტი რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში მსგავსი ჩანაწერები ფიგურირებს არა CIA-ს შექმნილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში, არამედ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალში (Sotstialistichaskiy Vestnik). 1951 წელს ამ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია CIA-ს უცხოური ენების მონიტორინგის სამსახურმა განიხილა და პუბლიკაციის თარგმანი სწორედ ამიტომ მოხვდა მათ დოკუმენტებში. რაც შეეხება ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ბანდერა საერთოდ არ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან საკონცენტრაციო ბანაკში იყო დატყვევებული, შესაბამისად ის ეთნიკური წმენდის მონაწილე ვერ იქნებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) არქივი მართლაც ინახავს სტეპან ბანდერას შესახებ სტატიას, რომელიც 1951 წელს პეტრო იაროვის ავტორობით პარიზსა და ნიუ-იორკში ემიგრაციაში მყოფი პარტიის (რუსი სოციალ-დემოკრატების) ჟურნალში გამოქვეყნდა, თუმცა იქ დაწერილი შეფასება CIA-ს პოზიციას არ წარმოადგენს. 

საგულისხმოა, რომ სტატიის დასაწყისში სააგენტო წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია CIA-ს მიერ შეფასებული არ არის. დოკუმენტში მთლიანად გადმოკოპირებულია ჟურნალ Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია და თავად სადაზვერვო სააგენტოს კომენტარი მოცემული საერთოდ არ არის. 

Screenshot 5 9 CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია სტეპან ბანდერაზე
CIA-ს გამოქვეყნებული დოკუმენტი

აღსანიშნავია, რომ პეტრო იაროვის სტატია სტეპან ბანდერას შესახებ კრემლისტურ ნარატივს იმეორებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბანდერა ნაცისტი იყო. სტატიაში მხოლოდ ავტორის მოსაზრებაა გადმოცემული და ის რაიმე დამამტკიცებელ დოკუმენტს ბანდერას ბრალეულობის შესახებ არ შეიცავს. 

Screenshot 6 8 CIA-ს დოკუმენტი თუ რუსეთის Sotstialistichaskiy Vestnik-ის სტატია სტეპან ბანდერაზე
პეტრო იაროვის სტატია

რეალურად მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ბანდერა არა გერმანელებისთვის, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, რის გამოც გერმანელებთან დაპირისპირებაც მოუვიდა

1934 წელს ბანდერა პოლონეთ-უკრაინის დაპირისპირები ფონზე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის მოწყობის ორგანიზების გამო დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მან ციხიდან გაქცევა მოახერხა და ამ პერიოდში უკრაინის გათავისუფლების მოტივით საბჭოთა კავშირთან ბრძოლა დაიწყო. 

სწორედ ამ პერიოდში ბანდერამ გერმანელებთან შეთანხმება დადო, რადგან ფიქრობდა, რომ გერმანია უკრაინის გათავისუფლებას ხელს შეუწყობდა, თუმცა შემდგომში ნაცისტებმა ამ იდეას უარი გამოუცხადეს, ბანდერა კი მათ მოწინააღმდეგედ იქცა, რის გამოც ის 1941 წელს საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს, სადაც 1944 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა.

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე 1941 განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, ამ პერიოდში სტეპან ბანდერა უკვე გერმანელების მიერ საკონცენტრაციო ბანაკში იყო გამოკეტილი შესაბამისად მას აღნიშნულ ეთნიკურ წმენდასთან კავშირი ვერ ექნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ებრაელებისა და პოლონელების ეთნიკურ წმენდას ისტორიკოსთა ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამტკიცებენ, რომ ეს დანაშაული უკრაინის მეამბოხე არმიასა (UPA) და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას (OUN) კი არ უკავშირდება, არამედ გერმანელ ნაცისტებსა და არაორგანიზებულ დაჯგუფებებს. 

სტეპან ბანდერასა და მის გარშემო გავრცელებული მითების შესახებ იხილეთ მეტი მითების დეტექტორის სტატიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist