განცხადება, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დასავლეთი მხოლოდ “წყლით და პამპერსით დაგვეხმარა”, მცდარია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

6666666666
1.7k
VIEWS

ბოლო დროს ცალკეული პირები თუდაინტერესებული ჯგუფები თესავენეჭვებს, თუ რამდენად შეიძლებაჩაითვალოს ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და შეუძლია თუ არა დასავლეთსსაფრთხეებისგან ჩვენი დაცვა. ერთ-ერთი გავრცელებული გზავნილი, რომელსაც ამ მიზნით სხვადასხვა ჯგუფები ხშირად მიმართავენ, იდენტურ ფრაზეოლოგიაში გამოიხატება, რამაც ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამერიკა საქართველოს მხოლოდ „წყლით და პამპერსით” დაეხმარა. ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივიმონაცემები კი საპირისპიროს ცხადყოფენ: სწორედ ომის დროს და შემდგომ პერიოდში დასავლეთისმხრიდან აღმოჩენილმა სამხედრო და ფინანსურმა მხარდაჭერამ საშუალება მისცა საქართველოს, თავიაერიდებინა სოციალური და პოლიტიკური კრიზისისთვის და შეენარჩუნებინა სახელმწიფო წყობა.

დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველომ მთლიანობაში 4.45 მლრდაშშ დოლარი მიიღო. ეს თანხა მოხმარდა როგორც კერძო სექტორს (საბანკო სექტორი), ასევე – საჯაროს, რაც გულისხმობდა საბიუჯეტო დახმარებებს, დევნილთათვის მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, არაერთ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტს.

"

გარდა ზემოთმოყვანილი ფაქტებისა, საქართველოსთვის დიდი პრაქტიკული და მორალურიმნიშვნელობის მატარებელი იყო ის მყისიერი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების პროგრამები, რომლებიც თბილისმა დასავლეთიდან მიიღო.

აშშ-ის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში არ იბრძოდნენ ამერიკელისამხედროები და თბილისს დასავლური (ამერიკული) შეიარაღება არ მიუღია. მეორეს მხრივ, აშშქმედებებმა საქართველოს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები უზრუნველყო. კერძოდ, რუსულიაგრესიის დაწყებისას, ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტი შავი ზღვისკენდაიძრა, რაც რუსეთისთვის პოლიტიკური და სამხედრო გზავნილიც იყო. თუკი რუსეთი შეეცდებოდადასავლეთ საქართველოს შემდგომ ოკუპაციას, მას ლოჯისტიკური უზრუნველყოფა უნდა აეწყო ფოთისპორტიდან. ამერიკული გემების ყოფნა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსების ლოჯისტიკურგეგმებს პრობლემებს შეუქმნიდა. გარდა ამისა, ომის შემდგომ აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ჩაატარასაქართველოს შეიარაღებული ძალების კომპლექსური შეფასება და შეიმუშავა დასკვნები სხვადასხვამიმართულებით, მათ შორის კრიტიკული შესაძლებლობების განვითარების კუთხით – ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო. სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე დაიწყო ქართულიშეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხანგრძლივი პროცესი, რაც დღესაც გრძელდება.

აშშ-ს სამხედრო დახმარება

სწორედ აშშ იყო ის სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დასახმარებლად პირველმა გადადგანაბიჯები.

2008 წლის 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა,რომ ამერიკა საქართველოსდასახმარებლად ჰუმანიტარული მისიას იწყებდა, რისთვისაც ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალებსგამოიყენებდა. ამ გეგმის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ თბილისის აეროპორტი მუდმივი კონტროლის ქვეშყოფილიყოდა შესაბამისად რუსულ სამხედრო ძალებს მისი დაბომბვისა თუ აღების საშუალება არჰქონოდათ.

ამ ოფიციალურ განცხადებას წინ უსწრებდა ამერიკელების მხრიდან აღმოჩენილი პირველი რეალურიდახმარება. კერძოდ,9 აგვისტოს, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ერაყიდან ათასი სამხედრომოსამსახურის გამოწვევის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება განახორციელეს აშშ-ის სამხედრო საჰაეროძალებმა, რომლებმაც 8 რეისით საქართველოში 800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 11 ტონა ტვირთიგადმოისროლეს. ეს ოპერაცია დასრულდა 11 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ყველა საჭიროლოჯისტიკური და ფინანსური მხარე მთლიანად ერაყში დისლოცირებულმა საერთაშორისო ძალებისსარდლობამ ითავა. აშშ-ის ამგვარი ქმედება რუსეთის გაღიზიანების მიზეზი გახდა.

უკვე 13 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ამჰუმანიტარულ რეისს ჰქონდა სამხედრო დანიშნულება, რადგან აეროპორტის ამერიკული სამხედროტექნიკით დაკავება რუსი სამხედროებისთვის უკვე ნიშნავდა ამ ობიექტის სამხედრო სამიზნეთა რიცხვიდანამოღებას. საჰაერო გზით ჰუმანიტარული მისიის განხორციელება ძირითადად გერმანიაში, რამშტეინისამერიკული სამხედრო ბაზიდან ხორციელდებოდა.

ჯამში აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა ჰუმანიტარული სახის 59 ფრენა განახორციელეს. მათსაქართველოში 15,4 მილიონი დოლარის ღირებულების 1145 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს, როგორიცაა: 8 000 საწოლი, 20 000 საძილე ტომარა, ნახევარი მილიონი საკვები პაკეტი და სხვა.

ამერიკის საზღვაო ძალები ჰუმანიტარული ტვირთის გადასატანად იყენებდნენ ჯერ ბათუმის, ხოლო შემდეგფოთის პორტს.

ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ შემდეგი ხომალდები:

Arleigh Burke კლასის გამანადგურებელიUSS McFaul -ხომალდზე განთავსებულია 90 ერთეული ტომაჰავკის ტიპის (Tomahawk) მრავალფუნქციური, სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა. მოქმედების რადიუსი – 1300-2500 კმ. მასზე შესაძლებელია ბირთვული ქობინის დაყენება.

ხომალდის შეიარაღებაშია ასევე RIM-67 Standard ER (SM-1ER/SM-2ER).ისწარმოადგენს ხმელეთი-ჰაერისტიპის ანტი სახომალდო რაკეტას.მოქმედების რადიუსი 120-185 კმ, ფრენის სიმაღლე – 24 კმ.

ხმელეთი-ხმელეთი ტიპის რაკეტის გამშვები სისტემა, რომელიც შეიარაღებულია ჰარპუნის ტიპის (Harpoon) რაკეტებით. მოქმედების რადიუსი საშუალოდ 90-220 კმ. მაქსიმალური მაჩვენებელიდამოკიდებულია მატარებლის მოდიფიკაციაზე.

2 ერთეული სატორპედო გამშვები აპარატი Mark 32.

USS Mount Whitney (LCC/JCC 20) Blue Ridge კლასის ხომალდი – წარმოადგენს აშშ-ის მეექვსე საზღვაოფლოტის საფლაგმანო ხომალდს. აღჭურვილია ახლო მანძლის თავდაცვითი შეიარაღებით. მისშეიარაღებაში შედის SH-60/MH-60 Seahawk ვერტმფრენი.

Hamilton კლასის სანაპირო დაცვის კატარღაUSCGCDallas (WHEC-716).

ამ ხომალდების შეიარაღების მოქმედების რადიუსი ფარავდა როგორც სამხრეთ კავკასიას, ასევე რუსეთისსამხრეთ სამხედრო ოლქს და უფრო მეტს. მსგავსი შეიარაღების ყოფნა შავ ზღვაში, მით უფრო ბათუმისადა ფოთის პორტში წარმოადგენდა მნიშნელოვან სამხედრო და პოლიტიკურ სიგნალს.

ჰუმანიტარული დახმარების პირველი ეტაპი დაიწყო 24 აგვისტოს, როდესაცბათუმში, Arleigh Burke-კლასისსაზღვაო ხომალდმა ოპერაცია „გარანტირებული მიწოდების” (Operation Assured Delivery) ფარგლებში 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. 27 აგვისტოს აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღამ 34 ტონაჰუმანიტარული ტვირთი ბათუმში, ხოლო 17 ტონა ტვირთი 7 სექტემბერს უკვე ფოთის პორტში ჩაიტანა.

საზღვაო გზით მოხდა რძის ფხვნილის, მინერალური წყლის, საბნების, ჰიგიენისა და ბავშვთა საკვებისტრანსპორტირება.

მიუხედავად სწრაფი ჰუმანიტარული დახმარებისა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვითონ ამერიკული ხომალდების, სამხედროების ყოფნას შავ ზღვასა და საქართველოში.

ამასთანავე აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ვიზიტი აშშ-ის ყოფნას რეგიონში ხაზს უფრო მეტად უსვამდა. ამსახის დახმარებები და ვიზიტი ნამდვილად იყო ის შემაკავებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც გავლენაიქონია რუსული სამხედროების ყოფნაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიღმა. გარდაამისა, მხარდაჭერის ამ ფორმამ სახელმწიფოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას სერიოზულიბიძგი მისცა.

ფინანსური დახმარება

აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მყისიერი ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადაყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე. მის ამგვარ ქმედებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონიანი დახმარება მოჰყვა.

"

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის „ევროპისა და ევრაზიისთვის აშშ-სდახმარების კოორდინატორის სახელმწიფო აპარატის” მონაცემებით, 2000-2010 წლებში აშშ-მ საქართველოს დასახმარებლად ყველაზე დიდი თანხები 2008-2009 წლებში გამოყო.

უშუალოდ ომის მიმდინარეობის პერიოდში უკვე 9 აგვისტოდან USAID–ისა და აშშ-ს„უცხოური კატასტროფების დახმარების” ოფისის მიერ გამოიყო თავდაპირველიდახმარება 250, 000$-ის ოდენობით.თანხაგანკუთვნილი იყო აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული 10,000 მდე ადამიანისთვის საჭირო გადაუდებელი დახმარებისათვის. 2008 წლის 20 აგვისტოსთვის, USAID–ის მონაცემებით თავად სააგენტოს, აშშ-სსახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 10 733 378 მილიონ დოლარს შეადგენდა.

"

2008 წლის 30 სექტემბერს, აშშ-სკონგრესმა დაამტკიცა „კონსოლიდირებულიუსაფრთხოების, კატასტროფების დახმარებისდა უწყვეტი ასიგნების აქტი”, რომელმაც ჰუმანიტარული დაეკონომიკური მხარდაჭერის, რეკონსტრუქციისა დადემოკრატიისგანვითარებისთვის საქართველოს დამატებით 365 მილიონი დოლარი გამოუყო. მთლიანობაში ა.შ.შ.-ისმხრიდან განხორციელებულმაფინანსურმა მხარდაჭერამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა [იქვე, გვ 39].

აშშ-ს მთავრობამ საქართველოს მთავრობა უზრუნველყო სასიცოცხლო მნიშვნელობის ფულადი რესურსით,რათა განეიტრალებულიყო აგვისტოს კონფლიქტით გამოწვეული ძლიერი შოკი. საქართველოს მთავრობას გაუჩნდა შესაძლებლობა პენსიონერები და მოწყვლადი მოსახლეობა უზრუნველეყო მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროთი; არ დაეხურა საჯარო სკოლები და შეენარჩუნებინა სამთავრობო სტრუქტურები ხელფასის უწყვეტად გადახდის გზით.

დასავლეთისა და საერთაშორისო ორგანზიაციების ჰუმანიტარული დახმარება

აშშ-ის სწრაფი და აქტიური ჰუმანიტარული/ეკონომიკური მხარდაჭერა გახლდათ ის ერთ-ერთი მთავარინიშანი, რამაც დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან დახმარების წახალისება გამოიწვია. აგვისტოს თვეში საქართველომ დასავლური სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანიფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება მიიღო.

11 აგვისტოს,გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამდაიწყო კრიტიკული ჰუმანიტარული დახმარებისუზრუნველყოფა 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირისთვის. ეს დახმარება მოიცავდა 10 დღიანსაკვებ რაციონს იმ პირებისთვის, რომლებიც თბილისში იმ დროისთვის თავშესაფარში იყვნენგანთავსებულები. 12 აგვისტოს დევნილთა და ომისგან დაზარალებულთა დასახმარებლად კანადამ 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

12 აგვისტოს ვეგაეროს პირველი ჰუმანიტარული მისია განხორციელდა. დუბაიში არსებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მარაგიდან საჰაერო გზით თბილისში ჩამოვიდა 34 ტონაჰუმანიტარული დახმარება: კარვები, კონსერვირებული საკვები, საბნები და სამზარეულოს კომპლექტი.

12 აგვისტოს ამოქმედდა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 11 ევროპული ქვეყანა: ავსტრია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და შვედეთი საკვებით, სამედიცინო დახმარებით, საბნებით და თავშესაფარით დახმარებას უზრუნველყოფდნენ.

დევნილთა დასახმარებლად ესპანეთმა გამოყო 500 000 ევრო.ეს თანხა წითელი ჯვრის პროგრამებში დაიხარჯა. ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით 20 000 ლატის ღირებულების სამედიცინო დახმარება (სისხლის მარაგი) გამოიგზავნა. მთავრობამ ასევე გამოთქვა მზაობა 100 000 ლატის მობილიზებაზე.ლიტვის მთავრობამ 28 აგვისტოს მეხუთე საჰაერო რეისი განახორციელა, რითაც ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა თბილისში. ესტონეთმა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კომპიუტერული ტექნოლოგიებისექსპერტებიც გამოგზავნა, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე მუშაობდნენ.

"

13 აგვისტოს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია დევნილებს 500 000 ევროთი დაეხმარებოდა. ამავე დღეს ჩეხეთის სამხედრო თვითფრინავმა თბილისში განახორციელა ჰუმანიტარულირეისი, რითაც მეტწილად სამედიცინო (სისხლის მარაგი) სახის დამხარება ჩამოიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა,როდესაც ჩეხეთმასხვა ქვეყანას სისხლის მარაგისდახმარება აღმოუჩინა.

14 აგვისტოს პოლონეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავმა (CASA-295) თბილისში სამედიცინო დახმარება ჩამოიტანა. იმავე დღეს 32 ტონა სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მეორე ჰუმანიტარული მისია თბილისში ჩამოვიდა. UNICEF-მა ჰიგიენის საშუალებებითა და წყლით უზრუნველყვეს იძულებით გადაადგილებული 3600 ბავშვი და ქალი.

14 აგვისტოს იტალიის მთავრობამ და იტალიის წითელმა ჯვარმა 460 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. გარდა ამისა, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებით 300 000 ევროს დახმარების გამოყოფაზე მზადყოფნა გამოაცხადა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist