თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

134
VIEWS

20 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “Eduard Jishkariani” გაავრცელა პოსტი, რომელშიც პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმა. ასევე, ჯიშკარიანის მტკიცებით, 19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თქვა ბრაზილიის პირველმა პირმა, ლუის სილვამ და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც, ჯანმრთელობის პრობლემების მომიზეზებით. პოსტის მიხედვით, ზელენსკის “უკვე ყველა ერიდება, როგორც ცოფიან ძაღლს”. 

Screenshot 2023 09 21 163716 თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?

მტკიცებები იმის შესახებ, რომ ბრაზილიისა და აშშ-ს პრეზიდენტებმა ზელენსკისთან შეხვედრა გააუქმეს, დეზინფორმაციულია. ლუის სილვასა და უკრაინის ლიდერის შეხვედრა 20 სექტემბერს შედგა, ხოლო ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა არ გაუქმებულა და თეთრ სახლში კვირის ბოლოს არის ჩანიშნული. ამასთანავე, ზელენსკიმ უკვე გამართა შეხვედრები არაერთი ქვეყნის და ორგანიზაციის ლიდერთან. რაც შეეხება დუდას, მასთან შეხვედრა ამ ეტაპზე მართლაც გაუქმებულია, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრა შესაძლოა, მოგვიანებით შედგეს.

ანდჟეი დუდასა და ზელენსკის შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში 19 სექტემბერს იყო ჩანიშნული, მართლაც გაუქმდა, რის მიზეზადაც პოლონეთის პრეზიდენტმა სამუშაო გრაფიკში შეტანილი ცვლილებები დაასახელა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა შეხვედრა მომდევნო დღეების განმავლობაში მაინც შედგეს.  

ჯიშკარიანის მტკიცების მიუხედავად, ბრაზილიისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაუქმებულა და ის 20 სექტემბერს შედგა. ლუის სილვამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინაში მიმდინარე ომზე და მშვიდობის მიღწევის გზებზე ისაუბრა. მათ ასევე გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სურვილი. ასევე, სილვამ განაცხადა, რომ ბრაზილია გმობს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მზადაა, ესაუბროს ომში ჩართულ ორივე მხარეს. აღსანიშნავია, რომ 21 მაისს დიდი შვიდეულის სამიტზე ბრაზილიისა და უკრაინის ლიდერებს შორის ჩანიშნული შეხვედრა არ შედგა, ბრაზილიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო შედეგით, რადგან ზელენსკისთან მნიშვნელოვან თემებზე საუბარი სურდა. 

Screenshot 2023 09 21 163723 თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?
ლუის სილვა და ვოლოდიმირ ზელენსკი 20 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვდნენ.

საერთაშორისო მედიების ინფორმაციით (1,2,3), ზელენსკი და მისი მეუღლე ნიუ-იორკიდან გაემგზავრებიან ვაშინგტონში, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრ სახლში უმასპინძლებენ. კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა და არც შეხვედრის გაუქმების შესახებ გაკეთებულა განცხადება. 

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სამიტის ფარგლებში ჩავიდა. 19 სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსული აგრესიის საფრთხეებს უკრაინისა და მთელი მსოფლიოსათვის. 19-20 სექტემბერს ზელენსკიმ არაერთი შეხვედრა გამართა მსოფლიო ლიდერებთან, რომელთა შორის იყვნენ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ; გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი; გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში; კენიისა და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები; ევროკომისიის პრეზიდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; ჩილეს პრეზიდენტი; ალბანეთის პრემიერ მინისტრი. 

Screenshot 2023 09 21 163730 თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?
ზელენსკისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა.
Screenshot 2023 09 21 163735 თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?
შეხვედრა ურსულა ფონ დენ ლაიენთან და რუმინეთისა და ბულგარეთის მაღალი რანგის პირებთან.
Screenshot 2023 09 21 163739 თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?
ვოლოდიმირ ზელენსკი და ანტონიო გუტიერესი 2023 წლის 19 სექტემბერს.
Screenshot 2023 09 21 163744 თქვეს თუ არა აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა უარი ზელენკისთან შეხვედრაზე?
შარლ მიშელი და ზელენსკი გაეროს სამიტზე

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Eduard Jishkariani” ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად აზიარებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა (1, 2, 3.).

არქივის ლინკი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ბრაზილია, პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist