დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მოზარდებს ომში უშვებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

361
VIEWS

განახლება: 2 აპრილს, მასალის გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის პარლამენტის ვებ საიტზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მობილიზაციის ასაკმა 27-დან 25 წლამდე ჩამოიწია. 

29-30 მარტს რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე, პლატფორმა Конт-ზე და ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ავტობუსში მსხდომი მოზარდები ჩანან. აღწერების მიხედვით ისინი უკრაინაში ომში მიყავთ.

უკრაინა ukraina2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მოზარდებს ომში უშვებენ

გავრცელებული კადრები მანიპულაციურად, არასწორი აღწერით ვრცელდება. ავტობუსში მსხდომი ახალგაზრდები რეალურად  Іван Богун – ის სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები არიან, უკრაინაში სავალდებულო გაწვევა კი ამ დროისათვის 27 წლიდან მოქმედებს.

ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების იტალიურმა პლატფორმა – Open-მა გადაამოწმა

ორგანიზაციამ ვიდეოს გადამოწმებისას სტუდენტების ფორმაზე Іван Богун – ის ლიცეუმის გერბი შენიშნა, რითაც გაარკვია, რომ ისინი ამ სამხედრო სკოლიდან იყვნენ. 

ukraina3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მოზარდებს ომში უშვებენ

Іван Богун – ის სამხედრო ლიცეუმი კიევში მდებარე ზოგადი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაა სამხედრო-პროფესიული მიმართულებით. ლიცეუმის გერბის ფოტო მათ საიტზეა გამოტანილი.

ფოტოზე ჩანს, რომ ავტობუსში მსხდომ სტუდენტების ფორმაზე სწორედ ამ დაწესებულების ლოგოა გამოსახული.

ukraina4 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მოზარდებს ომში უშვებენ

გარდა ამისა, უკრაინაში სავალდებულო მობილიზაცია 27-დან 60 წლამდე ასაკის კაცებს ეხებათ და არასრულწლოვნების ომში გამოძახება დაუშვებელია.

2023 წლის 25 დეკემბერს უკრაინის პარლამენტში ახალი საკანონმდებლო პროექტი დარეგისტრირდა, რომლის თანახმად მობილიზაციის ასაკმა 25 წლამდე უნდა დაიწიოს. აღნიშნული კანონპროექტი 7 თებერვალს პირველი მოსმენით დამტკიცდა

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Dato Faika Nacvlishvili ხშირად ავრცელებს შეცდომაში შემყვან ცნობებს, რასაც ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist