სოციალურ ქსელში არარსებული ინდური გამოცემის ანტიუკრაინული გარეკანი ისევ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

211
VIEWS

ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ფოტო, რომელიც, მათი მტკიცებით, ინდური გამოცემა Rodip Reb-ის 30 დეკემბრის გარეკანია. გავრცელებული ფოტოს ერთ მხარეს უკრაინელი ლტოლვილები არიან გამოსახული, მეორე მხარეს კი მღრღნელები. ფოტოს თან ახლავს ინგლისური წარწერა: ,,BATTLE FOR EUROPE. Rats and refugees: the situation in Europe is coming increasingly tense” (ბრძოლა ევროპისთვის, ვირთხები და ლტოლვილები: სიტუაცია ევროპაში სულ უფრო იძაბება). 

იდენტური ფოტო რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ოლესია ლოსევამ 5 იანვარს საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა

induri gamotsema1 სოციალურ ქსელში არარსებული ინდური გამოცემის ანტიუკრაინული გარეკანი ისევ ვრცელდება

პოსტის ავტორები ფოტოფაბრიკაციას აქვეყნებენ. Rodip Reb-ის სახელის მქონე ინდური გამოცემა არ არსებობს და ის გამოგონილია.  

ინდური გამოცემა Rodip Reb-ი არც ერთი საძიებო სისტემით, მათ შორის არც გუგლით, იანდექსითა და ბინგით, არ იძებნება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს გამოცემის ვებ-საიტის მისამართი: www.rodipreb.in, თუმცა მითითებულ საიტზე შესვლა შეუძლებელია. 

induri gamotsema 2 სოციალურ ქსელში არარსებული ინდური გამოცემის ანტიუკრაინული გარეკანი ისევ ვრცელდება

იდენტური სახელწოდების გამოცემის გარეკანის ფოტო წარსულშიც გავრცელდა და ის ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. გარეკანი მაშინაც ანტიუკრაინული შინაარსის იყო. 

ამავე არარსებული გამოცემის გარეკანის პირველად გავრცელების შემდეგ, ,,მითების დეტექტორმა” მისი ნამდვილობა ფაქტების გადამოწმების ინდურ ორგანიზაციასთან, FACTLY MEDIA & RESEARCH-თან გადაამოწმა. ორგანიზაციამ Rodip Reb-ის სახელის მქონე ინდური გამოცემის არსებობა უარყო. 

ინტერნეტში არც თავად ფოტო იძებნება. ის მხოლოდ სოციალურ ქსელში, ძირითადად, რუსულენოვანი ანგარიშების მიერ ვრცელდება და სავარაუდოდ პირველწყარო რუსი ჟურნალისტი, რუსეთის პირველი არხის გადაცემის “Время покажет” (დრო გვაჩვენებს) წამყვანი, ოლესია ლოსევაა.  ის რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია, ხოლო საკუთარ ტელეგრამ არხზე წარსულშიც გამოუქვეყნებია გაყალბებული ფოტოები, მათ შორის უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით.   

ინტერნეტში ანტიუკრაინული შინაარსის გაყალბებული გარეკანი სხვადასხვა მედიის სახელით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. იხილეთ ვრცლად ,,მითების დეტექტორის” სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist