მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

133
VIEWS

1 აპრილს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედმა (1;2) გაავრცელა ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც “ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, აშშ-ც კი ჩამორჩება საქართველოს სასამართლო სისტემას”. იმედი მათიკაშვილის განცხადებას თან ურთავს ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების” (V-Dem) ინდექსს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების შესახებ და წერს, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია

მტკიცება, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე “ბოლო კვლევის” მიხედვით საქართველო აშშ-ს უსწრებს, სიმართლეს არ შეესაბამება. V-Dem-ის ინდექსი არა პოლიტიკურ მიკერძოებულობას, არამედ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას ეხება. ხოლო პუნქტში, რომელიც უზენაესი და დაბალი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობას ზომავს, საქართველოს მაჩვენებელი 4-დან 2.25 და 1.38-ია და ორივე შემთხვევაში აშშ-ის მაჩვენებელზე ნაკლებია.  

ღია წყაროებით არ იძებნება ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ზომავს და რომლის მონაცემებითაც საქართველო ამ კრიტერიუმით აშშ-ს უსწრებს. ხოლო V-Dem-ის მონაცემები მათიკაშვილის განცხადებას არ ამტკიცებს.

  V-Dem-ის მონაცემები  

V-Dem-ის ინდექსების მიხედვით, სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობაზე დასკვნების გამოტანა ორი პუნქტის საშუალებით შეგვიძლია – უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობისა (High court independence) და დაბალი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობის (Lower court independence) პუნქტებით. 

როგორც პირველი ინდექსის განმარტებაში ვკითხულობთ, როდესაც უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, რამდენად ხშირად შეგვიძლია თქმა, რომ მიუხედავად სამართლებრივ საქმეზე მისი გულწრფელი პოზიციისა, იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლების სურვილს ასახავს. 0 ენიჭება ქვეყნებს, სადაც სასამართლო ყოველთვის იღებს ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას; 1 – ხშირად; 2 – დაახლოებით, შემთხვევების ნახევარში; 3 – იშვიათად; 4 – არასდროს. ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 2.25-ია, აშშ-ს მაჩვენებელი კი 3.46.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia1 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ინდექსი

რაც შეეხება დაბალი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობას, განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ინდექსი გვაჩვენებს, როდესაც მოსამართლეები, რომლებიც არ არიან უზენაეს სასამართლოში, განიხილავენ მთავრობისთვის მნიშვნელოვან საქმეებს, რამდენად ხშირად შეიძლება თქმა, რომ მათი გადაწყვეტილებები მხოლოდ მთავრობის სურვილებს ასახავს, მიუხედავად იმისა, თავად როგორი შეხედულება აქვთ საქმეზე. 0 – ყოველთვის; 1 – ხშირად; 2 – შემთხვევების, დაახლოებით, ნახევარში; 3 – იშვიათად; 4 – არასდროს. საქართველოს მაჩვენებელი ამ პუნქტში 1.38-ია, აშშ-ს მაჩვენებელი კი – 3.32. 

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia2 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
დაბალი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობა

რაც შეეხება ინდექსს, რომელიც ტელეკომპანია იმედმა მათიკაშვილის განცხადებას თან დაურთო, ის არა სასამართლო სისტემის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ზომავს, რასაც მმართველი პარტიის დეპუტატი ამტკიცებს, არამედ აჩვენებს, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების მხრივ. V-Dem-ის აღნიშნული მონაცემი (Judicial Purges) სასამართლოს წმენდას ეხება. როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, მოსამართლეებს ზოგჯერ ათავისუფლებენ სამსახურიდან კონკრეტული მიზეზის, მაგალითად, კორუფციის გამო, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლეების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება თვითნებურად, პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღება. ამ განსხვავების გათვალისწინებით, პუნქტი აფასებს აღნიშნულ წელს მოსამართლეთა გათავისუფლებას. 0, ანუ მინიმალური ქულა ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებშიც მოხდა სასამართლო სისტემის მასიური თვითნებური წმენდა; 1 ქულა- იყო მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი თვითნებური გათავისუფლებები; 2 ქულა – იყო მცირე თვითნებური გათავისუფლებები; 3 ქულა – მოსამართლეები გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ არ  არსებობს არანაირი მკიცებულება, რომ გადაწყვეტილება თვითნებური იყო; 4 ქულა – მოსამართლეები თანამდებობიდან არ გათავისუფლებულან.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia3 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
V-Dem-ის მონაცემები 2023 წელს ქვეყნებში სასამართლოს წმენდის მიმართულებით

2023 წლის მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნულ პუნქტში საქართველოს მაჩვენებელი 3.74-ია, ხოლო აშშ-ს მაჩვენებელი კი 3.64. მაღალი ქულის მიხედვით პირველ ათეულში არიან ქვეყნები: ირლანდია, ფინეთი, ესპანეთი, ისლანდია, ბარბადოსი, მალტა, შვედეთი, პანამა, შრი ლანკა, სოლომონის კუნძულები. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია (3.43), კანადა (3.51), იტალია (3.24), ქულის სიდიდით უსწრებს რუსეთი (3.56).    

 აღნიშნული კრიტერიუმი, რომელიც მოსამართლეების პოლიტიკური მიზეზებით გათავისუფლებას ასახავს, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად ვერ გამოდგება. საქართველოსთან მიმართებით, არსებობს კითხვის ნიშნები სასამართლოს მიუკერძოებლობასა და მოსამართლეების დანიშვნაზე (1;2). აშშ-ს მიერ საქართველოში მოსამართლეები “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის” გამო არიან სანქცირებული, ხოლო მმართველი პარტია მათთვის სანქციების მოხსნას ითხოვს. ამ მოსამართლეებს მოიხსენიებენ იმ ე.წ. კლანის წევრებად, რომლის ინტერესებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ქართული ოცნება იცავს. 2023 წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის პარალელურად, ქვეყანამ მიიღო დათქმები, რომელთაგანაც ერთ-ერთი “ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებაა”. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში კი სასამართლო სისტემაზე გაჩნდა ახალი რეკომედაცია, რომლითაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება. 

V-Dem-ის სხვა ინდექსები სასამართლოსთან დაკავშირებით

V-Dem-ი ქვეყნებში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მდგომარეობას კიდევ რამდენიმე ინდექსით იკვლევს. სასამართლოს ანგარიშვალდებულების ინდექსით (Judicial Accountability) იკვლევენ, თუ რამდენად ხშირად ათვისუფლებენ ან პასუხისმგებლობას აკისრებენ მოსამართლეებს, რომლებსაც სერიოზული გადაცდომები აქვთ. 0 ქულა ენიჭებათ ქვეყნებს, სადაც მოსამართლეები პასუხის გადაცდომაზე არასოდეს აგებენ; 1 – იშვიათად; 2 – დაახლოებით, შემთხვევების ნახევარში; 3 – ხშირად; 4 – ყოველთვის. 

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia4 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
ინდექსი მოსამართლეების ანგარიშვალდებულების შესახებ

V-Dem-ის მონაცემებით, საქართველოს ამ პუნქტში 1.1 აქვს მინიჭებული. შებამისად, ახლოს არის 1-თან, რომელიც ენიჭებათ ქვეყნებს, სადაც მოსამართლეებს იშვიათად ათავისუფლებენ ან პასუხისმგებლობას აკისრებენ სერიოზულ გადაცდომებზე. აშშ-ს აღნიშნულ ინდექსში 3.37 აქვს მინიჭებული.   

V-Dem-ის ინდექსი სასამართლოს რეფორმის შესახებ (Judicial reform) გვაჩვენებს, შეიცვალა თუ არა სასამართლოს ფორმალური უფლებამოსილებები წლის განმავლობაში ისე, რომ ამან გავლენა შეიძლება მოახდინოს მის უნარზე, გააკონტროლოს სახელმწიფო ხელისუფლების თვითნებური გამოყენება. 0 ენიჭება ქვეყნებს, რომლებშიც სასამართლოს უნარი, ინსტიტუციური რეფორმების შედეგად გააკონტროლოს ძალაუფლების თვითნებურად გამოყენება, შემცირდა; 1 – არანაირი ცვლილება არ ყოფილა; 2 – სასამართლოს უნარი, გააკონტროლოს ძალაუფლების თვითნებურად გამოყენება, ინსტიტუციური რეფორმით გაძლიერდა. ამ ინდექსით საქართველოს 0.55 აქვს მინიჭებული, აშშ-ს – 0.96. 

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia5 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
ინდექსი სასამართლოს რეფორმის შესახებ

სასამართლო სისტემაზე კიდევ ერთი ინდექსი სასამართლოს მიერ მიღებულ კორუფციულ გადაწყვეტილებებს ეხება (Judicial corruption decision). V-Dem-ის განმარტებით, ინდექსით ნაჩვენებია პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად გასცემენ კერძო პირები ან ბიზნესები დამატებით გადასახადს ან ქრთამს პროცესის დაჩქარების, გაჭიანურების ან მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 0 შეესაბამება პასუხს “ყოველთვის”; 1 – ხშირად; 2 – შემთხვევების ნახევარში; 3 – ჩვეულებრივ, არა; 4 – არასოდეს. აღნიშნული ინდექსით საქართველოს მაჩვენებელი 2.98-ია, აშშ-ის კი – 3.35.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia6 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
ინდექსი კორუფციული გადაწყვეტილებების შესახებ

სასამართლო სისტემასთან შესაბამისობის კრიტერიუმი (Compliance with judiciary) გვაჩვენებს, თუ რამდენად ხშირად ასრულებს მთავრობა სასამართლოების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არ ეთანხმება. 0 შეესაბამება ქვეყნებს, სადაც მთავრობა არასოდეს ასრულებს მსგავს გადაწყვეტილებებს; 1 – იშვიათად; 2 – დაახლოებით, შემთხვევების ნახევარში; 3 – ხშირად; 4 – ყოველთვის. საქართველოს აღნიშნულ კრიტერიუმში 2.85 აქვს მინიჭებული, აშშ-ს – 3.39.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia7 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
სასამართლო სისტემასთან შესაბამისობის კრიტერიუმი

სხვა კვლევები  

 საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი” კანონის უზენაესობის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსით ზომავენ, მთელი მსოფლიოს ირგვლივ ფართო საზოგადოება როგორ განიხილავს და აღიქვამს კანონის უზენაესობას პრაქტიკულ, ყოველდღიურ სიტუაციაში. ინდექსს 44 ინდიკატორის მიხედვით ადგენენ, რომელიც 8 კატეგორიად არის დაყოფილი: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა; კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა; ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება; რეგულაციების შესრულება; სამოქალაქო სამართალი; სისხლის სამართალი. 2023 წლის მონაცემებით, საქართველო აღნიშნული ინდექსით მსოფლიოში 48-ე, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (მონტენეგრო; კოსოვო; ყაზახეთი; ჩრდილოეთ მაკედონია; მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა; უზბეკეთი, უკრაინა; ალბანეთი; სერბეთი; ყირგიზეთი; ბელარუსი; რუსეთი; თურქეთი) პირველ ადგილზეა. 2020 წელს მაჩვენებელი 0.01 ქულით გაუარესდა, 2021 წელს 0.01-ით გაიზარდა, მომდევნო წელს კი კვლავ 0.01-ით გაუარესდა და 2023 წელსაც იგივე დარჩა. სამოქალაქო სამართლის კრიტერიუმში საქართველოს 0.53 ქულა აქვს მინიჭებული და 142 ქვეყნიდან 68-ე ადგილს იკავებს. კრიტერიუმით აფასებენ, შეუძლიათ თუ არა ქვეყანაში უბრალო ადამიანებს საჩივრების მშვიდობიანად და ეფექტურად მოგვარება მართლმსაჯულების სისტემის მეშვეობით. კრიტერიუმი ზომავს, არის თუ არა სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემები ხელმისაწვდომი და საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციის, კორუფციისა და არასათანადო გავლენისგან თავისუფალი. ასევე, იკვლევს, წარიმართება თუ არა სასამართლო პროცესი დაუსაბუთებელი შეფერხებების გარეშე და სრულდება თუ არა გადაწყვეტილებები ეფექტურად. რაც შეეხება სისხლის სამართლის შესახებ კრიტერიუმს, ქვეყანას 0.52 ქულა აქვს და 142 ქვეყნიდან 53-ე არის. აღნიშნული კრიტერიუმით ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემას აფასებენ – სრული სისტემა აერთიანებს პოლიციას, ადვოკატებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და ციხის თანამშრომლებს.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia8 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia9 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
სისხლის სამართალი – კანონის უზენაესობის ინდექსი სამოქალაქო სამართალი – კანონის უზენაესობის ინდექსი

საერთაშორისო ორგანიზაცია Heritage Foundation ყოველწლიურად აქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს. ინდექსი 12 კრიტერიუმის მიხედვით ითვლება, რომელთაგან ერთ-ერთი მართლმსაჯულების ეფექტურობაა. 2024 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მართლმსაჯულების ეფექტურობის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 8.1 ქულით შემცირდა – 62.9-დან 54.8-მდე.

mtkitseba rom saqarthvelo sasamarthlo miukerdzoeblobis kuthkhith ashsh s ustsrebs tqhuilia10 მტკიცება, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, ტყუილია
Heritage Foundation – მართლმსაჯულების ეფექტურობა

“მითების დეტექტორმა” V-Dem-ის კვლევასთან დაკავშირებით სახელისუფლებო მედიის მიერ უკონტექსტოდ გავრცელებული ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

იმედის სტატიის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist