სამოქალაქო საზოგადოების ინდექსზე V-Dem-ის მონაცემები უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
875
VIEWS

განახლება 5.04.24: იდენტური შინაარსის ინფორმაცია და ამ საკითხზე სახელისუფლებო ექსპერტ გია აბაშიძის მანიპულაციური განცხადება გაავრცელეს სხვა სახელისუფლებო მედიებმაც, მათ შორის: რეპორტიორი, ნიუსჰაბი, ჯეოთაიმსი, მარშალპრესი, რუსთავი ორი, infopostalioni, mkhare.

4 აპრილს მედიამ, მათ შორის, ტელეკომპანია იმედმა (1;2;3), POSTV-მ, “რეზონანსმა” (1,2), “ქართულმა აზრმა”, Tia.ge-მ (1,2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნებამ” (V-Dem) გამოაქვეყნა სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ინდექსი, რომელიც იკვლევს არასამთავრობო სექტორს და “აფასებს, თუ რამდენად მტკიცედ და გამართულად ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავიანთ საზოგადოებრივ მისიას და მოვალეობებს, რამდენად ჯანსაღად (თავისუფლად და აქტიურად) არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში”. მათივე ცნობით, 2023 წლის ინდექსის მიხედვით საქართველოს არასამთავრობო სექტორის შეფასება მნიშვნელოვნად გაუარესდა და 1 წელში სარეიტინგო პოზიცია მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილამდე დაქვეითდა.   

ტელეკომპანია იმედის ფოტო სამთავრობო ექსპერტმა გია აბაშიძემ ფეისბუქ ჯგუფებში გააზიარა, ასევე, გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს სამოქალაქო საზოგადოების ინდექს

სამოქალაქო საზოგადოების ინდექსთან დაკავშირებით მედიებმა ინფორმაცია უკონტექსტოდ გაავრცელეს. რეალურად, ინდექსი 3 კრიტერიუმის მიხედვით იზომება – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის, ასევე, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ორგანიზაციების შესვლისა და გასვლის შესახებ ინდიკატორებით. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ბოლო 2 კრიტერიუმში, რომლებიც მთავრობაზეა დამოკიდებული.  მედიასაშუალებები მკითხველს ამ დეტალის შესახებ არ აწვდიან ინფორმაციას, შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ V-Dem-მა უარყოფითად შეაფასა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. 

მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია V-Dem-ის სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ინდექსიდან (Core Civil Society Index) არის აღებული. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მაჩვენებელი 2022 წელს 0.92 იყო, 2023 წელს 0.81-ია.  

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
Core civil Society Index: საქართველოს მაჩვენებელი 2022 და 2023 წლებში.

ორგანიზაცია V-Dem მაჩვენებლებს თან ურთავს განმარტებას, თუ რომელი კრიტერიუმებით ზომავენ აღნიშნულ ინდექსს. Როგორც ვებ-საიტზე ვკითხულობთ, სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ინდექსი ზომავს, თუ რამდენად ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება და შედეგის მისაღებად სამ კრიტერიუმს იყენებს.  

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
ინდიკატორები, რომლებითაც Core civil society index-ი იზომება

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ინდიკატორი განსაზღვრავს, თუ რამდენად არიან ადამიანები ჩართულები ორგანიზაციებში. მაქსიმალური 3 ქულა კრიტერიუმში იწერება მაშინ, თუ არსებობს მრავალი განსხვავებული ორგანიზაცია და ადამიანები ხანდახან მაინც არიან აქტიურები ერთ-ერთ მათგანში. 

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
საზოგადოების ჩართულობის ინდიკატორი

მეორე ინდიკატორი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიას ეხება და ასახავს, ცდილობს თუ არა მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპრესიებს. მინიმალური ქულა იწერება, თუ ხელისუფლება აქტიურად დევნის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მათი მუშაობის შეჩერებას ცდილობს. მაგალითებში სტალინის რუსეთია მოყვანილი. მაქსიმალური ქულა კრიტერიუმში განსაზღვრულია, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად შეუძლია მუშაობა, გაერთიანება, გაფიცვა, თვითგამოხატვა და მთავრობის გაკრიტიკება ისე, რომ არ ჰქონდეთ სანქციების ან შევიწროების შიში. 

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
ინდიკატორი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიის შესახებ

მესამე კრიტერიუმი ზომავს, თუ რამდენად აკონტროლებს მთავრობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესვლასა და გასვლას (CSO entry and exit). კრიტერიუმში მინიმალური ქულა ენიჭება ქვეყნებს, რომლებშიც მთავრობას აშკარა მონოპოლია აქვს ორგანიზაციებზე და მხოლოდ მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, აქციების მოწყობა, საჯარო მოხელეებზე კომენტარის გაკეთება და ა.შ. მაქსიმალური ქულა ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებშიც მთავრობა არ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ხელს არ უშლის მათ ფუნქციონირებასა და ჩამოყალიბებას, გარდა შემთხვევისა, როდესაც ისინი მონაწილეობენ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობაში.  

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
ინდიკატორი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ორგანიზაციების შესვლისა და გასვლის შესახებ

შესაბამისად, განმარტებების მიხედვით ვხედავთ, რომ სამი ინდიკატორიდან, რომლებითაც სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ინდექსი იზომება, 2 მთავრობაზეა დამოკიდებული. კონკრეტულად, ინდექსი, არიან თუ არა ორგანიზაციები მთავრობის რეპრესიის ქვეშ და ინდექსი, აძლევს თუ არა მათ მთავრობა საშუალებას, თავისუფლად იყვნენ ჩართული საზოგადოებრიც ცხოვრებაში. 

V-Dem-ი საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა კონკრეტული ქვეყნის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით დროის განმავლობაში. საქართველოს შემთხვევაში, 2022 და 2023 წლების შედარებით ვხედავთ, რომ 3 კრიტერიუმიდან 2 გაუარესებულია, 1 კი გაუმჯობესებული. აღსანიშნავია, რომ გაუარესებულია კრიტერიუმები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით მთავრობის მიდგომაზეა დამოკიდებული – კონკრეტულად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და რეპრესიის შესახებ კრიტერიუმები. 2022 წლიდან 2023 წლამდე გაუმჯობესდა მხოლოდ ერთი კრიტერიუმი – სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის შესახებ. 

სამოქალაქო საზოგადოების ინდექს
Როგორ შეიცვალა ინდიკატორები 2022-2023 წლებში

მედიასაშუალებები კვლევას კონტექსტის გარეშე აშუქებენ. Მათ მიერ მომზადებულ მასალაში არ არის განხილული კრიტერიუმები, რომლებითაც V-Dem-ი სამოქალაქ საზოგადოების შესახებ ინდექსს აქვეყნებს. Სტატიებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ 3 კრიტერიუმიდან 2 მთავრობაზეა დამოკიდებული და შედეგების გაუარესება სწორედ ამ ინდიკატორების გაუარესებამ გამოიწვია. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ V-Dem-მა უარყოფითად შეაფასა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა.  

არქივი (1,2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist