რატომ დააკავეს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

185
VIEWS

2022 წლის 16 მარტს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, გაავრცელა დაკავებული მამაკაცების ფოტო, წარწერით: “ბანდერელები (უკრაინელი ნაციონალისტები) მოქალაქეებს ქვეყნიდან არ უშვებენ!..

Screenshot 5 10 რატომ დააკავეს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეები?

აღნიშნული ფოტო ასევე ვრცელდებოდა ტვიტერის პლატფორმაზე, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოს ასე ასათაურებს: “უკრაინელი მამაკაცები მასობრივად გარბიან ქვეყნიდან: 3 კვირის განმავლობაში 300 ადამიანი დააკავეს ოდესის ოლქის საზღვარზე. ახლა კიევი მათ ან იძულებით გაგზავნის რუსული ტანკების პირისპირ, ან 9 წლით დააპატიმრებს”. 

Screenshot 6 8 რატომ დააკავეს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეები?

ფოტო კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რეალურად ფოტოზე გამოსახული მამაკაცები 18-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან, რომელთაც საომარი მოქმედებების დროს ქვეყნის დატოვება კანონით აკრძალული აქვთ. ისინი საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობდნენ.

ფოტო 13 მარტს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა სხვა ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, თუ როგორ ცდილობდნენ უკრაინის მოქალაქეების საზღვრის არალეგალურ კვეთას. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური წერს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შემდგომი სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად პოლიციას გადასცემენ. 204-1 მუხლის მიხედვით, უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთის ან კვეთის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქეებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას გულისხმობს.

2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა (DPSA) გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო (სამხედრო) მდგომარეობიდან გამომდინარე (Martial Law), უკრაინის მოქალაქე მამაკაცებისთვის, რომლებიც 18-60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ქვეყნის საზღვრის კვეთა დროებით აკრძალულია. ეს წესი ძალაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გავრცელების პერიოდშია და გამონაკლისებიც აქვს, იმ შემთხვევაში, თუ: 

  • მამაკაცს აქვს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საბუთი; 
  • ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი; 
  • ჰყავს ერთადერთი არასრულწლოვანი შვილი; 
  • არის ბავშვის გამზრდელი მშობელი ან მეურვე. 

რაც შეეხება კანონის დარღვევისთვის დაწესებულ სასჯელს, უკრაინის მთავრობა ომში წასვლას არავის აიძულებს – 18-60 წლამდე მამაკაცებს მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით დარჩენა მოეთხოვებათ. ამასთან, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ სპეციალური მომზადების გავლის შემდეგ, გაწვრთნილი და მომზადებული პირებისთვისაა შესაძლებელი. უკრაინელი მოქალაქეების ნაწილი მოხალისეთა რიგებში თავისი ნებით ეწერება, რაც არა მხოლოდ ბრძოლას, არამედ სხვა მოხალისეობრივი საქმიანობების შესრულებასაც ითვალისწინებს. 

წყაროს შესახებ

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს მეორე ფეისბუქ ანგარიშიც აქვს. ხოლო იმ ანგარიშიდან, საიდანაც დაკავებული უკრაინელების ფოტოს ავრცელებს, პოსტების გამოქვეყნება განსაკუთრებით აქტიურად უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდიდან დაიწყო. ზაქარეიშვილს ასევე გამოქვეყნებული აქვს “ალტ-ინფოს” ტელევიზიაში მისი სტუმრობის ვიდეო, სადაც უკრაინის კრიზისზე საუბრობს. ზაქარეიშვილი ძირითადად რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდისტულ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც უკრაინელებს ფაშისტებს უწოდებს, ასევე აზიარებს ვლადიმირ პუტინის განცხადებებს. მისი პროფილის მიხედვით ირაკლი ზაქარეიშვილი “ალტ-ინფოს” და ლევან ვასაძის პარტია “ერის” მხარდამჭერია.

ირაკლი ზაქარეიშვილი დეზინფორმაციას უკრაინასა და ლუგარის ლაბორატორიის თემაზე ავრცელებდა, რაც “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა.

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist