News-Front-ისა და სოლოვიოვის დეზინფორმაცია, რომ USAID-ი უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილს აფინანსებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

406
VIEWS

15 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა “ირაკლი ვლადიმერის-ძე ზაქარეიშვილი” გაავრცელა პოსტი, რომლითაც ამტკიცებს, რომ ხერსონში ნაციონალიზმისა და რუსებისადმი ზიზღის გასაღვივებლად განკუთვნილი, USAID-ის მიერ დაფინანსებული სააგიტაციო მასალები აღმოაჩინეს. პოსტს თანდართული აქვს ფოტო, რომელზეც ვხედავთ უკრაინულენოვან დოკუმენტს USAID-ის ლოგოთი და ქუჩის აბრას, წარწერით “სტეპან ბანდერას ქუჩა”. 

Screenshot 1 9 News-Front-ისა და სოლოვიოვის დეზინფორმაცია, რომ USAID-ი უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილს აფინანსებს

იდენტური შინაარსის მასალა კრემლის პროპაგანდისტულმა პლატფორმამ News-Front.info-მ ტელეგრამ არხ Харьков Z-ზე დაყრდნობით, შემდეგი სათაურით გაავრცელა: “საიდან ასეთი საერთო სიძულვილი სწორედ რუსების მიმართ უკრაინაში?” (Откуда такая общая ненависть именно к русским на Украине?). პუბლიკაცია ავითარებს აზრს, რომ რუსების მიმართ სიძულვილს ამერიკა და კერძოდ USAID ახალისებს. მსგავსი შინაარსის ტელეგრამ პოსტი დასავლეთის მიერ სანქცირებულმა რუსმა ჟურნალისტმა,  Russia 1-ის წამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმაც გამოაქვეყნა.

Screenshot 2 9 News-Front-ისა და სოლოვიოვის დეზინფორმაცია, რომ USAID-ი უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილს აფინანსებსScreenshot 3 9 News-Front-ისა და სოლოვიოვის დეზინფორმაცია, რომ USAID-ი უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილს აფინანსებს

გავრცელებული ფოტოკოლაჟი მანიპულაციურია, ხოლო მტკიცება, რომ USAID უკრაინაში ნაციონალიზმისა და რუსებისადმი ზიზღის გაღვივებას აფინანსებს, მცდარია. ფოტოზე ასახული დოკუმენტი უკრაინაში ადგილობრივი თემების გაძლიერების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ვიზუალს წარმოადგენს. მეორე ფოტოზე ასახული სტეპან ბანდერას სახელობის ქუჩა კი ხერსონში საერთოდ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ბანდერას სახელობის რამდენიმე ქუჩა არსებობს. 

  • ფოტოზე მოცემული დოკუმენტი უკრაინაში ადგილობრივი თემების გასაძლიერებლად შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოა

გავრცელებული პოსტის მიხედვით, შეერთებული შტატები “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” (USAID) მეშვეობით უკრაინაში ნაციონალიზმისა და რუსებისადმი ზიზღის გაღვივებას აფინანსებს. პოსტის ავტორს საილუსტრაციოდ დოკუმენტის ფოტო აქვს მოყვანილი, რომელზეც USAID-ის ლოგო ჩანს. 

აღნიშნული დოკუმენტი USAID-ის პროექტ “დიალოგის” ფარგლებში მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელოა

Screenshot 4 9 News-Front-ისა და სოლოვიოვის დეზინფორმაცია, რომ USAID-ი უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილს აფინანსებს

პროექტი “დიალოგი” უკრაინაში 2015 წელს დაიწყო. მისი წინაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტერიტორიული ორგანიზაციების შესახებ 2014 წელს უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული რეფორმა გახდა, რომლის მიზანიც საჯარო სერვისებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად ახალი “გაერთიანებული ადგილობრივი საზოგადოებების” შექმნა იყო.

USAID-ის პროექტის მიზანს კი ამ პროცესში რეფორმის “ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან” შესაბამისობაში მოსაყვანად უკრაინის მთავრობის დახმარება წარმოადგენდა.  თვითმმართველობის პროექტის საბოლოო ანგარიშის მიხედვით, პროექტი “დიალოგი” უკრაინის მთავრობას 159 “გაერთიანებული ადგილობრივი საზოგადოების” შექმნაში დაეხმარა.

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო” უკრაინაში 1992 წლიდან ფუნქციონირებს და მას უკრაინის მთავრობასთან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ტექნიკური ურთიერთთანამშრომლობისთვის ორმხრივი შეთანხმება აქვს დადებული. 

  • ფოტოზე მოცემული ქუჩა ხერსონში არ მდებარეობს

პოსტის ავტორის მტკიცებით, USAID-ის დოკუმენტები ქალაქ ხერსონში აღმოაჩინეს, ხოლო თანდართულ ფოტოზე ქუჩის აბრას ვხედავთ წარწერით “სტეპან ბანდერას ქუჩა”. 

უკრაინაში რამდენიმე სტეპან ბანდერას ქუჩა არსებობს, თუმცა ხერსონში მსგავსი დასახელებით ქუჩა არ გვხვდება. 

Screenshot 5 9 News-Front-ისა და სოლოვიოვის დეზინფორმაცია, რომ USAID-ი უკრაინაში რუსების მიმართ სიძულვილს აფინანსებს

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ხერსონში აქტივისტთა მცირე ჯგუფმა ერთ-ერთი ქუჩის აბრა თვითნებურად შეცვალა და მას “სტეპან ბანდერა” დააწერა, თუმცა ქუჩის სახელი ოფიციალურად არ შეცვლილა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist