საიდან იღებს სათავეს ფაროსანა და ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

311
VIEWS

9 მარტს ფეისბუკ მომხმარებელმა ირაკლი ზაქარეიშვილმა რუსეთის ქიმიური და რადიოლოგიური თავდაცვის ჯარების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ “ფაროსანას” ერთ-ერთი სახეობა – Halyomorpha Halys, რომელმაც ეკოსისტემას და ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, ლუგარის ლაბორატორიაში არის შექმნილი. გარდა ამისა, ზაქარეიშვილის პოსტში აღნიშნულია, რომ 2014 წელს აფხაზეთში  მავნებლის მასობრივი გავრცელება საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყო, რამაც 2016 წელს ხილისა და სუბტროპიკული კულტურების მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია. იდენტური შინაარსის და ვიზუალის პოსტი ფეისბუკ ანგარიშმა ფანტინამ 10 მარტს გამოაქვეყნა. ორივე პოსტში ქართულთან ერთად იდენტური რუსული ტექსტია კოპირებული.

Screenshot 14 5 საიდან იღებს სათავეს ფაროსანა და ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?

მტკიცება, თითქოს აზიური ფაროსანა “ლუგარის ლაბორატორიაში” არის შექმნილი, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მწერის (Halyomorpha halys) სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საიდანაც იგი ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში გავრცელდა. ინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ დივერსიას ეწევა და სხვადასხვა დაავდებას ავრცელებს, კრემლის კონსპირაციაა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლისტური მედიასაშუალებები რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში წლებია, რაც ადანაშაულებენ. ზემოაღნიშნულმა აქტორებმა აზიურ ფაროსანის გამრავლებაში ბრალი ლუგარის ლაბორატორიას არაერთხელ დასდეს. სინამდვილეში, აზიური ფაროსანას სახეობის – Halyomorpha halys  სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საიდანაც იგი ჩინეთში, იაპონიაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ტაივანსა და ვიეტნამში გავრცელდა. 1996 წლიდან ფაროსანა დაფიქსირდა აშშ-სა და კანადაში, 2007 წელს შვეიცარიაში, 2010 წელს კი ახალ ზელანდიაში. ბოლო წლებში იგი დააფიქსირეს იტალიაში, სადაც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო ინვენტარის ნაწილი შეიძინეს. სწორედ ამ გზით, აფხაზეთის გავლით, 2015 წელს პარაზიტი საქართველოს დანარჩენ ნაწილშიც შემოვიდა.

inline images new piktochart 29331073 1024x639 1 საიდან იღებს სათავეს ფაროსანა და ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?
ფაროსანას წარმოშობა და გავრცელება

ფაროსანასთან დაკავშირებით ადრინდელ ბრალდებებზე საპასუხოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მენეჯერმა მაია ალხაზაშვილმა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის მეცნიერმა მარი მურცხვალაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადეს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებზე ან მავნებელი მწერებისს წინააღმდეგ ბრძოლა ლაბორატორიის კომპეტენციაში არ შედის და ის მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზეა ორიენტირებული. 

რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ლაბორატორია აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაშიც დაადანაშაულა, 2013 წელს კი რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან დააკავშირა.

კრემლის მიერ გავრცელებულ კონსპირაციებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist