ასახავს თუ არა ერთი დონბასელი რესპონდენტის საარქივო ვიდეო უკრაინელების განწყობას დასავლეთის მიმართ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

199
VIEWS

15 თებერვალს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის შესახებ უკრაინელი ხალხის განწყობას ასახავს.  პოსტის ავტორის თანახმად, რიგით უკრაინელებს ყველა უბედურების სათავედ არა რუსეთი, არამედ “გლობალისტურ-ლიბერასტული დასავლეთი” ესახებათ. ზაქარეიშვილის პოსტი თანდართულ ვიდეოსთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რიგითი უკრაინელების აზრით, მთავარი პრობლემა დასავლეთშია და რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე არც კი შეჭრილა.

Screenshot 20 4 ასახავს თუ არა ერთი დონბასელი რესპონდენტის საარქივო ვიდეო უკრაინელების განწყობას დასავლეთის მიმართ?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია და სრული ვიდეოს ერთ საარქივო ფრაგმენტს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი გამოკითხულის მოსაზრებას ასახავს. გარდა ამისა, სიუჟეტი 2019 წელს არის გადაღებული და დონბასში კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები სეპარატისტული განწყობების მქონე ადამიანის მოსაზრებას ასახავს. უკრაინული ტელეარხის ICTV-ის მიერ მომზადებულ სრულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ მოსახლეობა პრორუსული სენტიმენტებისგან თავისუფლდება და ერთიან უკრაინას უჭერს მხარს.

2019 წლის 4 ნოემბერს უკრაინული ტელეკომპანიის ICTV-ის ეთერში გავიდა  სიუჟეტი,  სახელწოდებით “აღარ გვინდა LNR! როგორ შეცვალეს აღმოსავლეთში უკრაინელებმა ომის მიმართ დამოკიდებულება”. იმის გასარკვევად, თუ როგორ შეცვალეს აღმოსავლეთ უკრაინელებმა განწყობები, არხის კორესპონდენტმა, ვლადისლავ კრუგლოვმა დაახლოებით  150 ადამიანი გამოკითხა. ჩრდილო დონეცკის, ლისიჩანსკისა და რუბეჟნოეს მაცხოვრებლებს რეპორტიორი ეკითხებოდა, განთავისუფლდნენ თუ არა ისინი პრორუსული სენტიმენტებისგან, აღიქვამენ თუ არა საკუთარ თავს უკრაინის ნაწილად და რას ფიქრობენ რუსეთზე. სიუჟეტში ნათქვამია, რომ დონბასში პრორუსული განწყობები არსებობს, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთიან უკრაინას უჭერს მხარს: “ლისიჩანსკი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ.”; “ჩვენ რუსეთში არავის ვჭირდებით, უკრაინელები ვართ”, – ამბობდნენ ლუგანსკის ოლქში მცხოვრები ადამიანები.  თუმცა, ერთ-ერთმა რესპონდენტმა სიუჟეტში თქვა, რომ რუბეჟნოეში “პროუკრაინელების” მოსვლამდე სიმშვიდე და სტაბილურობა იყო და მათ ქალაქებს არა რუსული, არამედ უკრაინული არტილერია ბომბავდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ უკრაინელები ყოველანაირ უბედურების სათავედ არა რუსეთს, არამედ დასავლეთს მიიჩნევენ, მხოლოდ ერთი რესპოდენტის პოზიციას ეყრდნობა და სხვა გამოკითხულთა მოსაზრებებს არ ასახავს.

2019 წლის 4 ნოემბერს ჟურნალისტმა აღნიშნული სიუჟეტი ფეისბუქის საკუთარ ანგარიშზე გააზიარა, რომელსაც თან ახლდა  პოსტი, სადაც აღნიშნავდა, რომ რუბეჟნოეში, ჩრდილოდონეცკში და ლისიჩანსკში მოსახლეობის 70%-ს პროუკრაინული განწყობები ჰქონდა, გამოკითხულთაგან  30% კი მგზნებარე სეპარატისტი იყო. კრუგლოვმა ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, დააკვირვებოდნენ იმ კონტიგენტს, რომელიც უკრაინიდან გამოყოფის ან ფედერალიზაციის მომხრე იყო.

Screenshot 21 3 ასახავს თუ არა ერთი დონბასელი რესპონდენტის საარქივო ვიდეო უკრაინელების განწყობას დასავლეთის მიმართ?

მოგვიანებით, თავად ჟურნალისტმა სეპარატისტული განწყობების მქონე პირთან ინტერვიუს სრული ფრაგმენტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:

ვლადისლავ კრუგლოვი: “ჩემო ძვირფასებო, მინდა გაჩვენოთ ინტერვიუს სრული ფრაგმენტი. ჭრებისა და რედაქტირების გარეშე. საზღვარი. 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისი. ვაწარმოებ გამოკითხვას აღმოსავლეთში, შეიცვალა თუ არა განწყობა ომიდან 6 წლის შემდეგ. რუსული სამყაროს მოყვარულის სახელი არ ვიცი, მან თავი არ წარგვიდგინა.”

Screenshot 22 2 ასახავს თუ არა ერთი დონბასელი რესპონდენტის საარქივო ვიდეო უკრაინელების განწყობას დასავლეთის მიმართ?

კრუგლოვის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომლის ხანგრძლივობაც 7 წუთია, ჟურნალისტი რუბეჟნოეში მცხოვრებს რამდენიმე შეკითხვას უსვამს. კითხვაზე, რომელს აირჩევდა, რუსეთს თუ უკრაინას, რესპონდენტი პასუხობს, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსული ჯარები არ ყოფილან და ხალხი სარდაფებში უკრაინულ არტილერიას ემალებოდა.  ამავე მოქალაქის თქმით,  რუბიჟონე უკრაინის ტერიტორიაა, თუმცა მისი და ჟურნალისტის “უკრაინა” ერთმანეთისგან განსხვავდება – “თქვენ გაქვთ ფაშისტური უკრაინა – მე მაქვს ნორმალური უკრაინა.”

მოგვიანებით, ვლადისლავ კრუგლოვმა პოსტი წაშალა, თუმცა ვიდეო რუსულენოვან მედიაში ფართოდ გავრცელდა. კრემლისტული მედიის მტკიცებით, ლუგანსკში კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, სინამდვილეში, ერთიან უკრაინას მხარს არ უჭერენ. მაგალითად, რუსეთის პირველი არხის ეთერში სიუჟეტი შემდეგი სახელწოდებით გავიდა: “უკრაინელმა ჟურნალისტმა ვერ შეძლო მოეყოლა, თუ რამდენად კარგია ცხოვრება ლუგანსკის სახალხო რესპუბლკის იმ ნაწილში, რომელსაც კიევი აკონტროლებს”. ამავე დროს, Russia 24-ის გადაცემაში ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელი ჟურნალისტი რუბეჟნოეს მკვიდრმა რამდენიმე ფრაზით გააჩუმა.

Screenshot 23 2 ასახავს თუ არა ერთი დონბასელი რესპონდენტის საარქივო ვიდეო უკრაინელების განწყობას დასავლეთის მიმართ?Screenshot 24 2 ასახავს თუ არა ერთი დონბასელი რესპონდენტის საარქივო ვიდეო უკრაინელების განწყობას დასავლეთის მიმართ?
ასევე პრორუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინელი ჟურნალისტის “ჩაშვების” შემდეგ რუბეჟნოეს მცხოვრები მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრეი მაროჩკოც წერდა, თუმცა ოფიციალურ წყაროებში პრორუსული განწყობების მქონე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ლუგანსკის რეგიონის ამ მკვიდრის შესახებ ინფორმაცია უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიიმაც გაავრცელა. მისი თქმით, მან მოახერხა ამ კაცის „კონტაქტთან“ დაკავშირება, რომელმაც უთხრა, რომ რესპონდენტი კარგადაა, სახლშია და იგი არავის დაუკავებია.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის და შეიარაღების მობილიზების პარალელურად სოციალურ ქსელში პრო-რუსული აქტორების მიერ აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია მიმდინარე კრიზისის შესახებ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული სხვა მცდარი ინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist