უკრაინის რადას დეპუტატების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ “პოლიტიკანო” მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

128
VIEWS

15 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანომ” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ 15 თებერვალს უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში Верхо́вна Ра́да-ში მხოლოდ 216 დეპუტატი გამოცხადდა. პოსტის ავტორი სარკასტულად აღნიშნავს, რომ უკრაინის პოლიტიკური ელიტა დასავლეთის სიყვარულმა აიძულა პოლიტიკური გეზი ევროპისკენ აეღო. ამასთანავე, “პოლიტიკანო” პოსტის კომენტარშიც იმეორებს, რომ რადას დეპუტატების 50% ქვეყნიდან გაიქცა.

Screenshot 1 10 უკრაინის რადას დეპუტატების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ “პოლიტიკანო” მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებსScreenshot 2 10 უკრაინის რადას დეპუტატების მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ “პოლიტიკანო” მანიპულაციურ ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტიკანოს გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატის დასწრების შესახებ მანიპულაციურია. მართალია 15 თებერვალს სხდომაზე 423 დეპუტატიდან 216 დარეგისტრირდა, თუმცა მათი არყოფნა ქვეყნის დატოვებით არ არის გამოწვეული. უკრაინაში უმაღლესი რადას 23 დეპუტატი არ იმყოფებოდა, მათ შორის 12 პრო-რუსული პარტიის წევრია.

15 თებერვალს უმაღლეს რადაში დასწრების რეგისტრაცია 423 დეპუტატიდან 216-მა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას 207 დეპუტატი არ ესწრებოდა. 16 თებერვალს კი დამსწრეთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატების 55-60%-ის დასწრება სხდომებზე ჩვეულებრივი მოვლენაა და ბოლო პერიოდში რაოდენობა არ შემცირებულა, შესაბამისად დეპუტატების დაახლოებით ნახევრის არყოფნა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული არ არის.

რადას საიტზე შესაძლებელია სხდომის თარიღების მიხედვით დეპუტატების რეგისტრაციის შემოწმება, რაც ცხადად აჩვენებს, რომ იდენტური დამსწრეთა რაოდენობა რადაში ადრეც არაერთხელ ყოფილა. მაგალითისთვის ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც არც საომარი ვითარება იყო ქვეყანაში და არც პანდემია, ნოემბერსა და დეკემბერში ყველა სხდომას დეპუტატების მხოლოდ ნახევარი დაესწრო

რაც შეეხება დეპუტატების მიერ ქვეყნის დატოვებას, ასეთი ფაქტი ბოლო დღეებში მართლაც დაფიქსირდა, თუმცა მათი რაოდენობა არა დეპუტატების 50%, არამედ 14 თებერვლის მონაცემებით, 23 ადამიანი იყო, რომელთაგანაც 5 უკვე უკან დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ იმ დეპუტატებიდან, ვინც ქვეყანა დატოვა 12 პრო-რუსული პარტია OPZZh-ს წევრია. 

France14-ის ინფორმაციით, თვითმფრინავების ონლაინ ტრეკინგის საიტები აჩვენებს, რომ 13 თებერვალს უკრაინა 20-მდე კერძო თვითმფრინავმა დატოვა, მათ შორის იყვნენ უკრაინელი ბიზნესმენები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოლიგარქებს და მისი პარტიის წევრებს 24 საათში უკან დაბრუნება მოსთხოვა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist