ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

298
VIEWS

2022 წლის 17 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 17 თებერვლის დილას დონბასში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ათამდე სოფელს ყუმბარმტყორცნებით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გაუხსნეს. ხაბაზის მტკიცებით, უკრაინამ სეპარატისტების მიმართულებით 200-ზე მეტი ჭურვი გაისროლა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. მალხაზ ხაბაზი წერს, რომ  ვლადიმერ ზელენსკიმ აღმოსავლეტ უკრაინაში “ძმათა სასაკლაო მოაწყო”, რათა რუსეთი პროვოკაციაზე წამოაგოს და ომში ჩაითრიოს. მალხაზ ხაბაზის პოსტი ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”-მაც გააზიარა. 

1 1 ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?

ცნობები უკრაინული მხარის მიერ სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფლების დაბომბვის შესახებ დეზინფორმაციაა, რომელსაც თვითაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები და რუსული მედია მას შემდეგ ტირაჟირებენ, რაც 17 თებერვლის, დილას სეპარატისტებმა უკრაინული სამოქალაქო დასახლებები, მათ შორის საბავშვო ბაღის შენობა, დაბომბეს. 

17 თებერვლის დილიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინის მთავრობის კონტროლირებადი ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციის მიმართულებით კოორდინირებული ცეცხლი გახსნეს. სეპარატისტებმა რამდენიმე სამოქალაქო დასახლება დაბომბეს, მათ შორის იყო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი სტანიცა ლუგანსკაც, სადაც რამდენიმე ჭურვი საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. უკრაინული მხარის ინიციატივით, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩასვლის და სეპარატისტების მიერ დაბომბილი დასახლებების გადაღების საშუალება მიეცათ. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, სეპარატისტები უკრაინისთვის პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ. 

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შეტევის პარალელურად, თვითაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროებმა 17 თებერვლის დილას მათ ტერიტორიაზე მდებარე სოფლები ოთხჯერ დაბომბეს საარტილერიო ცეცხლით, თუმცა უკრაინის მიმართ აღნიშნული ბრალდების ვერიფიცირება საერთაშორისო მედიებმა ვერ შეძლეს. უკრაინული მხარე კი სეპარატისტების მიმართ ცეცხლის გახსნას უარყოფს. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მტკიცებები ფართოდ გააშუქა რუსულმა მედიამ. მათ სიუჟეტებში ნაჩვენებია რამდენიმე შენობაზე ჩამსხვრეული მინები, რომლებიც სეპარატისტული მხარის მტკიცებით, უკრაინის ჯარის საარტილერიო ცეცხლის შედეგია. გარდა ამისა, 17 თებერვალს სხვადასხვა სოციალურ ქსელში რუსი მომხმარებლები სტანიცა ლუგანსკაში სეპარატისტების მიერ დაბომბილი საბავშვო ბაღის შენობის ფოტოებსაც აზიარებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ კადრები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ იყო გადაღებული.

2 ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?

როგორც ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა 17 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ განაცხადეს, შესაძლოა, მსგავს პროვოკაციები რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს და, სავარაუდოდ, სეპარატისტების მხრიდან მსგავსი თავდასხმები გაგრძელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, პერიოდულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები ხდება, მაგრამ უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციისა და რუსეთის შესაძლო აგრესიის საფრთხის ფონზე უკრაინელ ჯარისკაცებს ნაბრძანები აქვთ, რომ სეპარატისტების პროვოკაციების საპასუხოდ ცეცხლი არ გახსნან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული სხვა მცდარი ინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ მასალები: 

წყაროს შესახებ 

მალხაზ ხაბაზი, რომელმაც უკრაინის მიერ რუსეთის პროვოცირების და ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, თავის ფეისბუქ გვერდზე პრორუსული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ხაბაზის რამდენიმე პროფილის ფოტოზე საბჭოთა კავშირის გერბი, ე.წ. “გეორგიევსკის ლენტი” და ჰომოფობიური მოწოდებებიც გვხვდება. 

5 ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?
2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მალხაზ ხაბაზი საქართველოს კომუნისტური პარტიიდან იყრიდა კენჭს.
3 ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?
2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მალხაზ ხაბაზი საქართველოს კომუნისტური პარტიიდან იყრიდა კენჭს.
4 ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?
2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მალხაზ ხაბაზი საქართველოს კომუნისტური პარტიიდან იყრიდა კენჭს.
6 ვინ ამტკიცებს, რომ უკრაინამ სეპარატისტების კონტროლირებად სოფლებს ცეცხლი გაუხსნა?
წყარო: მალხაზ ხაბაზის ფეისბუკ გვერდი

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist