მისაღებია თუ არა ამერიკისთვის რუსეთის უკრაინაში “ცოტათი შეჭრა”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

260
VIEWS

2022 წლის 21 იანვარს ანტილიბერალურმა ფეისბუქ გვერდმა კარდჰუმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: “უკრაინაში რუსეთის ცოტათი შეჭრა მისაღებია. ღრმად შეჭრა კი მიუღებელია.” 

Screenshot 3 1 მისაღებია თუ არა ამერიკისთვის რუსეთის უკრაინაში “ცოტათი შეჭრა”?

“კარდჰუს” მიერ გამოქვეყნებული ციტატა სახეცვლილია და ჯო ბაიდენის განცხადებით მანიპულირებას წარმოადგენს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ამერიკა უკრაინაში რუსეთის “ცოტათი შეჭრას” მისაღებად თვლის, თუმცა ჯო ბაიდენმა და თეთრი სახლის წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერი ფორმით გადაკვეთა ამერიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლებლობებისა და კრემლის აგრესიაზე ამერიკის პასუხის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის 19 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს აშშ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე რეაგირებას, ბაიდენმა შემდეგი პასუხი გასცა: 

ბაიდენის განცხადება პრესკონფერენციაზე: “კარდჰუს” მიერ გავრცელებული ციტატა:
“რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ ის შეიჭრება და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. ერთია მცირე მაშტაბის შეჭრა, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ დავიწყებთ იმის განხილვას, რა მოვიმოქმედოთ და რა არა. მაგრამ, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან მობილიზებული ძალებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება.“ “უკრაინაში რუსეთის ცოტათი შეჭრა მისაღებია. ღრმად შეჭრა კი მიუღებელია.”

ჟურნალისტის კითხვაზე ბაიდენის ამგვარ პასუხს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა როგორც რესპუბლიკელი დეპუტატების, ისე უკრაინის პრეზიდენტის მხირდანაც. ბაიდენის კრიტიკოსების თქმით, ამგვარი განცხადებით პრეზიდენტმა რუსეთს უკრაინაში “მცირე მასშტაბის შეჭრაზე” მწვანე შუქი აუნთო. 19 იანვარს კონფერენციიდან ერთი საათის შემდეგ ბაიდენის სიტყვებთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა დააზუსტა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული სიტყვები არ ნიშნავს, რომ აშშ რუსეთს უკრაინაში “მცირე შეჭრის” უფლებას აძლევს, არამედ პრეზიდენტი გულისხმობდა, რომ ამერიკის პასუხი რუსეთის მოქმედებების პროპორციული იქნება. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ კი შემდეგი განმარტება გააკეთა:

ჯენ პსაკი: “პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადად განუმარტა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, ეს შეჭრის განახლებად ჩაითვლება და მას სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი დიდი გამოცდილებიდან ასევე კარგად იცის, რომ რუსეთს არასამხედრო აგრესიის ფართო კრებული აქვს, რომელიც კიბერთავდასხმებსა და ნახევრადსამხედრო ტაქტიკას მოიცავს. დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის მსგავს აქტებს გადამწყვეტი, თანაზომადი და ერთიანი პასუხი მოჰყვება.”

20 იანვარს ჯო ბაიდენმა მისი სიტყვებით გამოწვეული ორაზროვნების შესახებ თავადაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებით მისი პოზიცია აბსოლუტურად ცხადია და ეს პუტინსაც კარგად ესმის. ბაიდენის თქმით, აშშ და მოკავშირეები რუსული ძალების მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერი ფორმით გადაკვეთას მწვავე და კოორდინირებული ზომებით უპასუხებს.

ბაიდენის 19 იანვრის კომენტართან დაკავშირებულ მცდარ ინტერპრეტაციებს უპასუხეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა და ამერიკის სახემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მის მიერ უკრაინაში ნებისმიერი ფორმით შეჭრა კატასტროფული იქნება არა მარტო უკრაინის, არამედ თავად რუსეთისთვისაც. ხოლო ენტონი ბლინკენმა ბერლინში ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რა გზაც არ უნდა აირჩიოს რუსეთმა, იგი აშშ-ს, გერმანიისა და სხვა მოკავშირეებისგან ერთიან პასუხს მიიღებს.

უკრაინის საზღვართან, სადაც რუსი სამხედროების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ვითარება 2021 წლის დეკემბრიდან დაიძაბა. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის საზღვრებთან ახლოს 127 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. როგორც ამერიკის წარმომადგენლები აცხადებენ, უკრაინის მიმართ რუსული აგრესია შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს.

“კარდჰუს” შესახებ

ფეისბუქ გვერდი 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა. ავრცელებს სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ. აღვივებს ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. “კადჰუს” შესახებ იხილეთ ბმულზე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist