რა ვიცით 1 აპრილის, როგორც ტყუილების დღის, წარმოშობაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

80
VIEWS

2024 წლის 3 აპრილს ფეისბუქ გვერდმა “მართლმადიდებლური სიახლეები” გამოაქვეყნა პოსტი პირველი აპრილის შესახებ. ავტორი საუბრობს საპირველაპრილო ხუმრობის ისტორიაზე და ამტკიცებს, რომ ეს დღე იესო ქრისტეს აღდგომას უკავშირდება. კერძოდ, პოსტის შინაარსის თანახმად, სინედრიონის წევრების დავალებით გავრცელდა ხმა, თითქოს, ქრისტე კი არ აღდგა, არამედ მისი სხეული მოიპარეს. შედეგად, ვინც იტყოდა “ქრისტე აღდგა”, მას პასუხობდნენ, რომ მოტყუებულია. ამ ისტორიის საფუძველზე, ავტორი ამტკიცებს, რომ 1 აპრილის ტყუილის დღედ აღნიშვნა იესო ქრისტეს აღდგომის უარყოფაა.

მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა Хунда Дзе-მაც გამოაქვეყნა.

1 აპრილი

1aprili 2 რა ვიცით 1 აპრილის, როგორც ტყუილების დღის, წარმოშობაზე?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პირველი აპრილი იესო ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და მისი აღნიშვნა აღდგომის უარყოფაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დღის წარმომავლობაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუმცა ვარაუდების მიხედვით ის შეიძლება უკავშირდებოდეს რომაულ დღესასწაულს ჰილარიას, გაზაფხულის ბუნიობას ან კალენდრულ ცვილებებს, რომლითაც ახალი წელი პირველი აპრილიდან პირველ იანვარს გადაიტანეს.

პირველი აპრილის წარმომავლობა

ზუსტი პასუხი, თუ როდის და რატომ დაიწყო საპირველაპრილო ხუმრობები, არ არსებობს. ღია წყაროებში იძებნება წარმომავლობის რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი უკავშირდება ძველი რომის პერიოდს, როცა აღნიშნავდნენ ბუნიობის მხიარულ დღესასწაულს სახელწოდებით ჰილარია.  25 მარტს, ფესტივალის მონაწილეები საზეიმო კოსტუმებს იცვამდნენ და სხვადასხვა ადამიანების იმიტაციებს აკეთებდნენ. ჰილარიის დღესასწაულსა და პირველ აპრილს შორის კავშირი ერთ-ერთი ვარაუდია, რომლის მყარი მტკიცებულება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ როდესაც იულიუსის კალენდარი გამოიყენებოდა, ახალი წლის დაწყება 25 მარტიდან ხდებოდა, ხოლო აღნიშვნა იწყებოდა 1 აპრილს, რადგან 25 მარტი წმინდა კვირაში ექცეოდა.

ენციკლოპედია “ბრიტანიკამ” (Britannica) გამოაქვეყნა პირველი აპრილის საწყისი თეორიები. Ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ხუმრობებისა და ტყუილის დღე უკავშირდება 1564 წელს გამოქვეყნებულ ფრანგულ რუსილიონის ედიქტს, რომლითაც ჩარლზ IX-მ დაადგინა, რომ ახალი წელი არა აღდგომაზე, არამედ პირველ იანვარს იწყებოდა. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ძველი თარიღით (1 აპრილს) აღნიშნავნდნენ ახალ წელს, ითვლებოდნენ “აპრილის მოტყუებულებად” (April Fools). ასეთ ადამიანებს ზოგჯერ ეხუმრებოდნენ ქაღალდის თევზის ზურგზე მიმაგრებით და ეწოდებოდათ აპრილის თევზი (poisson d’avril). “ბრიტანიკაზე” (Britannica) განთავსებული მეორე ვარაუდის თანახმად, პირველი აპრილი დაკავშირებულია გაზაფხულის ბუნიობასთან, რომელიც აღინიშნებოდა 21 მარტს და მიიჩნევნდნენ, რომ ამ დღეს ამინდი თავისი უეცარი ცვილებებით ატყუებდა მოსახლეობას. სხვა თეორიის თანახმად, პირველი აპრილის დღე უკავშირდება ნოეს ყვავს, რომელიც მიწის საძებნელად გაგზავნეს, თუმცა მისია უშედეგოდ დასრულდა. 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი Хунда Дзе ,,კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში ის ტელევიზია ,,ალტ-ინფოს” სიახლეებს მუდმივად აზიარებს, ასევე ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია, სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist