ფოტომანიპულაცია, თითქოს საბერძნეთის ეკლესიაში წმინდა მატრონასა და სტალინის შეხვედრაა გამოსახული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

256
VIEWS

12 იანვარს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ფანტინა ფანტინა და ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძე გაავრცელეს ფოტო, რომელიც, მათი ინფორმაციით, საბერძნეთში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებულ იოსებ სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრის ხატს ასახავს.  

matrona1 1 ფოტომანიპულაცია, თითქოს საბერძნეთის ეკლესიაში წმინდა მატრონასა და სტალინის შეხვედრაა გამოსახული

პოსტების ავტორები ფოტოს მცდარი აღწერით ავრცელებენ. რეალურად, გამოსახულება სტალინისა და წმინდა მატრონა მოსკოველის შეხვედრას არ ეხება და კავშირშია გადმოცემასთან, რომ მატრონა ნიკონოვამ პოლიციელის სახლში ხანძრის გაჩენა იწინასწარმეტყველა.  

მატრონა ნიკონოვა ანუ წმინდა მატრონა მოსკოველი 1925 წელს ტულას პროვინციიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. წმინდა მატრონას სახელს მრავალი ადამიანის განკურნებას, დახმარებასა და სასწაულების მოხდენას უკავშირებენ. ერთ-ერთი ასეთი ისტორია მატრონა ნიკონოვას მოსკოვში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. ისტორიის (1;2) მიხედვით, წმინდა მატრონას მოსკოვში ბინადრობის ნებართვა არ ჰქონდა, რაც იმ პერიოდში აუცილებელი იყო, გარდა ამისა, იქ, სადაც მატრონა დროებით ცხოვრობდა ხოლმე, წმინდანთან მისული ადამიანების რიგები დგებოდა, რაც ადგილობრივებს არ მოსწონდათ. შესაბამისად, მან 10-ზე მეტი საცხოვრებელი გამოიცვალა. მატრონა ნიკონოვა საცხოვრებელს მუდამ პოლიციის მისვლამდე იცვლიდა, გარდა ერთი შემთხვევისა – 1937 წელს მასთან ადგილობრივი პოლიციელი მივიდა, რათა დაეპატიმრებინა, თუმცა ქალმა მას უთხრა, რომ სასწრაფოდ სახლში წასულიყო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, თვითონ კი არსად წავიდოდა, რადგან უსინათლო იყო და გადაადგილება არ შეეძლო. სახლში მისულმა პოლიციელმა ნახა, რომ შენობაში ხანძარი გაჩენილიყო და მისი ცოლს დამწვრობა ჰქონდა მიღებული. დროულად მისვლის გამო კაცმა ცოლი გადაარჩინა, შემდეგ კი მატრონას დაპატიმრებაზე უარი თქვა და მასთან ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა.  

მატრონას მიერ ხანძრის წინასწარმეტყველებაზე გადმოცემა ხატზე აისახა – შესაბამისად, ფოტოზე არა სტალინი, არამედ პოლიციელია გამოსახული. გარდა ამისა, ხატზე ვხედავთ, რომ წმინდა მატრონა მოსკოველი მიუთითებს ფანჯრისკენ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გამოდის სახლიდან ცეცხლის ალი, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ხატი აღნიშნულ ისტორიაზეა დაწერილი. გამოსახულებას თან ახლავს ბერძნული წარწერა, რომლის მიხედვითაც “წმინდა მატრონა წინასწარმეტყველებს, რომ პოლიციელის სახლი იწვის”. 

matrona2 2 ფოტომანიპულაცია, თითქოს საბერძნეთის ეკლესიაში წმინდა მატრონასა და სტალინის შეხვედრაა გამოსახული
წმინდა მატრონა მოსკოველი ფანჯრიდან გამოსულ ცეცხლის ალზე მიუთითებს, ხოლო ბერძული წარწერის მიხედვით, “წმინდა მატრონა წინასწარმეტყველებს, რომ პოლიციელის სახლი იწვის”

 

2024 წლის 6 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინია გამოსახული. ხატი დაწერილია მითის მიხედვით, თითქოს 1941 წელს, მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, სტალინი მატრონას ეწვია და რჩევა ჰკითხა. წმინდანმა მას მოსკოვში დარჩენა და ქალაქის გარშემო ღვთისმშობლის ხატის შემოტარება ურჩია. რეალურად, მტკიცება, რომ სტალინი მატრონას შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ამბავი მხოლოდ ლეგენდაა და ისტორიულად არ დასტურდება. პროტესტის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხატის შემომწირველებს (პატრიოტთა ალიანსის წევრებს), შეხვედრაზე არასაკმარიის მტკიცებულებების გამო ხატში ცვლილებები შეეტანათ, ან ამას თვითონ გააკეთებდნენ. ხატისა და ლეგენდის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

წყაროების შესახებ 

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო. ის ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ფეისბუქ-ანგარიშს ფანტინა ფანტინა, მის სხვა ანგარიშებთან ერთად (1,2) დეზინფორმაციული პოსტები წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. მითების დეტექტორმა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია არაერთხელ გადაამოწმა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: ისტორია, რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist