სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

269
VIEWS

2023 წლის 23 მარტს, Facebook მომხმარებელმა ერმილე ელგუჯას-ძე ნემსაძემ გამოაქვეყნა ნაწყვეტი რუსული გადაცემიდან “პოსტსკრიპტუმი ალექსეი პუშკოვთან ერთად,” რომლის სრული ჩანაწერი ТВ Центр არხის ვებ-გვერდზე 2023 წლის 18 მარტს არის დადებული. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო ფრაგმენტში საუბარია COVID-19 -ს ვაქცინაციის მიერ გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. კერძოდ, სიუჟეტის თანახმად, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში იმაზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კოვიდ-პანდემიამდე იღუპებოდა. “პოსტსკრიპტუმში”, დასუსტებული ვირუსის ფონზე, საგრძნობლად გაზრდილ სიკვდილიანობას აცრას უკავშირებენ და მიზეზად ვაქცინაციის მიერ გამოწვეული გულსისხლძარღვთა გართულებებს ასახელებენ. გადაცემაში მტკიცებულებად იყენებენ Irish Examiner-ის, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის BMJ-ს და Eurostat-ის სტატიებს.

kovidi ermie elgujas dze nemsadzes სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

kovidi ermie elgujas dze nemsadzes 1 სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი ალექსეი პუშკოვთან ერთად” გაჟღერებული მტკიცება, თითქოს კოვიდ-ვაქცინაციამ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია, დეზინფორმაციაა. სიუჟეტში მანიპულაციურად და კონტექსტის გარეშე არის გამოყენებული Irish Examiner-ის,  Eurostat-ისა და BMJ-ს სტატიები. 

  • Irish Examiner-ის სტატიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის შესაძლო მიზეზად სახელდება სეზონური გრიპი, სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებები და კოვიდის გადატანის შემდეგ არსებული რისკები.

kovidi ermie elgujas dze nemsadzes 2 სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

სიუჟეტის ფრაგმენტის 1:56 წუთზე ჩანს Irish Examiner-ის სტატია სახელწოდებით “დაკრძალვები შეფერხებულია, რადგან გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია დამკრძალავი ბიუროების გადატვირთვა.” სტატიაში საუბარია 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 25 იანვრამდე პერიოდის სიკვდილიანობაზე, რომელიც 20%-ით აღემატება იმავე პერიოდის წინა წლის მაჩვენებელს, მაშინ როდესაც ქვეყანაში აქტიური კოვიდ-პანდემია იყო. სტატიის თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის შედეგად, გადაიტვირთა დამკრძალავი ბიუროების სივრცეები, რის გამოც, მაგალითად, ქორქ უნივერსტეტიის საავადმყოფოს დამკრძალავი ბიურო ვეღარ ახერხებდა ცხედრების განთავსებას. Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოში სტატია მანიპულაციურად არის დაკავშირებული COVID-19-ს ვაქცინაციასთან. თავად Irish Examiner-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ სეზონური გრიპი, სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებები, ან კოვიდის გადატანის შემდეგ არსებული რისკები შეიძლება იყოს გაზრდილი სიკვდიალიანობის მიზეზი. Irish Examiner-ი არ ახსენებს COVID-19-ის ვაქცინაციას და სიუჟეტში სტატია მანიპულაციურად არის გამოყენებული.

  • BMJ-ს მასალაში ვკითხულობთ ფაიზერის ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიაზე Ventavia, რომელიც ფაიზერის ვაქცინაციის კლინიკური კვლევების 153 ლოკაციიდან მხოლოდ 3-ზე იყო პასუხისმგებელი.  Ventavia-ს მიერ დაშვებული შეცდომების სრულად ფაიზერის კლინიკურ ტესტირებაზე განაზოგადება მანიპულაციურია.

kovidi ermie elgujas dze nemsadzes 3 სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

6:10 წუთის მონაკვეთში სიუჟეტი ეჭქვეშ აყენებს Pfizer-ის ვაქცინის შექმნის პროცესს და ამტკიცებს, რომ ფაიზერის ვაქცინის კლინიკური ტესტირება უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, მოხდა მათი გაყალბება. გადაცემაში მტკიცებულებად გამოყენებულია BMJ-ის სტატია, სადაც საუბარია ფაიზერის ერთ-ერთ კონტრაქტორი კომპანიის პერსონალის მიერ კლინიკური ტესტირების დროს დაშვებულ ისეთ რეგულატორულ შეცდომებზე, როგორიცაა პაციენტების და ტესტირების კონფიდენციალობის დარღვევა, ვაქცინების არასწორ პირობებში შენახვა, მონაცემების გაყალბება და ა.შ. კომპანია Ventavia, რომელზეც საუბრობს ზემოთ ხსენებული სტატია, ტესტირებას აწარმოებდა 3 ლოკაციაზე, მინიმუმ 1 200 პაციენტის მონაწილეობით. ჯამურად, ფაიზერის კლინიკური ტესტირება მიმდინარეობდა 153 ლოკაციაზე და მასში მონაწილეობას იღებდა 44 000 ადამიანი. ღია წყაროებში არ მოიძებნება მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც Ventavia-ს მიერ დაშვებულ შეცდომებს სრულად ფაიზერის კლინიკურ ტესტირებაზე განაზოგადებდა. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ფაიზერმა გააყალბა მონაცემები, არ შეესაბამება სიმართლეს. სიუჟეტში სტატია მანიპულაციურად არის გამოყენებული და მიზნად ისახავს ვაქცინაციის ქმედითუნარიანობის და შექმნის პროცესის ეჭვქვეშ დაყენებას. 

  • Eurostat-ის მასალაში საუბარია მხოლოდ მომატებული სიკვდილიანობის სტატისტიკაზე და არა მიზეზებზე. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ჭარბ სიკვდილიანობას კოვიდ ვაქცინაციას უკავშირებს.

kovidi ermie elgujas dze nemsadzes 4 სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

Facebook-ზე გავრცელებული სიუჟეტის ფრაგმენტი აგებულია მოსაზრებაზე, თითქოს კოვიდ-ვაქცინაციამ გამოიწვია სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. 3:41 წუთზე ერთ-ერთ მტკიცებულებად ვხედავთ ევროსტატის სტატიას სახელწოდებით “2022 წლის დეკემბერში მოჭარბებული სიკვდილიანობა მკვეთრად ავიდა 19%-ზე”. რუსულ სიუჟეტში მიზეზად დასახელდა გულის უკმარისობა, ღვიძლის ცეროზი და დიაბეტი. ევროსტატის მასალა კი საუბრობს მომატებულ სიკვდილიანობაზე, თუმცა მასში მოცემულია მხოლოდ სტატისტიკა და არა მიზეზები. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის დირექტორმა ვაქცინაციისა და სიკვდილიანობის კორელაციის თემაზე როიტერთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის მიზეზი შეიძლება არაერთი ფაქტორი იყოს და ერთ ფაქტორზე, ვაქცინაციაზე, ფოკუსირებით მართებული დასკვნების გამოტანა ვერ მოხერხდება. ვაქცინაციისა და სიკვდილიანობის მიზეზ-შედეგობრიობის დასადგენად საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემები არაერთი ისეთი ცვლადის გათვალისწინებით, როგორიცაა სიკვდილის მიზეზი, ვაქცინაციის სტატუსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ა.შ. Health Feedback-მა ვაქცინაციისა და სიკვდილიანობის კორელაციის გასაანალიზებლად ერთმანეთს თვეების მიხედვით შედარა “ბუსტერ დოზის ადმინისტრირება” და “სიკვდილიანობის მაჩვენებელი”. სტატიის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობის ცვლილება არ არის “ბუსტერ დოზის” ადმინისტრირების პირდაპირპროპორციული. მაგალითად, შვეიცარიასა და ირლანდიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, მაშინ როცა “ბუსტერ ვაქცინაციის” რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. საბერძნეთში, კვიპროსსა და ფინეთში, სიკვდილიანობამ იმატა იქამდე, სანამ დაიწყებდნენ ბუსტერ-დოზის ადმინისტრირებას. გერმანიაში თვეების განმავლობაში “ბუსტერ დოზის” რაოდენობა უფრო ნელა იზრდებოდა, ვიდრე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შესაბამისად, მოსაზრება, თითქოს COVID-19-ს ვაქცინაციამ ჭარბი სიკვდილიანობა გამოიწვია ევროპაში, მტკიცებულებებს მოკლებულია.

  • სიუჟეტში 2020 წლის კადრი, სადაც ექთნის გულის წასვლაა ნაჩვენები, მანიპულაციურად არის გამოყენებული 

kovidi ermie elgujas dze nemsadzes 5 სხვადასხვა ქვეყანაში ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გადაცემაში გამოიყენეს 2020 წლის დეკემბრის ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ კარგავს გონებას ექთანი ტიფანი დოვერი. სიუჟეტში ამ კადრის გამოყენების მიზანს წარმოადგენდა ვაქცინაციის მავნებლობის ვიზუალიზაცია და მაყურებლის დარწმუნება იმაში, თითქოს ვაქცინაცია იწვევს ჭარბ სიკვდილიანობას. თავად ექთნის განცხადებით, მან ტკივილზე მომატებული მგრძობიარობის გამო დაკარგა გონება და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. 2020 წელს ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ტიფანი დოვერი გარდაიცვალა.

ამ თემაზე უფრო ვრცლად, იხილეთ მითების დეტექტორის გადამოწმებული მასალა:

წყაროს შესახებ:

ერმილე ნემსაძე, რომელიც რუსულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს ავრცელებს, ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო. ის ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, ირლანდია
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist