ვიდეომანიპულაცია, თითქოს ამერიკელ შერიფს შორტები და ცისარტყელას ფერის ფეხსაცმელი აცვია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

155
VIEWS

22 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა ფანტინა ფანტინა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს მამაკაცი, რომელსაც შერიფის ფორმა და ცისარტყელას ფერის ჩექმები აცვია. პოსტის ავტორი წერს, რომ “სხვანაირად დაცულად გრძნობ თავს როცა ასეთი შერიფი გიცავს”. პოსტს აშშ-ისა და პრაიდის დროშები ერთვის.

Screenshot 4 11 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ამერიკელ შერიფს შორტები და ცისარტყელას ფერის ფეხსაცმელი აცვია

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ამერიკელი შერიფია. რეალურად, ის მსახიობი და იუმორისტი მარკ რომანია, ვიდეოში კი მის მიერ შექმნილ პერსონაჟს “ლეიტენანტ ფრენკს” (Lt. Frank) ასახიერებს.

  • ვიდეოში არა ამერიკელი შერიფი, არამედ იუმორისტი მარკ რომანია გამოსახული

გამოქვეყნებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ამერიკაში დასაქმებული შერიფია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, ადამიანი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ მსახიობი და იუმორისტი მარკ რომანია. შერიფი, იგივე ლეიტენანტი ფრენკი (Lt. Frank) კი მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პერსონაჟია, ამ ფორმაში ჩაცმული ის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიას შტატში გადაადგილდება და წარმოდგენებს მართავს.

Screenshot 5 10 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ამერიკელ შერიფს შორტები და ცისარტყელას ფერის ფეხსაცმელი აცვია

აღსანიშნავია ისიც, რომ ლეიტენანტი ფრენკის პერსონაჟის მონაწილეობით პერსონალიზებული ვიდეოების შეკვეთაც არის შესაძლებელი.

Screenshot 6 9 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ამერიკელ შერიფს შორტები და ცისარტყელას ფერის ფეხსაცმელი აცვია

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიშს ფანტინა ფანტინა, მის სხვა ანგარიშებთან ერთად (1, 2), დეზინფორმაციული პოსტები აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist