რამდენი უკრაინელი ლტოლვილი მოხვდა ომის დაწყების შემდეგ რუსეთში და რატომ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

269
VIEWS

17 აგვისტოს “ქართული მარშის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ერმილე ნემსაძემ” თავის ფეისბუქ გვერდზე ლაივ ვიდეოში საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 4 მილიონი უკრაინელი რუსეთში გადავიდა ლტოლვილად, რაც, მისი თქმით, იმის დასტურია, რომ მიმდინარე კონფლიქტი არ არის ეთნოკონფლიქტი და უკრაინელები რუსეთს არ მიიჩნევენ ქვეყნად, რომელსაც მათი გენოფონდის განადგურება სურს.

malipulatsia ukrainel ltlvilebze რამდენი უკრაინელი ლტოლვილი მოხვდა ომის დაწყების შემდეგ რუსეთში და რატომ?

რუსეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობით იმის მტკიცება, რომ უკრაინელები რუსეთს მტრად არ მიიჩნევენ, მანიპულაციურია, რადგან, უკრაინელთა დიდი ნაწილი რუსეთში ძალდატანებით, ანდაც სხვა ალტერნატივის არარსებობის შედეგად მოხვდა. ამასთან ერთად, მოცემული რიცხვი არაზუსტია და რეალურად რუსეთში დაახლოებით 2 მილიონი უკრაინის მოქალაქის გადასვლა დასტურდება. 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში მოხვედრილ ლტოლვილებზე ინფორმაციას ავრცელებენ როგორც უკრაინული და რუსული მხარეები, ასევე საერთაშორისო სტატისტიკის კომპანიები და გაეროს ლტოლვილთა სააგენტო. სტატისტიკებში უმნიშვნელო სხვაობები შეიმჩნევა, თუმცა ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ რუსეთში ომის შემდეგ დაახლოებით 2 მილიონი უკრაინის მოქალაქე მოხვდა.

უკრაინის მთავრობამ რუსეთს ბრალი უკრაინელი ხალხის რუსეთში ძალდატანებით გადასახლებაში არაერთხელ დასდო. მათი განცხადებით, ლტოლვილთა უმრავლესობა (დაახლოებით 1,6 მილიონი) სწორედ ამგვარად აღმოჩნდა რუსეთში. ამ ფაქტის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემაც. მისი განცხადებით, აშშ-ის სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებული და რუსეთში ძალით გადაყვანილი უკრაინელების რიცხვი 900 ათასიდან 1.6 მილიონამდე მერყეობს, რომელთა შორისაც 260 ათასი ბავშვია. მან აღნიშნა, რომ ე.წ. “ფილტრაციის” ბანაკებში ხდება უკრაინული ოჯახის წევრების დაშორება, წამება, დოკუმენტაციების ჩამორთმევა და რუსეთის ტერიტორიებზე, მათ შორის შორეულ აღმოსავლეთში გადასახლება. 

ეუთოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში ძალდატანებით დაახლოებით 1.3 მილიონი უკრაინელი გადაასახლეს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების სიუჟეტში განხილულია ფაქტები იმის შესახებ, რომ რუსეთში მიყავთ დაობლებული ბავშვები, რომლებსაც რუსულ ოჯახებში აშვილებენ და რუსეთის მოქალაქეობას აძლევენ. მარიუპოლიდან წაყვანილი ათასი ბავშის გაშვილებას თავად რუსული უწყებებიც ადასტურებენ.

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემა Associated Press-მა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. გამოცემა ძირითადად გაესაუბრა  მარიუპოლიდან რუსეთში გადასახლებულ უკრაინელებს, რომელთა ნაწილი კვლავ რუსეთშია, ნაწილი კი ევროპის ქვეყნებში გადავიდა. Associated Press-ის მასალამ გამოავლინა, რომ უკრაინელ ხალხს რუსი ჯარისკაცები ულტიმატუმს უყენებენ: “უკრაინაში სიკვდილი ან რუსეთში ცხოვრება”.  ხშირად “ფილტრაციის” პროცესის გავლის შედეგად უკრაინელებს ართმევენ პასპორტს და სანაცვლოდ სთავაზობენ რუსეთის მოქალაქეობას; ზოგჯერ მათ აძალებენ ისეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერას, რითიც გმობენ უკრაინის მთავრობას და შეიარაღებული ძალების მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ ფულისა და დოკუმენტების არქონის გამო ყველა ვერ ახერხებს რუსეთიდან გაღწევას, ლტოლვილების დიდ ნაწილს კი ფედერაციის შორეულ ნაწილებში გზავნიან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist