რატომ მიაწერენ რუსეთში 2012 წელს დამწვარ ეკლესიას ზელენსკის და უკრაინის მართლმადიდებლობასთან ბრძოლას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

641
VIEWS

12 მარტს “ქართულ მარშთან”დაკავშირებულმა ერმილე ნემსაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზელენსკის რეჟიმი კიევში გეი აღლუმს ატარებს და მართლმადიდებლურ ტაძრებს წვავს. პოსტს თან ერთვის ორი ფოტოც, რომლებზეც ცეცხლმოკიდებულ ეკლესიას და ლგბტქ+ სიმბოლიკით ადამიანთა მცირე ჯგუფს ვხედავთ.

Screenshot 10 6 რატომ მიაწერენ რუსეთში 2012 წელს დამწვარ ეკლესიას ზელენსკის და უკრაინის მართლმადიდებლობასთან ბრძოლას?

პოსტი დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებულებებს შეიცავს: 

  1. ფოტოზე გამოსახული ეკლესია რუსეთში მდებარეობს და ის 2012 წელს დაიწვა. შესაბამისად მტკიცება, რომ ზელენსკის ხელისუფლება ეკლესიებს წვავს, მცდარია.
  2. პირველ ფოტოზე გამოსახული “თანასწორობის მარში” კიევში 2017 წელს, ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე ორი წლით ადრე ჩატარდა და ის მანიპულაციურად ვრცელდება.

გავრცელებული პოსტი თანხვედრაშია კრემლის ნარატივთან, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინელები მართლმადიდებლობას  და ტრადიციულ იდენტობას ებრძვიან.

  • ცეცხლმოკიდებული ეკლესიის ფოტო არა უკრაინელების მიერ მართლმადიდებლობის დევნას, არამედ რუსეთში ეკლესიის დაწვას ასახავს 

ფოტოზე გამოსახულ ცეცხლმოკიდებული ტაძარზე ერმილე ნემსაძე წერს, რომ ის კიევ-პეჩერის ლავრასთან ახლოს მდებარეობს და იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ წვავს უკრაინის “რეჟიმი” მართლმადიდებლურ ტაძრებს. რეალურად ფოტოზე გამოსახულია რუსეთში, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხანძრის შედეგად 2012 წლის 5 იანვარს განადგურდა. 

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჩებოქსარისა და ჩუვაშეთის ეპარქიის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

Screenshot 11 6 რატომ მიაწერენ რუსეთში 2012 წელს დამწვარ ეკლესიას ზელენსკის და უკრაინის მართლმადიდებლობასთან ბრძოლას?

მოვლენის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელ VKontakte-ს მომხმარებელი Sergey Toldykin-ც ავრცელებს

Screenshot 12 6 რატომ მიაწერენ რუსეთში 2012 წელს დამწვარ ეკლესიას ზელენსკის და უკრაინის მართლმადიდებლობასთან ბრძოლას?

  • თანასწორობის მარში კიევში ზელენსკის პრეზიდენტობამდე ჩატარდა

ფოტო, რომელზეც ადამიანთა ჯგუფს ლგბტქ+ მოძრაობის სიმბოლიკით ვხედავთ, 2017 წლის კიევში გამართულ თანასწორობის მარშს ასახავს

Screenshot 13 5 რატომ მიაწერენ რუსეთში 2012 წელს დამწვარ ეკლესიას ზელენსკის და უკრაინის მართლმადიდებლობასთან ბრძოლას?

აღნიშნულ ღონისძიებას 5000-მდე ადამიანი დაესწრო და ითვლება, რომ ეს იყო პირველი მასშტაბური პრაიდი უკრაინის ისტორიაში. ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2021 წელს ჩატარებულ მარშს პანდემიის მიუხედავად 7000-მდე ადამიანი დაესწრო

ერმილე ნემსაძის შესახებ

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო, რომელიც ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი.

2020 წლის მარტში, „ქართული მარშის“ სახელით, ნემსაძემ სპორტული დარბაზი გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცების ფიზიკური მომზადების გარდა, მათი იდეოლოგიური შეხედულებების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ნემსაძე სპორტდარბაზებს თავშესაფარს უწოდებდა, სადაც ახალგაზრდები „კონსერვატიულ ღირებულებებს შეინარჩუნებდნენ და ლიბერალისტურ პროპაგანდას თავიდან აიცილებდნენ.“ აღსანიშნავია, რომ ასეთ დაწესებულებებში „გაწვრთნილი“ ადამიანების ნაწილი 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. 2019 წელს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ნემსაძემ Facebook-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, თბილისში სპეციალური ჯგუფი გამოეგზავნა და რუსთავი 2-ის მაშინდელი დირექტორი, ნიკა გვარამია და ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გაენეიტრალებინა.

ნემსაძე ღიად საუბრობს თავის პრორუსულ განწყობებზე. მაგალითისთვის, მან 2018 წელს რუსული პროპაგანდისტული არხი НТВ-ის სიუჟეტში მიიღო მონაწილეობა. სიუჟეტი ამტკიცებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართული მხარის ინიცირებული იყო.

ერმილე ნემსაძე Facebook გვერდ „აზიმუტთანაც“ არის დაკავშირებული. გვერდი 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა და სხვა ქვეყნებთან ერთად ადმინისტრატორი რუსეთში ყავდა. გვერდი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა და იდენტური ვიზუალით ახალი 2021 წლის 1 თებერვალს შეიქმნა. ძველი აზიმუტი ხშირად აზიარებდა ნემსაძის პოსტებს და რეგულარულად აქვეყნებდა პოსტებს რუსული შეიარაღებისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ. გვერდი ასევე აზიარებდა რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ სიუჟეტებს. აღსანიშნავია, რომ გვერდი თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციასაც ცდილობდა და ლგბტქ+ თემის მიმართ სიძულვილს აღვივებდა. 

“მითების დეტექტორს” ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები წარსულშიც გადაუმოწმებია. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist