მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

450
VIEWS

2-3 აგვისტოს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში news-kiev.ru, ასევე ქართულ და რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშებზე ამერიკელი მსახიობის, დინ ნორისის ვიდეო გამოაქვეყნდა, რომელშიც, მათი მტკიცებით, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სარეაბილიტაციო ცენტრში მისვლას ურჩევს. ვიდეოში ჩანს, რომ მიმართვა დინ ნორისის ინსტაგრამის ე.წ სთორიშია გამოქვეყნებული და მასზე ზელენსკის ოფიციალური ინსტაგრამ-ანგარიში და სარეაბილიტაციო ცენტრ Hazelden Betty Ford-ის ვებ-გვერდია მონიშნული.

Screenshot 2023 08 08 094916 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

Screenshot 2023 08 08 094413 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

დეზინფორმაციაა, თითქოს ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ვოლოდიმირ ზელენსკის სარებილიტაციო ცენტრში წასვლა ურჩია. ვიდეო ან მასში გამოთქმული განცხადება არც მსახიობის სოციალურ ქსელებში და არც სანდო მედიასაშუალებებში არ გავრცელებულა. დიდი ალბათობით, ვიდეო cameo-ს პლატფორმის გამოყენებითაა ნაყიდი, რომელიც მსურველებს ცნობილი ადამიანებისგან პერსონალიზებული ვიდეოების ყიდვის საშუალებას აძლევს. 

  • დეტალები, რომლებიც მიანიშნებს, რომ დინ ნორისი ზელენსკის არ მიმართავს

ცნობილი ამერიკული სერიალის Breaking Bad-ის მსახიობ დინ ნორისს ზელენსკისთან დაკავშირებული ვიდეო ან ვიდეოში გამოთქმული მოსაზრება მის სოციალურ ქსელებში – ინსტაგრამზე, ტვიტერსა და ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული არ არის. დინ ნორისის მსგავსი შინაარსის განცხადება არც სანდო/საერთაშორისო მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ.

ვიდეოში საყურადღებოა რამდენიმე დეტალი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ დინ ნორისი ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიმართავს. ვიდეოში მსახიობი ზელენსკის გვარს ან უკრაინას არ ახსენებს. გარდა ამისა, მიმართვის ადრესატს”ვლადიმირად” მოიხსენიებს, უკრაინის პრეზიდენტის სწორი სახელი კი ვოლოდიმირია. ვიდეოდან დარწმუნებით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ნორისი ადამიანს, სახელად ვლადიმირს ესაუბრება.

  • cameo -ზე ცნობილი ადამიანებისთვის პერსონალიზებული ვიდეოების შეკვეთაა შესაძლებელი

დიდი ალბათობით, დინ ნორისის ვიდეო cameo-ს პლატფორმაზეა ნაყიდი, რომელზეც ცნობილი ადამიანებისთვის პერსონალიზებული ვიდეოების შეკვეთა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დინ ნორისი პლატფორმაზე დარეგისტრირებულია და მისგან პერსონალური ვიდეოს შეძენა 199 დოლარად არის შესაძლებელი.

Screenshot 2023 08 08 094419 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელში დინ ნორისის არაერთი cameo-ვიდეოა გავრცელებული, ზოგიერთ მათგანში ზელენსკისთან დაკავშირებული ვიდეოს მსგავსი უკანა ფონია, ერთ-ერთ ვიდეოში კი ნორისს იდენტური ზედატანი აცვია.

Screenshot 2023 08 08 094427 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

Screenshot 2023 08 08 094433 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

უნდა აღინიშნოს, რომ დინ ნორისმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მხარდამჭერი ტვიტი გამოაქვეყნა

Screenshot 2023 08 08 094437 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

საყურადღებოა, რომ დინ ნორისის სახელით გავრცელებული მიმართვა პირველი შეემთხვევა არ არის, როდესაც ცნობილი მსახიობის ვიდეოს ზელენსკის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. ცოტა ხნის წინ მსგავსი შინაარსისა და სტილის ვიდეო ამერიკელი მსახიობის, ელაიჯა ვუდის სახელითაც გავრცელდა, რომელიც “ბეჭდების მბრძანებელში” შესრულებული როლითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში უკრაინის პრეზიდენტს ვუდიც “ვლადიმირით” მიმართავს და არა  “ვოლოდიმირით”. ასევე ორივე მათგანის ვიდეოზე ზელენსკის ოფიციალური ინსტაგრამ-ანგარიში (Zelenkiy_official) და ამერიკული სარეაბილიტაციო ცენტრის, Hazelden Betty Ford-ს ვებ-გვერდის ბმულია მონიშნული. დინ ნორისის მსგავსად, cameo-ს პლატფორმაზე პერსონალიზებული ვიდეოს ყიდვა ელაიჯა ვუდისგანაც შესაძლებელია.

ელაიჯა ვუდის სახელით გავრცელებული ვიდეო Newsweek-მა და Stopfake-მა გადაამოწმეს. სტატიებში ვიდეოს ვიზუალზე დაკვირვებით აღმოჩენილი უზუსტობებია დასახელებული და აღნიშნულია, რომ ვიდეო ინსტაგრამზე ელაიჯა ვუდის ყალბმა ანგარიშმა გაავრცელა.

Screenshot 2023 08 08 094457 მოუწოდა თუ არა ამერიკელმა მსახიობმა დინ ნორისმა ზელენსკის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლისკენ?

კრემლის პროპაგანდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკოდამოკიდებულად წარმოჩენას მისი დისკრედიტაციის მიზნით ომის დაწყების დღიდან აქტიურად ცდილობს. ზელენსკისთან დაკავშირებული ვიზუალური მანიპულაციები, რომლებიც მის “ნარკოდამოკიდებულებას ადასტურებს”, “მითების დეტექტრომა” წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში Nero Nero ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაციაც არაერთხელ გაუვრცელებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist