მობილიზაციის გამო ხარკივის კომისარიატის დაწვა თუ 2014 წლის ხანძარი მოსკოვში სამშენებლო ობიექტზე – რას ასახავს ვიდეო ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

254
VIEWS

15 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3) ხანძრის ვიდეო გაავრცელეს. პოსტების აღწერის მიხედვით, ხარკივში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობას ცეცხლი მობილიზაციის გამო წაუკიდეს. 

14-15 თებერვალს ინფორმაცია ხარკივში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის პუნქტის დაწვის შესახებ ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოსთან ერთად  რუსულენოვანმა მედიებმაც (1,2) გაავრცელეს, მათ შორის Nеws Front-მა. იმავე აღწერით ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1,2,3,4,5,6) გამოაქვეყნეს. ვიდეო იუთუბზეც გავრცელდა (1,2).

khandzari kharkovshi მობილიზაციის გამო ხარკივის კომისარიატის დაწვა თუ 2014 წლის ხანძარი მოსკოვში სამშენებლო ობიექტზე - რას ასახავს ვიდეო ?

khandzari kharkovshi 1 მობილიზაციის გამო ხარკივის კომისარიატის დაწვა თუ 2014 წლის ხანძარი მოსკოვში სამშენებლო ობიექტზე - რას ასახავს ვიდეო ?

ცნობები იმის შესახებ, რომ ხარკივში კომისარიატი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მობილიზაციის გამო დაწვეს, დეზინფორმაციაა. რეალურად, გავრცელებული ვიდეო 2014 წელს მოსკოვში სამშენებლო ობიექტზე გაჩენილ ხანძარს ასახავს.

გავრცელებული ვიდეოს უფრო გრძელი 14-წამიანი ვერსია კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ვიზუალური მასალების პლატფორმა Shutterstock-ზეა გამოქვეყნებული.

khandzari kharkovshi 2 მობილიზაციის გამო ხარკივის კომისარიატის დაწვა თუ 2014 წლის ხანძარი მოსკოვში სამშენებლო ობიექტზე - რას ასახავს ვიდეო ?

Shutterstock-ზე გამოქვეყნებული აღწერის მიხედვით, ვიდეო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2014 წლის 20 მაისის ღამით სამშენებლო შენობაში მომხდარ ხანძარს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მედიაში 2023 წელს სამხედრო კომისარიატის დაწვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მსგავსი ცნობები არც ხარკივის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარ განყოფილებას და არც ხარკივის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციას არ გამოუქვეყნებიათ. ქალაქ ხარკივში სამხედრო კომისარიატის დაწვის მცდელობის შესახებ მხოლოდ 2014 წლის ცნობები იძებნება და მას მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

khandzari kharkovshi 3 მობილიზაციის გამო ხარკივის კომისარიატის დაწვა თუ 2014 წლის ხანძარი მოსკოვში სამშენებლო ობიექტზე - რას ასახავს ვიდეო ?

მაშინ უცნობმა პირებმა კომისარიატს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, თუმცა ისინი შენობას არ მოხვედრია. ასაფეთქებელი საშუალება კომისარიატის ეზოში დაეცა. გაჩენილი ცეცხლი კი კომისარიატის მორიგე თანამშრომელმა ჩააქრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყაროს შესახებ:

ფანტინა ფანტინა

ფეისბუქ-ანგარიშს ფანტინა ფანტინას და მის სხვა ფეისბუქ-ანგარიშებს სხვადასხვა თემაზე დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ფანტინა ფანტინა ერთ-ერთი იყო იმ ანტივაქსერულ ფეისბუქ-ანგარიშებს შორის, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონსპირაციების თეორიებისა და დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist