ჯო ბაიდენზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება, თითქოს ის “უხილავ სკამზე” ჯდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბაიდენ
1.2k
VIEWS

6 ივნისს ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2, 3, 4) და ქართულენოვან ანგარიშებზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის  “უხილავ სკამზე” ჯდება. ვიდეო საფრანგეთში, ნორმანდიაში, მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლის იუბილეს

ცერემონიიდანაა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ.

ბაიდენის შესახებ იგივე ინფორმაცია ტექსტის სახით threads-ის რუსულენოვან ანგარიშზეც გავრცელდა. 

baideni1 ჯო ბაიდენზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება, თითქოს ის "უხილავ სკამზე" ჯდება baideni2 ჯო ბაიდენზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება, თითქოს ის "უხილავ სკამზე" ჯდება baideni3 ჯო ბაიდენზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება, თითქოს ის "უხილავ სკამზე" ჯდება

გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურადაა დაჭრილი და კადრი ზუსტად იმ მომენტში წყდება, როდესაც ბაიდენი სკამზე ჯდება.  ცერემონიის სრულ ვერსიაში გარკვევით ჩანს, რომ ბაიდენი სკამს ეძებს, შემდეგ კი ჩერდება სანამ ადგილს დაიკავებს და ბოლოს, სკამზე ჯდება.

6 ივნისს, საფრანგეთში მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ძალების გადასხმის (D-Day) 80 წლის იუბილე აღინიშნებოდა. გავრცელებული კადრები სწორედ ამ ცერემონიიდანაა. 

ვიდეოში ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთმანეთს ხელს ართმევენ, როცა ჟილ ბაიდენსა და ბრიჯიტ მაკრონს შორის დგანან. აშშ-ის პრეზიდენტი მარცხნივ ტრიალდება, იხრება და ჩერდება ამ პოზიციაზე, შემდეგ კი ადგილს იკავებს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცლებულ კადრებში ვიდეო იქამდე წყდება, სანამ ბაიდენი სკამზე დაჯდება.

baideni4 ჯო ბაიდენზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება, თითქოს ის "უხილავ სკამზე" ჯდება
წყარო:  Associated Press

1944 წლის 6 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარებმა საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის სანაპიროებს შეუტიეს, რომელსაც ნაცისტური გერმანია აკონტროლებდა. 150 ათასზე მეტი ჯარისკაცის გადასხმა 80 კილომეტრის ზოლზე მოხდა. მათ ზურგს 5 ათასი გემი და 13 ათასი თვითმფრინავი უმაგრებდა. ამ ოპერაციას ნაცისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა და ისტორიაში “დი-დეის” (D-Day) სახელით შევიდა.

ჯო ბაიდენის ვიდეო AP – მ,  Forbes-მა და Snopes-მა გადაამოწმეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით ვიზუალური მანიპულაციები ხშირად ვრცელდება. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

წყაროების შესახებ:

რუსულენოვან ანგარიშებს Andrii Telizhenko და Георгий Кушиташвили მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist