ფეისბუქზე ჯო ბაიდენისა და საუდის არაბეთის პრინცის ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

960
VIEWS

19 ივლისს ფეიბუკ-მომხმარებელმა Milan Mijailovic რუსულენოვან ჯგუფში Русскоязычная Украина “Восток” ამერიკის პრეზიდენტის – ჯო ბაიდენისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის –  მუჰამად ბინ სალმან ალ საუდის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე საუდის არაბეთის პრინცი ბაიდენის მისალმებას უხამსი ჟესტით პასუხობს. 

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალი ფოტო საინფორმაციო სააგენტო როიტერსმა ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას გადაიღო და მასზე ნათლად ჩანს, რომ პრინცი მოჰამადი ამერიკის პრეზიდენტის მისალმებას მუშტის შეხებით პასუხობს. 

15 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. ბაიდენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამად ბინ სალმან ალ საუდის შეხვდა, რომელთან საუბრის ერთ-ერთი თემა არაბეთის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება იყო. გარდა ამისა, ბაიდენი ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის – ჯამალ  ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და მუჰამედ ბინ სალმანს განუცხადა, რომ მკვლელობაში პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ხელისუფლებასა და თავად ტახტის მემკვიდრეს აკისრებს. აღსანიშნავია,რომ მუჰამად ბინ სალმანი ყველა ბრალდებას უარყოფს. 

შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში პროგრამულად დამუშავებული სახით გავრცელდა, საინფორმაციო სააგენტო – როიტერსს  ეკუთვნის. მასზე ნათლად ჩანს, რომ საუდის არაბეთის პრინცი ამერიკის პრეზიდენტის მისალმებას მუშტის შეხებით პასუხობს. 

წყარო: reuters.com

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ეს ახლო აღმოსავლეთში ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ვიზიტია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საუდის არაბეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist