4 ვიზუალური მანიპულაცია ჯო ბაიდენის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

303
VIEWS

20-23 თებერვალს უკრაინასა და პოლონეთში  აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის განმავლობაში ბაიდენის შესახებ  სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო სხვადასხვა აღწერით გავრცელდა. სოციალური ქსელის ქართულ და რუსულენოვანი  მომხმარებლებისა და მედიასაშუალებების მიხედვით, 1) აშშ-ს პრეზიდენტს ზელენსკისთან შეხვედრაზე გეორგიევსკის ლენტის ფერების ჰალსტუხი ეკეთა, ეს მტკიცება 2022 წლის დეკემებრში ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროსაც ვრცელდებოდა როგორც რუსულენოვან მედიაში (1,2), ასევე სოციალურ ქსელში (1,2,3); 2) ბაიდენი პოლონეთში ვიზიტისას თვითმფრინავიდან ჩამოსვლის დროს დაგორდა და ამას მის შუბლზე შავი ლაქაც ადასტურებს (1,2); 3) ერთ-ერთი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბაიდენს მიკროფონი ჩართული დარჩა (1,2,3,4,5) და თავის ასისტენტს ჰკითხა “როგორ ფიქრობთ, ვინმემ დაიჯერა ეს სისულელე?… ისინი ყველაფერს ხელს მოაწერენ;” 4) ბაიდენს პოლონეთში  შეურაცხყოფის ნიშნად შუა თითი აჩვენეს (1,2);

რეალურად, 1) ჯო ბაიდენის ჰალსტუხს არა გეორკიევსკის ლენტის ნარინჯისფერი და შავი ზოლები, არამედ ლურჯი და ყვითელი ზოლები აქვს. 2) ბაიდენის შუბლზე შავი ლაქა არა დაცემის, არამედ კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, ფერფლის ოთხშაბათს შუბზე ჯვრის გამოსახვის შედეგია. 3) ვიდეო, რომელშიც ისმის ბაიდენის შეკითხვა, დაიჯერა თუ არა მის მიერ ნათქვამი სისულელე ვინმემ, პროგრამულად დამუშავებულია, პრესკონფერენციის ნამდვილ კადრებში ჩანს, რომ მსგავსი ფრაზა პრეზიდენტს არ გაუჟღერებია. 4) ფოტო, რომელზეც ბაიდენს შუა თითს აჩვენებენ, პროგრამულადაა დამუშავებული, ორიგინალ ფოტოზე შუა თითები არ ჩანს.

  • ეკეთა თუ არა ბაიდენს გეორგიევსკის ლენტის ფერების ჰალსტუხი?

21 თებერვალს კიევში ვიზიტის დროს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ჯო ბაიდენს ლურჯ და ყვითელზოლიანი ჰალსტუხი ეკეთა. მსგავსი დიზაინის ჰალსტუხით აშშ-ს პრეზიდენტი წარსულშიც რამდენჯერმე გამოჩენილა, მათ შორის 2022 წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას და 2022 წლის მარტში რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამოცხადებისას. ყველა ამ შემთხვევაში ჰალსტუხს ყვითელი და მუქი ლურჯი ზოლები აქვს და არა გეორგიევსკის ლენტის ნარინჯისფერი და შავი. სხვადასხვა განათების პირობებში ჰალსტუხი მცირედით განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა სურათებში ნათლად ჩანს, რომ ჰალსტუხის ზოლები ლუჯი და ყვითელია და არა ნარინჯისფერი და შავი.

ზელენსკი და ბაიდენი კიევში. წყარო: АP
ზელენსკი და ბაიდენი ვაშინგტონში. წყარო: WP
ბაიდენი რუსული ნავთობის და გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ განცხადების გაკეთებისას. წყარო: Insider

გეორგიევსკის ლენტს კი მუქი ნარინჯისფერი და შავი ზოლები აქვს.

გეორგიევსკის ლენტი. წყარო: რუსეთის სახლემწიფო დუმა

გეორგიევსკის ლენტი რუსეთის სამხედრო აგრესიის პროპაგანდისტულ სიმბოლოდ ითვლება. ეს კონტექსტი ლენტმა განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ შეიძინა, როდესაც გეორგიევსკის ლენტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსული აქტივისტების სიმბოლოდ იქცა. კიდევ უფრო აქტიური პროპაგანდისტული მნიშვნელობა კი ლენტმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. უკრაინაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და მოლდოვაში ლენტი, როგორც ომის პროპაგანდის სიმბოლო, აკრძალულია.  

  • რას აღნიშნავდა შავი ლაქა ბაიდენის შუბლზე?

2023 წლის 22 თებერვალს კათოლიკურმა სამყარომ ფერფლის ოთხშაბათი (Ash Wednesday) ანუ აღდგომის დიდი მარხვის პირველი დღე აღნიშნა. ამ დღეს სასულიერო პირი მორწმუნეებს შუბლზე ჯვრის ფორმით ფერფლს უსვამს. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში მეორე კათოლიკე პრეზიდენტია, ის 22 თებერვალს პოლონეთში იმყოფებოდა და მის შუბლზე ჯვარი კათოლიკე მღვდელმა ვისლავ დავიდოვსკიმ კერშო წირვის შემდეგ გამოსახა. 

შესაბამისად, ბაიდენის შუბლზე გამოსახული შავი ლაქა არა დავარდნის, არამედ ფერფლის ჯვრის შედეგი იყო. 

ფოტო: AP Photo/ Evan Vucci

ვიდეომანიპულაცია იმის შესახებ, რომ ბაიდენი 21 თებერვალს ვარშავაში თვითმფრინავიდან ჩასვლისას დაგორდა, აშშ-ს პრეზიდენტის პოლონეთის დედაქალაქში ჩასვლისთანავე გავრცელდა. რეალურდ, ბაიდენი თვითმფრინავის წინა კიბიდან შეუფერხებლად ჩავიდა, თუმცა პირდაპირი ეთერის კადრებში გამოჩნდა, რომ აშშ-ის დელეგაციის სხვა წევრი კიბიდან ნამდვილად დაგორდა. ვრცლად იხილეთ:

გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ისმის, როგორ კითხულობს პრესკონფერენციიდან გასული ბაიდენი მის მიერ ნათქვამი სისულელე ვინმემ თუ დაიჯერა, ფაქტების გადამოწმების პრატფორმა Verify-მ შეისწავლა. სტატიის მიხედვით, კადრები 16 თებერვალს გამართული პრესკონფერენციიდანაა ამოჭრილი. გამოსვლის ფარგლებში ბაიდენმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიმართ შეერთებული შტატების რეაგირების შესახებ ისაუბრა. 

როგორც თეთრი სახლის, ასევე სხვადასხვა გავლენიანი მედიასაშულების (1,2) მიერ გავრცელებულ კადრებში ცხადად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პრესკონფერენცია დაასრულა და დარბაზი დატოვა, მისი კითხვა ასისტენტისადმი არ გაჟღერებულა. 

განსაკუთრებული ინტერესი მფრინავი ობიექტების მიმართ თებერვლის დასაწყისიდან გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ჩინური სათვალთვალო ბუშტი, ჩამოაგდეს.

  •  ბაიდენისთვის შუა თითის ჩვენება თუ პროგრამულად დამუშავებული ფოტო?

ფოტო, თითქოს ბაიდენს ვარშავაში გამოსვლის შემდეგ შუა თითი აჩვენეს, 2023 წლის 22 თებერვალს ჩინეთში აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს ვებ-საიტზე ბაიდენის მიმართვის ტექსტთან ერთად გამოქვეყნდა. ფოტო ვარშავაშია გადაღებული და მის ორიგინალ ვერსიაზე ჩანს, რომ ადამიანთა ჯგუფიდან ერთ-ერთი მამაკაცი პრეზიდენტს ცერა თითს მოწონების ნიშნად აჩვენებს. 

ფოტოს წარმოშობა გამოცემა Newsweek-მაც შეისწავლა და დაადგინა, რომ ფოტო ტვიტერზე ამერიკელმა კონსერვატორმა კომენტატორმა ბენი ჯონსონმა შემდეგი წარწერით გაავრცელა: “ჯო ბაიდენს ევროპაში მიესალმნენ.” 

რამდენიმე წუთში კი ჯონსონმა მიუთითა, რომ ფოტო მიმის სახით ტვიტერის სატირულ-იუმორისტული ანგარიშიდან johnhackerla აიღო. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist