22-23 დეკემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ Правда, ასევე რუსულმა (1,2, 3, 4, 5, 6) და ქართულმა ( 1, 2 ) ფეისბუკ-ანგარიშებმა ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს. სურათზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არიან გამოსახული. ჯო ბაიდენს ხელი ზელენსკის საჯდომზე აქვს მიდებული.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ავთენტიკურ ვერსიაზე ჯო ბაიდენს ხელი ზელენსკის ზურგზე აქვს მიდებული. ფოტო აშშ-ის პირველმა ლედიმ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა. აღნიშნული ფოტო თეთრ სახლშია გადაღებული და აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, ტვიტერზე, 22 დეკემბერს გამოაქვეყნა. ავთენტიკურ ვერსიაზე ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ხელი ზურგზე აქვს მიდებული.
აღნიშნული ფოტო როიტერსის ფაქტების გადამოწმების გუნდმაც გადაამოწმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის კიდევ ერთი ფოტომანიპულაციის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.