იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

230
VIEWS

23-26 აპრილს რუსულმა ონლაინ გამოცემებმა (ukraina.ru, Russia Today, tverskaya13.ru, voennoedelo.com, eadaily.com) და ასევე რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმა პოლონურ ონლაინ პორტალ Neon24-ზე დაყრდნობით ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული სამხედრო კორპუსის შექმნის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უახლოეს ხანში ლიტუვურ-პოლონურ-უკრაინული კორპუსის შექმნა იგეგმება, რომლის შემადგენლობაშიც 20-25 ათასი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურის ყოფნა არის გათვალისწინებული. ასევე ამტკიცებენ, რომ კორპუსში კონტრაქტით მსახური  მხოლოდ პოლონელის ბარათის (PL- კარტა პოლაკა, რომელიც პოლონური წარმოშობის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს ეძლევათ) მფლობელ უკრაინის მოქალაქეებს შეეძლებათ, ხოლო ლიტვური ბრიგადის შემადგენლობა პოლონური წარმოშობის ლიეტუველებით  უნდა დაკომპლექტდეს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დასავლეთ უკრაინაში მხოლოდ “პოლონური ფესვების” მატარებელი ჯარისკაცები შეასრულებენ სამშვიდობო მისიას. 

ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი წერს, რომ ჭორები იმის შესახებ რომ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს დასავლეთ უკრაინის მიწებს გარკვეული დახმარებებისა და გარანტიების სანაცვლოდ დაპირდა, ტყუილად არ გავრცელებულა.

itsvevs thu ara polonethis thavdatsvis saministro mokhaliseebs lituvur polonur ukrainul korpusshi იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?

itsvevs thu ara polonethis thavdatsvis saministro mokhaliseebs lituvur polonur ukrainul korpusshi1 იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?

itsvevs thu ara polonethis thavdatsvis saministro mokhaliseebs lituvur polonur ukrainul korpusshi2 იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?

ინფორმაცია ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინის კორპუსის შექმნის შესახებ, რომელშიც პოლონელის ბარათის მფლობელი უკრაინის მოქალაქეებითა და პოლონური წარმოშობის ლიტუველებით  უნდა დაკომპლექტდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული სამშვიდობო დანაყოფი 2015 წლის შემოდგომიდან არსებობს და ის ამჟამად მოხალისეთა რეკრუტირებას არ ახდენს. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება რომ დანაყოფი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციას გეგმავს.

18 აპრილს პოლონეთის მოქალაქეებმა თავდაცვის სამინისტროს სახელით ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინის კორპუსის სამსახურში იწვევდა. ასევე შეტყობინებაში სანდოობის მოსაპოვებლად ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინის ბრიგადის ელექტრონული ფოსტა: [email protected] იყო მითითებული.

itsvevs thu ara polonethis thavdatsvis saministro mokhaliseebs lituvur polonur ukrainul korpusshi3 იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?
წყარო: RMF FM

გავრცელებული ინფორმაცია 18 აპრილს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულმა ბრიგადამ ფეისბუკის და ტვიტერის გვერდებზე უარყო. პოსტებში ნათქვამია, რომ  ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინის ბრიგადა მოხალისეების რეკრუტირებას არ ახდენს და მოქალაქეებს ინფორმაციის გავრცელებას ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მოუწოდებს. ბრიგადის სპიკერმა ალექსანდრე მოლოდოვმა  გამოცემა RMF FM ჟურნალისტს განუცხადა, რომ ეს დანაყოფი არ იღებს მოხალისეებს და დეზინფორმაციის გამავრცელებლებს შფოთვისა და დაბნეულობის გამოწვევა სურთ იმ პირობებში, როცა  აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა ომი მიმდინარეობს. ინფორმაცია ასევე უარყოფილია პოლონეთის კიბერსივრცის თავდაცვის ძალების ტვიტერის ანგარიშზე. 

itsvevs thu ara polonethis thavdatsvis saministro mokhaliseebs lituvur polonur ukrainul korpusshi4 იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?

ვებ-საიტ Niebezpiecznik.pl-ის თანახმად, რომელიც პოლონეთში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს,  მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში Telegram-ზეც ვრცელდებოდა და ამ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი შესაძლოა პროპაგანდისტული გზავნილისთვის ნიადაგის მომზადება ყოფილიყო, რომელიც, რუსულ მედიაში, სავარაუდოდ, მალე გავრცელდება. კიბერსივრცის თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ კაროლ მოლენდას განცხადებით, ის წყაროები, რომლებიც რუსული გავლენის აპარატიდან ინფორმაციას მუდმივად ავრცელებენ, ბოლო დღეებში LITPOLUKRBRIG-ის შესახებ დეზინფორმაციას აზიარებდნენ, თითქოს დანაყოფი სამშვიდობო მისიის საბაბით, რეალურად კი დასავლეთ უკრაინის ანექსიის მიზნით, უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. “ასეთი ცრუ ბრალდებები პოლონეთის გეგმების შესახებ დასავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდების თაობაზე რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის პროპაგანდისტული საქმიანობის ცნობილი ვექტორია”. – აცხადებს მოლენდა.

აღნიშნული ინფორმაცია პოლონურმა ფაქტების ანალიტიკოსმა პლატფორმამ Demagog-მაც გადაამოწმა. სტატიაში ნათქვამია, რომ შეტყობინებაში რომელიც პოლონეთის მოქალაქეებმა მიიღეს,” ბრიგადის” ნაცვლად “კორპუსი” წერია. ბრიგადა არის ყველაზე პატარა ტაქტიკური ერთეული, რომელიც არმიაში სახმელეთო ჯარების ძირითად საბრძოლო ერთეულს წარმოადგენს (თუმცა ის ასევე გვხვდება სხვა ტიპის შეიარაღებულ ძალებში). კორპუსი კი არის უფრო დიდი სამხედრო ნაწილი, რომელიც დივიზიებს, ბრიგადებს ან ბატალიონებს მოიცავს.

ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული სამშვიდობო დანაყოფის (LITPOLUKRBAT) შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2007 წელს ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრის დროს მიიღეს, მისი დაარსების შესახებ ხელშეკრულება კი 2014 წლის 19 სექტემბერს ვარშავაში გაფორმდა. დანაყოფის შტაბი, რომელიც შედგება ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისგან, პოლონეთის აღმოსავლეთში, ქალაქ  ლუბლინში მდებარეობს. ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინული ბრიგადის შექმნა პოლონეთს, უკრაინასა და ლიეტუვას შორის ერთიანი და გრძელვადიანი სამხედრო თანამშრომლობის უწყვეტი პროცესის ნაწილია. LITPOLUKRBRIG სამი საერთაშორისო შტაბის, სამი ბატალიონისა და სპეციალური დანიშნულების ნაწილებისგან შედგება. ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გაეროს უშიშრობების საბჭოს მანდატის საფუძველზე კომბინირებულ წვრთნებსა და  საერთაშორიო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. LITPOLUKRBRIG-ის საერთაშორისო ოპერაციებში გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გენერალთან ერთად, ყველა დამფუძნებელი სახელმწიფოს თანხმობის პირობებში.

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში პრორუსული აქტორები ცდილობენ აზრის დამკვიდრებას, რომ პოლონეთი ომს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და რეალურად დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. აღნიშნულ თემაზე დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გამოავლინა:

წყაროს შესახებ:

Neon24.pl (პოლონელების ფორუმი), რომელსაც ფეისბუკ მომხმარებელი Eduard Jishkariani ეყრდნობა, ონლაინ პლატფორმაა, რომელზეც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ინფორმაციის/ბლოგის განთავსება შეუძლიათ. სტატია, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ფორუმიდან გავრცელდა, პრორუსული და ნაციონალისტური პოლონური გამოცემის Niezależny Dziennik Polityczny -ის მიერაა მომზადებული. გამოცემას Neon24.pl-ზე ანგარიში აქვს შექმნილი და მისი სახელით 49 სხვადასხვა სტატია იძებნება. 

ფეისბუკ მომხმარებელი  Eduard Jishkariani ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსიის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას ყალბი ამბავი წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, რის გამოც მისი რამდენიმე პოსტი მცდარ ინფორმაციად არის მონიშნული. 

itsvevs thu ara polonethis thavdatsvis saministro mokhaliseebs lituvur polonur ukrainul korpusshi5 იწვევს თუ არა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მოხალისეებს ლიეტუვურ-პოლონურ-უკრაინულ კორპუსში?

არქივის ბმულები:
ედუარდ ჯიშკარიაანი
Russia Today
Ukraina.ru
eadaily.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა, პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist