დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები ცნობილია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.1k
VIEWS

15 -17 დეკემბერს რუსულ (Аргументи и Факты, info24.ru, Иносми) და ქართულ მედიაში საქართველო და მსოფლიო გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები უკვე ცნობილია. აღნიშნული მედიასაშუალებები პოლონურ გამოცემას – “პოლიტიკური ჟურნალი” (Dziennik Polityczny) ეყრდნობიან. 

პოლონური სტატიის მიმომხილველი ჰანა კრამერი ასახელებს კონკრეტულ თარიღებს, როდესაც დასავლეთ უკრაინის ანექსია იგეგმება.  მისი თქმით, “განმათავისუფლებელი მარში” კიევზე 2023 წლის 4 მაისს დაიწყება. სტატიის მიხედვით, ამის წინაპირობა ჯარში გაწვევები იყო და 18-დან 65 წლამდე ყველა პოლონელი კომისარიატში გამოიძახეს, მათ შორის ისინიც, ვისაც სამხედრო სამსახური არასდროს გაუვლია.  ავტორის თანახმად, პოლონეთის ჯარი დახმარებას  “პოლონელი დაქირავებული ჯარისკაცებისგანაც” ელის – დაახლოებით 5 000 ადამიანი, რომლებიც ახლა უკრაინის მხარეს იბრძვიან, უკრაინელების წინააღმდეგ გადავლენ, 11 ივლისს კი უკრაინის დასავლეთ ნაწილში რეფერენდუმი ჩატარდება. 

კრამერის მიმოხილვაში ამავე გამოცემის სხვა ავტორის, მარეკ გალასის სტატიის ფრაგმენტიცაა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ დასავლეთ უკრაინის ანექსიის პროცესთან დაკავშირებით სამართლებრივ დოკუმენტებს ხელი ჯერ კიდევ ამა წლის თებერვალში დუდას კიევში სტუმრობისას მოეწერა. ამის არგუმენტად გალასს ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი “უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ” მოჰყავს.

gatsveva polonethshi დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები ცნობილია

gatsveva polonethshi 1 დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები ცნობილია

ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის შემოერთებას გეგმავს, კრემლის დეზინფორმაციაა და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. 1. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს 18-65 წლამდე ყველა ადამიანი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს:  სარეზერვო წვრთვნები პოლონეთში ყოველწლიური აქტივობაა და  ძირითად იმ პოლონელებს ეხებათ, რომლებმაც სამხედრო მომზადება წარსულშიც გაიარეს, დანარჩენებისთვის კი მონაწილეობა ნებაყოფლობითია; 2. მტკიცება, თითქოს პოლონეთი 11 ივლისს ლვივში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, არანაირ ფაქტობრივ ინფორმაციას არ ეფუძნება და მტკიცებულებების გარეშეა; 3. კანონი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინაში სპეციალურ უფლებებს ანიჭებს, ძალაში 16 სექტემბრიდან შევიდა და ის უკრაინის სუვერენიტეტის საკითხს ეჭვქვეშ არ აყენებს. 

  • სარეზერვო წვრთნები პოლონეთში ყოველწლიური აქტივობაა

2023 წელს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სარეზერვო წვრთნებზე 200 000-მდე ადამიანის გაწვევას გეგმავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება 5 სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების გაწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს ყოველწლიური პროცედურაა და, როგორც პოლონეთის სამხედრო რეკრუტირების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წელს რაოდენობა არ გაზრდილა და 200 000-ს არ გადააჭარბებს.

ამ თემაზე განცხადება რეკრუტირების ეროვნული ცენტრის ტვიტერის გვერდზე 7 დეკემბერს დაიდო და აღნიშნულია, რომ რეზერვებში გაწვევა ძირითადად იმ ადამიანებს ეხებათ, ვისაც გადამზადება წარსულშიც გაუვლია. 

gatsveva polonethshi 2 დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის თარიღები ცნობილია
წყარო: სამხედრო რეკრუტაციის ეროვნული ცენტრი

პოლონეთის ცენტრალური სამხედრო რეკრუტირების ცენტრის წარმომადგენელმა იუსტინა ბალიკმა ამავე თემაზე კომენტარი 13 დეკემბერს, პოლონურ გამოცემა Polsat News-თანაც გააკეთა. 

იუსტინა ბალიკ: “გვინდა გავიწვიოთ ადამიანები, რომლებსაც სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. ეს ყოველწლიური პროცედურაა. ამაში სიახლე არაფერია. რეზერვები იყო, არის და იქნება გადამზადებული”

2022 წლის 12 მარტს მიღებული კანონის თანახმად, (DzU poz. 655), სამხედრო გადამზადებას გაივლიან პასიური რეზერვის წევრები ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვს სამხედრო სამსახურის გამოცდილება, თუმცა ამ ეტაპზე არ ასრულებენ არანაირ სამხედრო ვალდებულებას და არიან 55 წლამდე;  იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ უნტერ-ოფიცრის (უმცროსი მეთაური) წოდება, მაშინ 63-წლამდე. 

2023 წლის პროექტისთვის გათვალისწინებულია 5 სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების გადამზადება.

  1. სამხედროების გადამზადება – 200 000-მდე რეზერვის ჯარისკაცი, რომლებსაც სამხედრო გადამზადება წარსულშიც გაუვლიათ. ამ რაოდენობაში, ასევე შედის  200 პირი, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ სამხედრო სტრუქტურებში სამხედრო პოზიციებზე დასანიშნად. ამ ლიმიტის ფარგლებში, ასევე გადამზადდება 800 ახალგაზრდა,  პროგრამა – “აკადემიური ლეგიონის” მონაწილეები, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის – მოხალისეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხედრო განათლებით.
  2. პროფესიული სამხედრო სამსახური17 128-მდე პირი, რომლებიც შეიძლება გაიწვიონ აქტიურ სამხედრო სამსახურში პროფესიონალ ჯარისკაცად;
  3. აქტიური რეზერვი – 10 000-მდე ჯარისკაცი, რომლებიც ამჟამად მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში საჭიროების მიხედვით, არასრული განაკვეთით, განუსაზღვრელი ვადით; 
  4. ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური – 28 580-მდე პირი 18 წლიდან, რომლებსაც წარსულში არ გაუვლიათ არანაირი სამხედრო სამსახური; მოხალისეები, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა და განათლებისა; პირები, რომლებმაც სამხედრო სამსახური სხვა ქვეყანაში გაიარეს; პირები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და დაბრუნდნენ ქვეყანაში და დარეგისტრირდნენ მუდმივ მაცხოვრებლებად;
  5. ტერიტორიული თავდაცვის სამსახური – 38000-მდე ჯარისკაცი ტერიტორიული თავდაცვისთვის;

აქედან გამომდინარე, დეზინფორმაციაა, თითქოს პოლონეთში 18-65 წლამდე ყველა ადამიანი კომისარიატში გაიწვიეს. 

  • ლვივში რეფერენდუმის ჩატარება დაგეგმილი არ არის

რუსულ მედიაში წარსულშიც გავრცელდა ინფრომაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის მიერთებას  რუსეთის მიერ ნაცადი “წარმატებული გზით” გეგმავს და ლვივში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ამჯერად, კონკრეტული თარიღი – 2023 წლის 11 ივლისი დასახელდა. აღნიშნულ სტატიაში ეს ინფორმაცია ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება და არ არის დასახელებული არანაირი წყარო, რასაც ავტორი ეყრდნობა. ოფიციალურ ვარშავას კი უკრაინის ტერიტორიების შემოერთებაზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიული ცვლილების საკითხი ეროვნული რეფერენდუმის გზით წყდება და არა რეგიონულ დონეზე. შესაბამისად, პოლონეთი ლვივში რეფერენდუმს ვერ ჩაატარებს. 

ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:

გავრცელებულ სტატიებში ასევე საუბარია უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების შესახებ მიღებულ კანონზეც, რომლის მიხედვით, უკრაინა თითქოს სუვერენინტეტს კარგავს.

22 მაისს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას კიევში ვიზიტისას, ვოლოდიმირ ზელესკიმ კანონპროექტი დააანონსა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მცხოვრებ პოლონეთის მოქალაქეებს სპეციალური სტატუსი ენიჭებოდათ. ინიციატივა  პოლონეთის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დახმარების შესახებ მიღებული კანონის საპასუხოდ იყო მიღებული. კანონპროექტი მაშინვე გახდა რუსულ გამოცემებში სპეკულაციის საგანი. აღნიშნული პროექტი უკრაინის რადაში 28 ივლისს განიხილეს და მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15 აგვისტოს კი ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა და ძალაში 16 სექტემბრიდან შევიდა. 

კანონის მიხედვით, პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე 18 თვის განმავლობაში ლეგალურად დარჩენისა და იგივე უფლებებით სარგებლობის პრივილეგია აქვთ,რაც უკრაინის მოქალაქეებს. კანონი შემდეგ საკითხებს მოიცავს: 

  • დამატებითი ნებართვის გარეშე დასაქმება (მათ შორის სამეცნიერო-პედაგოგიური და სამედიცინო მუშაკები);
  • უკრაინის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის წარმართვა ისეთივე უფლებებით, როგორიც უკრაინის მოქალაქეებს;
  • სოციალური შეღავათები, მათ შორის შრომისუუნარობის, მარჩენალის დაკარგვის, უმუშევრობის, შშმ პირის და ა.შ.
  • უფასო განათლება და სტიპენდიების მიღება;
  • სამედიცინო დახმარება იგივე უფლებებით, როგორც უკრაინელებისთვის;
  • რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელად და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ბარათის სარეგისტრაციო ნომრის აღება.

მტკიცება, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის შემოერთებას გეგმავს, კრემლის აქტორებისა და რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ წლებია ვრცელდება, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. პოლონეთს უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. აღნიშნულ თემას მთავრობის სპეცსამსახურების კოორდინატორი სტანისლავ ჟარინი არაერთხელ გამოეხმაურა და დეზინფორმაცია უწოდა. ჟარინმა 16 დეკემბერს, emerging-europe -ზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მიზანია პოლონეთი ოკუპანტ ქვეყნად წარმოაჩინოს, რათა ქვეყნებს შორის დაძაბულობა გაჩნდეს და პოლონეთის დახმარება უგულებელყოფილი იყოს. 

ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასვლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს, მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist