იაკოვ კედმის დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინაში ჯარი შეყავს 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1k
VIEWS

20 ივლისს რუსულენოვან მედიებში (1, 2, 3, 4)  გავრცელდა კრემლის პროპაგანდისტი პოლიტოლოგის იაკოვ კედმის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთი აგვისტოში დასავლეთ უკრიანაში ორი ბრიგადის შეყვანას და დასავლეთ რეგიონებზე კონტროლის აღებას გეგმავს, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც ამჟამად იქ არიან განლაგებული, მისი თქმით, დონბასში ფრონტის ხაზზე გადაიყვანენ. კედმი ამტკიცებს, რომ ინფორმაცია პოლონეთის სადაზვერო სამსახურზე დაყრდნობით აქვს.

მტკიცება, თითქოს პოლონეთი უკრაინაში ჯარის შეყვანას და დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს, დეზინფორმაციაა. პოლონეთის მხარე სისტემატურად ეხმაურება კრემლის ბრალდებებს.  21 ივლისს, პოლონეთის სპეციალური სამსახურების პრესსპიკერმა – სტანისლავ ჟარინმა აღნიშნულ მტკიცებას კრემლის მორიგი დეზინფორმაცია უწოდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლონეთი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებასა და დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ პოლონეთს უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზიები არასდროს გამოუთქვამს. კრემლის სხვადასხვა აქტორების ბრალდებებს  21 ივლისს პოლონეთის სპეციალური სამსახურების პრესსპიკერი – სტანისლავ ჟარინი ტვიტერზე გამოეხმაურა. ჟარინის განცხადებაში აღნიშნულია,რომ ეს რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდის ტიპური გამოვლინება და სიცრუის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

სქრინშოთი: სტანისლავ ჟარინის ტვიტერის ანგარიში

სტანისლავი ჟარინი: რუსული პროპაგანდა აგრძელებს დეზინფორმაციულ ოპერაციას პოლონეთის წინააღმდეგ. პროპაგანდისტები კომენტარს კრემლის მიერ გავრცელებულ სიცრუეზე – პოლონეთის სავარაუდო გეგმებზე დასავლეთ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ აკეთებენ. 

წარსულში, მტკიცება იმის შესახებ, რომ პოლონეთი უკრაინაში ჯარის შეყვანას და დასავლეთ უკრაინის ანექსიას გეგმავს, პოლონეთის ვიცე-პრემიერის – იაროსლავ კაჩინსკის მიერ 16 მარტს გაკეთებულ განცხადებასაც მოყვა. მაშინ კაჩინსკი უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ, იმავე დღეს კაჩინსკის ერთ-ერთმა მრჩეველმა განმარტა, რომ ინიციატივა უკრაინაში ნატოს სამხედრო ინტერვენციას არ გულისმობდა, რუსულ, პროპაგანდისტულ მედიებში ის პოლონეთის სამხედრო ინტერვენციად იყო წარმოჩენილი. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ: 

კრემლის დეზინფორმაციაზე პოლონეთის უკრანის ანექსიასთან დაკავშირებით მითების დეტექტორი წარსულშიც წერდა. იხილეთ მასალები: 

წყაროს შესახებ:

პოლიტოლოგი იაკოვ კედმი Free Russia-ს მიერ მომზადებული “პუტინის სიაში” ფიგურირებს, როგორც პირი, რომელიც თანამშრომლობს პუტინის რეჟიმთან და ჩართულია რუსული ტელევიზიების პროპაგანდაში. 2010-იანი წლების დასაწყისიდან კედმი რუსული ტელეარხების, განსაკუთრებით Россия 1-სა და ITON.TV-ის, ხშირი სტუმარი გახდა.

კედმი რეგულარულად აკრიტიკებს უკრაინას და მუდმივად ანტისემიტიზმსა და ნაციზმთან კოლაბორაციაში სდებს ბრალს.  გარდა ამისა, კედმი სირიაში რუსეთის ქმედებებსაც ამართლებს. რუსული პროპაგანდისთვის კედმი სანდო წყაროა არა მარტო თავად რუსეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მაგალითისთვის, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა “სპუტნიკი” კედმის ფიგურას სხვადასხვა მოსაზრების ლეგიტიმაციისთვის ბელარუსში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში იყენებს. 

იაკოვ კედმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist