კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

470
VIEWS

11 ივნისს ყოფილმა პარლამენტარმა დემურ გიორხელიძემ პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ პოლონეთი უკრაინაში,ზელენსკის თხოვნით, ჯარების შეყვანას გეგმავს და სურს უკრაინა გაიყოს ისე, როგორც თავად პოლონეთი იყო სამჯერ გაყოფილი. 

გიორხელიძე ამ მტკიცებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე – სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Screenshot 44 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს

10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინის ტერიტორიების ათვისება აქტიურად დაიწყო. ლავროვის განცხადება რუსულ მედიებშიც გაშუქდა (ria.ru, gazeta.ru, radiosputnik,lenta.ru, iz.ru, rusevik.ru).

lenta.ru, iz.ru, rusevik.ru-ს Სტატიებში რუსეთის დუმას დეპუტატის – დმიტრი ბელიკის 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებასაც ახსენებენ,  რომელშიც ის ამბობს, რომ პოლონეთი უკრაინის საქმეებში ჩარევით იმპერიული ზრახვების დაკმაყოფილებას ცდილობს. 

დმიტრი ბელიკი: პოლონეთი მიმდინარე მოვლენებში შემთხვევითი მოთამაშე არ არის. მას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები. უკრაინასთან არსებული ვითარების ფონზე, ეს ქვეყანა ცდილობს დაიკმაყოფილოს თავისი იმპერიული ამბიციები, რომლებიც მას არ ასვენებს ჟეჩპოსპოლიტის (პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფო XVI საუკუნეში) გახსენებისას.

Screenshot 45 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს

გარდა ამისა, ვრცელედება ინფორმაცია (1,2, 3), რომ უკრაინაში ინიცირებული კანონით, რომლის მიხედვით, პოლონელებს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოთ, პოლონელებს ხმის მიცემის უფლება ექნებათ.  

Screenshot 46 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს

მტკიცება, თითქოს პოლონეთი უკრაინის ანექსიას გეგმავს, დეზინფორმაციაა. ოფიციალურ პოლონეთს უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. Რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები კი Პოლონეთის სპეციალური სამსახურების პრესსპიკერის მიერ კრემლის დეზინფორმაციად არის შეფასებული. გარდა ამისა,ზელენსკის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  კანონი, რომელსაც პოლონელებისთვის მიიღებენ, პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის მიღებული კანონის მსგავსი იქნება, რომლის მიხედვითაც უკრაინელებს მსგავსი უფლებები ექნებათ, რაც პოლონეთის მოქალაქეებს, ხმის მიცემის უფლების გამოკლებით. 

  • მტკიცება, თითქოს პოლონეთი უკრაინაში შეჭრას გეგმას, დეზინფორმაციაა

რუსი მაღალჩინოსნები და კრემლის სხვა აქტორები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს პოლონეთს უკრაინაში შეჭრა და დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. 

რეალურად, აღნიშნული განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან პოლონეთს უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს. ამასთანავე, ლავროვისა და ბელიკის განცხადებებს პოლონეთის სპეციალური სამსახურების პრესსპიკერმა სტალინსლავ ჟარინმა უპასუხა. 13 მაისს Მან ტვიტერზე კრემლის დეზინფორმაცია უწოდა მტკიცებას, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს.

Სტანისლავ ჟარინი: სერგეი ლავროვი აგრძელებს დეზინფორმაციის მცდელობებს პოლონეთის წინააღმდეგ. თავის ბოლო განცხადებაში ის მოტყუებით აცხადებს, რომ პოლონეთი აქტიურად იპყრობს უკრაინის ტერიტორიას და ხელს უშლის რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ჟარინი ასევე აღნიშნავს, რომ კრემლის დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება პუტინის მიზანს, ჩამოაგდოს დაძაბულობა უკრაინასა და პოლონეთს შორის.

Screenshot 47 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურსScreenshot 48 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს

6 მაისს, პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული პროპაგანდა მრავალმხრივ კამპანიას აწარმოებს პოლონეთის წინააღმდეგ, რათა დამკვიდრდეს აზრი, რომ პოლონეთს უკრაინასთან მიმართებით აგრესიული გეგმები აქვს.  Მსგავსი ანგარიში პოლონეთის მთვარობამ 24 თებერვლიდან რამდენჯერმე გამოაქვეყნა. 

Screenshot 49 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს
სქრინშოთი: gov.pl

 

  • ზელენსკის საკანონმდებლო ინიციატივა პოლონელებისთვის უკრაინაში სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ ხმის მიცემის უფლებას არ გულისხმობს

22 მაისს, უკრაინის რადაში პოლონეთის პრეზიდენტის – ანჯეი დუდას ვიზიტისას, ზელენსკიმ ახალი კანონპროექტი დააანონსა, რომელიც პოლონელებს უკრაინაში განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს. ამავე დღეს,  სააგენტო უნიანთან ზელენსკის პრესმდივანმა – სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მუშავდება და მსგავსი იქნება პოლონეთში მიღებული კანონისა – უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის შესახებ.

„ყურადღება უნდა მივაქციოთ პოლონეთში მიღებულ კანონს უკრაინიდან დროებით დევნილთა შესახებ, რომელიც ფაქტობრივად აიგივებს უკრაინის მოქალაქეებს პოლონეთის მოქალაქეებთან ხმის მიცემის უფლების გამოკლებით. ამიტომ უკრაინაში მსგავსი კანონი  მიიღება“, – განაცხადა ნიკიფოროვმა სააგენტო უნიანთან. 

კანონპროექტი უკრაინელი ლტოლვილებისთვის პოლონეთში

უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე 24 თებერვლიდან რუსეთის აგრესიის შედეგად იმყოფებიან, პოლონეთის პრეზიდენტმა 26 მარტს სპეციალური კანონი მიიღო. კანონის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეს, 18 თვის განმავლობაში, პოლონეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვს.  კანონი უკრაინელებს შრომის ბაზარზე წვდომას პოლონეთის მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში აძლევს. კანონის მეორე, მნიშვნელოვანი ელემენტია უკრაინელი ბავშვების წვდომა პოლონურ საგანმანათლებლო სისტემაზე. ასევე, უკრაინელებს საშუალება აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემით ისარგებლონ იმავე წესებით, როგორც პოლონეთის მოქალაქეებს.

Მემორანდუმი პოლონეთსა და უკრაინას შორის

პოლონეთსა და უკრაინას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 1 ივნისს კიევში პოლონეთ-უკრაინის მთავრობათაშორისი კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა. კონსულტაციების შემდეგ, რვა სხვადასხვა მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

Screenshot 50 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს
ფოტო: PAP/Krystian Maj/KPRM

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელმოწერილ პუნქტებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია დებულებები, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და შეეცდება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ივნისში მინიჭებაზე იმუშაოს. შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქების აღდგენასთან დაკავშირებითაც მიიღო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა Მატეუშ მორავიეცკიმ ტვიტერზე იმ საკითხების სია გამოაქვეყნა, რაზეც შეთანხმება მოხდა. ესენია:

  • შემდგომი თავდაცვითი საქმიანობა,
  • ეკონომიკური თანამშრომლობა,
  • პოლონური კომპანიების მხარდაჭერა უკრაინის რეკონსტრუქციაში,
  • ენერგეტიკის, კვებისა და ტრანსპორტის უსაფრთხოება,
  • ეროვნული მეხსიერება.

Screenshot 51 კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთს უკრაინის ანექსია სურს

Მტკიცება, თითქოს პოლონეთი უკრაინის ანექსიას გეგმავს წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist