3 დეზინფორმაცია პოლონეთის მიერ უკრაინის “ხელში ჩაგდების” მცდელობებზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

357
VIEWS

31 აგვისტოს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” საიტზე უკრაინასა და პოლონეთის შესახებ რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი სუზდალცევის, კომენტარი გამოქვეყნდა. სუზდალცევის თანახმად, პოლონელები უკრაინაში “ყველაფრის ხელში ჩაგდებას ცდილობენ”, ყიდულობენ მიწებს, ასევე 50%-იანი ფასდაკლებით ყიდულობენ მარცვლეულს, რათა ევროპაში უფრო ძვირად გაყიდონ, ხოლო უკრაინის მთავრობამ, სუზდალცევის თქმით, ჯერ კიდევ ზამთარში ოქროს რეზერვი პოლონეთში გაიტანა. აღნიშნული კომენტარი სუზდავცევმა თავდაპირველად RIA NOVOSTI-ს მისცა, რის შემდეგაც ის სხვა რუსულმა გამოცემებმაც, მათ შორის Московский Комсомолец-მა გაავრცელა. 

Screenshot 9 1 3 დეზინფორმაცია პოლონეთის მიერ უკრაინის “ხელში ჩაგდების” მცდელობებზე

პოლონელების მიერ უკრაინის “ხელში ჩაგდებასთან” დაკავშირებით ანდრეი სუზდალცევის მიერ გაჟღერებული მტკიცებები, სიმართლეს არ შეესაბამება: 1) უკრაინული მარცვლეული პოლონეთშიც იმავე ფასად იყიდება, რა ფასადაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში; 2) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვა არ შეუძლიათ; 3) უკრაინას პოლონეთში ოქროს მარაგები არ გაუტანია.

  • უკრაინული მარცვლეული პოლონეთშიც იმავე ფასად იყიდება, რა ფასადაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში

სუზდალცევის მტკიცებით, პოლონეთი უკრაინისგან მარცვლეულს 50%-იანი ფასდაკლებით ყიდულობს. APK-Inform-ის მონაცემებით, პოლონეთიდან აუქციონებზე უკრაინულ მარცვლეულს იმავე საფასო კატეგორიაში ყიდულობენ, რაშიც სხვა ქვეყნებიდან. აგრობიზნესის სფეროში უკრაინული ანალიტიკური და საინფორმაციო სააგენტო APK-Inform უკრაინასა და დსთ-ის ქვეყნებში აგრობიზნესთან დაკავშირებულ ცნობებს და მათ შორის ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციის ფასების შესახებ ინფრომაციას სისტემატურად აქვეყნებს. სააგენტოს საიტზე აგრობაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან მარცვლეულის აუქციონებზე უკრაინულ მარცვლეულზე შეთავაზებული ფასის (bid price) შესახებ ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. შეთავაზებული ფასები შეესაბამება 1 ტონა მარცვლეულს, რომელიც ადგილზე (საზღვარზე) იქნება მიწოდებული იმ პირობით (DAP), რომ გამყიდველი იხდის  გადაზიდვის  გადასახადს  მითითებულ  ადგილამდე და საკუთარ თავზე იღებს ტრანსპორტირების ყველა რისკს.

ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინული მარცვლეულისთვის აუქციონებზე შეთავაზებული ფასი ერთსა და იმავე საფასო კატეგორიაშია. მაგალითად მარტში პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში მარცვლეულის ბაზარზე მყიდველები 1 ტონა უკრაინულ სიმინდში 250-265$ იხდიდნენ, სლოვაკეთში კი – 275$-ს. აპრილში სიმინდზე ფასის შემცირება შეინიშნებოდა, აპრილ-მაისში პოლონეთის საზღვარზე უკრაინული სიმინდზე შეთავაზებული ფასი ტონისთვის 240-250$ იყო, რაც APK-Inform-ის მონაცემებით, ერთი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 15$-იანი გაიაფება იყო. აღსანიშნავია, ისიც რომ უკრაინულ მარცვლეულზე ფასი ხანდახან მცირედით არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა ლოკაციაზეც განსხვავდება, მაგალითად მაისი-ივნისის პერიოდში პოლონეთის საზღვარზე 1 ტონა სიმინდისთვის შეთავაზებული ფასი იზოვში 230-250$, ხოლო იაჰოდინში 225-240$ იყო. АPK-Inform-ს თანახმად, ფასებზე გავლენა აქვს მარცვლეულის საკმაოდ დიდი რაოდენობას (ექსპორტის შეჩერების გამო უკრაინაში დაგროვილ მარცვუელს ახალი მოსავალიც ემატება), ევროპელი მყიდველების შეზღუდულ რაოდენობას, ტრანსპორტირების ხარჯებს, კონტრაქტების შესრულებაში შეფერხებებსა და მარცვლეულის გადატანაში წარმოქმნილი ლოგისტიკური პრობლემებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდისთვის სიმინდზე ფასები სტაბილურია და პოლონეთში ტონაზე 205-220$-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში 220-240$-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად უკრაინულ მარცვლეულზე ფასები საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა ამის მიზეზი საბაზრო პროცესებია – მცირე მოთხოვნა, შიდა ბაზრის განვითარება, უკრაინის პორტების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები – და არა უკრაინის მიერ მარცვლეულის რაიმე სახის ფასდაკლებით გაყიდვა. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები წარსულშიც გამხდარა დეზინფორმაციის სამიზნე:

უკრაინის ტერიტორიის 70%-ზე მეტი, 42,7 მილიონი ჰექტარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა. სუზდალცევის მტკიცებით, პოლონელები უკრაინაში აქტიურად ყიდულობენ მიწებს, თუმცა უკრაინის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვა არ შეუძლიათ. უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვაზე 1992 წლიდან 2021 წლამდე მორატორიუმი მოქმედებდა და ამ ტიპის ნაკვეთებით ვაჭრობა უკრაინის მოქალაქეებსაც არ შეეძლოთ. 2021 წელს კანონმდებლობა შეიცვალა და სასოფლო-სამეურნეო მიწით ვაჭრობის ბაზარი გაიხსნა, თუმცა მიწის რეფორმა ქვეყანაში ეტაპობრივად ტარდება. ამ დროისთვის უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყიდვა მხოლოდ უკრაინის მოქალაქე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, ისიც არაუმეტეს 100 ჰექტარისა. იურიდიული პირები მიწის შესყიდვის უფლებას 2024 წლიდან მიიღებენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების და კომპანიების კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვა არ შეუძლიათ. უცხოელებისთის მიწის შესყიდვის უფლების მიცემის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი, აღსანიშნავია ისიც, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვერ შეძლებენ მიწის იმ ნაკვეთის შესყიდვას, რომელიც უკრანის საზღვრიდან მინუმუმ 50 კილომეტრით არ არის დაშორებული. ასევე აკრძალულია აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა. არსებული კანონმდებლობით უცხოელებისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ამ მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონებაა (მაგ.სახლი) განლაგებული და მიწის ნაკვეთი საქალაქო ტიპის დასახლებას ეკუთვნის. ერთ-ერთი უკრაინული იურიდიული ფირმის, “Правовая Помощь-ის” განმარტებით, მათ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც უცხოეთის მოქალაქეებს დაეხმარნენ უკრაინაში მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული უძრავი ქონების შესყიდვაში. ერთ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ ახალი სასტუმროს აშენების მიზნით ძველი სანატორიუმის შენობა და სანატორიუმისთვის მიკუთვნებული ტერიტორია შეისყიდა, მეორე შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიწის ნაკვეთი მასზე მწყერის ფერმის აშენების მიზნით იყიდა, ორივე შემთხვევაში ეს მიწის ნაკვეთები არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ორივე შემთხვევაში ნაკვეთზე ბიზნესისთვის აუცილებელი უძრავი ქონის აშენება იყო გათვალისწინებული. 

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ უკრაინამ პოლონეთში ოქროს მარაგი გაიტანა

ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინამ ოქროს მაგარი პოლონეთში გაიტანა, რუსულ მედიაში ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა. რუსული მედიის ცნობით, ამ ფაქტზე განცხადება უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგეი ნიკოლაიჩუკმა გამოცემა Rabbit Hole-თან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა გამოცემამ, StopFake-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ნიკოლაიჩუკს მსგავსი განცხადება არც Rabbit Hole-თან არც სხვა ინტერვიუებში გაუკეთებია. გარდა ამისა, StopFake აღნიშნავს, რომ ოქროს და სავალუტო რეზერვი ანუ უკრაინის საერთაშორისო რეზერვი მოიცავს აქტივებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის საერთაშორისოდ აღირებული. ამ რეზერვის 54.9% მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციები, დიდწილად აშშ-ს საგარეო ვალის ობლიგაციებია, 38.4% – ნაღდი ფული და სხვა რესურსები სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ანაგრიშებზე, რაც შეეხება ოქროსა და სხვა ძვირფას მეტალებს, ის უკრაინის  რეზერვების 6.7%-ს წარმოადგენს. უკრაინის ოქროს მარაგი ეროვნული ბანკის სახელმწიფო ხაზინაში და ეროვნული ბანკის მიერ სხვა ქვეყნების ცენტრალური და კომერციული, მათ შორის უცხოური ბანკების ანგარიშებზე ინახება. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის ოქროსა და სავალუტო რეზერვები ქვეყნის რეზერვების ერთიანობას წარმოადგენს და სხვადასხვა ფორმით და ადგილზე არის გადანაწილებული, რაც გამორიცხავს, მტკიცებას, რომ უკრაინამ ოქროს რეზერვები პოლონეთში გაიტანა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობები არაერთხელ გახდა კრემლის პროპაგანდის სამიზნე. სხვადასხვა დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინის მიტაცებას და მასზე კონტროლის დამყარებას ცდილობს “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist