ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

54
VIEWS

22 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “Gvanca Grimaldi” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც წერს, რომ ჰავაიზე ხანძარი “ჰაარპით” გაჩნდა, რასაც ღრუბლიდან წამოსული სხივი ადასტურებს. ვიდეოში ჩანს ძლიერი აფეთქება, რომელსაც მოყვება მაუის კუნძულზე მომხდარი ხანძრის შედეგად გამოწვეული შედეგების ფოტოების კოლაჟი. 

6 სექტემბერს ფეისბუქზე კიდევ ერთი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც იგივე კადრები გვხვდება.

Screenshot 2023 09 08 164525 ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

მტკიცებები იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახულია “ჰაარპის” მიერ კუნძულ ჰავაიზე გამიზნულად გამოწვეული ხანძარი ან ლაზერული იარაღის გამოყენების კადრები, დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები კადრები ჩილეშია გადაღებული და ის ძლიერი ქარის დროს ტრანსფორმატორის აფეთქებას ასახავს. 

ცნობილმა ბრიტანულმა მედია BBC-იმ აღნიშნული ვიდეოს გადამოწმებისას დაადგინა, რომ ვიდეოში ნაჩვენები აფეთქება არა მაუიზე, არამედ ჩილეს ქალაქ მაკულში მოხდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა ადგილობრივმა ტელეარხმა CHVNoticias-მ, რომლის მიხედვითაც კადრებში ნაჩვენებია ტრანსფორმატორის აფეთქება, რაც ძლიერი ქარით იყო გამოწვეული. როგორც მათი სიუჟეტის, ისე “მითების დეტექტორის” კვლევის ფარგლებში ვიდეოს შესწავლისას, შენელებულ კადრებში ჩანს, რომ ჯერ ქუჩაში ხდება აფეთქება და ცისკენ მიმართული სხივი მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება. 

CHVNoticias-ს სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ცისკენ მიმართული სხივი კამერის მიერ შექმნილი ანარეკლია. 

Screenshot 2023 09 08 164529 ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
კადრი CHVNoticias-ს სიუჟეტიდან
Screenshot 2023 09 08 164535 ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
კიდევ ერთი კადრი ტიკტოკზე გავრცელებული იმავე  ვიდეოდან.

Gvanca Grimaldi-ის მიერ გავრცელებული ვიდეო იმავე მოვლენას ასახავს, თუმცა კადრი სარკისებურად არის შებრუნებული.

Screenshot 2023 09 08 164539 ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
სარკისებურად შებრუნებული კადრი ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ჰაარპი” ამერიკის არმიის მიერ შექმნილი იარაღია და მას იყენებენ, როგორც ადამიანის გონების კონტროლისთვის, ისე მიწისძვრების, ცუნამების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების ხელოვნურად გამოწვევისათვის. რეალურად, HAARP-ი, ანუ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამა აშშ-ს საჰაერო და საზღვაო ძალების ინიციატივით 1990-იან წლებში შეიქმნა  და იონოსფეროს (ატმოსფეროს ნაწილი დედამიწის ზედაპირიდან 50 კმ-ის სიმაღლეზე) კვლევისთვის არის განკუთვნილი. მეცნიერების განმარტებით, HAARP-ის საშუალებით ამინდზე, მით უფრო, გონებაზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

ჰავაის კუნძულზე გაჩენილი ხანძარი არაერთხელ დაუკავშირეს, როგორც “ჰაარპს”, ისე სხვა ენერგეტიკული ტიპის იარაღს. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მასალებში:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Gvanca Gmiraldi” ანტიდასავლური და შეთქმულების თეორიის შემცველ პოსტებს ხშირად აზიარებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორსაც” გადაუმოწმებია.

Screenshot 2023 09 08 164546 ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ფეისბუქ ანგარიში “ნამდვილი მეგობარი” ანტიდასავლური და კონსპირაციული სახის ინფორმაციებს აზიარებს. დეზინფორაციული ტიპის პოსტი მას აქამდეც გაუვრცელებია.

Screenshot 2023 09 08 164723 ჰავაიზე ლაზერული სხივით ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

არქივი: 1

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist