ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით მხოლოდ შენობები დაიწვა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

782
VIEWS

18 აგვისტოს ფეისბუქზე ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის კადრები გავრცელდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, კუნძულზე მხოლოდ სახლები, შენობები და მანქანები დაიწვა, მაგრამ გადარჩა ხეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის გასაჩენად  მიზნობრივი ენერგეტიკული იარაღი – Direct Energy Weapon არის გამოყენებული. შესაბამისად, პოსტის თანახმად, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ჰავაის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის მიზანსაც ადამიანების “გლობალურ დათბობაში” დარწმუნება და “კლიმატის” სახელით ტირანიული შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს. 

videomanipulatsia thithqos havaize energetikuli iaraghis gamoqhenebith mkholod shenobebi daitsva ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით მხოლოდ შენობები დაიწვა

პოსტში გაჟღერებული მტკიცებები დეზინფორმაციულია და კონსპირაციულ თეორიას ავითარებს. ჰავაის კუნძულზე მსგავსი ტიპის ხანძარი უჩვეულო არ არის, რამდენადაც ტყის ხანძრები ხშირად აფრქვევენ ცეცხლოვან ნაპერწკლებს, რომლებიც ხეებთან შედარებით უფრო დიდ სამიზნეებს ხვდება, როგორიცაა სახლები და მანქანები. თავად ხეებს კი დაწვისგან გარკვეულწილად მათივე ქერქი და წყლის შემცველობა იცავს.
ასევე, მტკიცება, რომლის თანახმადაც, ხანძარი ლაზერული სხივების ან სხვა იარაღის ზემოქმედების შედეგად, მიზანმიმართულად გაჩნდა, უსაფუძვლოა და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ხანძრის ხელოვნურად გაჩენას ადასტურებს.

8 აგვისტოს შემდეგ სოციალურ მედიაში  არაერთი მოსაზრება გავრცელდა, რომელთა თანახმადაც, ხანძარი ლაზერული სხივების ან სხვა იარაღის ზემოქმედების შედეგად, მიზანმიმართულად გაჩნდა. თუმცა, მსგავსი პრეტენზიები უსაფუძვლოა და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ხანძრის ხელოვნურად გაჩენას ადასტურებს.

ექსპერტების თანახმად, ჰავაის კუნძულზე მსგავსი ხანძრები უჩვეულო არ არის. ტყის ხანძრები ხშირად აფრქვევენ მფრინავ ნაპერწკლებს, რომლებიც შემდეგ უფრო დიდ სამიზნეებზე გადადის, როგორიცაა სახლები და მანქანები. ხოლო ხეები, რომლებსაც ცეცხლი ეკიდება, როგორც წესი, ბოლომდე არ იწვება, მათი წყლის შემცველობის  და ქერქის არსებობის გამო.

ბერკლის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ასოცირებულმა პროფესორმა, მაიკლ გოლნერმა, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო კვლევით ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, AP-თან განაცხადა, რომ ჰავაის კუნძულზე მსგავსი ხანძრები უჩვეულო არ არის. 

მაიკლ გოლნერი: “ფაქტობრივად ძალიან ხშირად ხდება, რომ ტყის ხანძრები გადაწვავს შენობებს და მანქანებს, მაგრამ ხელუხლებლად ტოვებს იქ მყოფ ხეებს, დენის ბოძებს და სხვა მცენარეულობას. ტყის ხანძრები ხშირად სახლებსა და სხვა სტრუქტურებზე პატარა, ცეცხლოვანი ნაწილაკებით ვრცელდება.”

მან ასევე გაიხსენა 2008 წელს კალიფორნიაში მომხდარი ხანძარი, რომლის დროსაც საცხოვრებელი სახლები დაიწვა, ხოლო მცენარეული საფარი შედარებით უვნებელი გადარჩა. იმ დროს გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ დგანან დამწვარი სახლები ცეცხლს გადარჩენილ ხეებს შორის. 

videomanipulatsia thithqos havaize energetikuli iaraghis gamoqhenebith mkholod shenobebi daitsva1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით მხოლოდ შენობები დაიწვა
წყარო: fs.usda.gov

ორეგონის შტატის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, კრისტოფერ დანმა ასევე განაცხადა, რომ მაუის სურათები არ იყო უჩვეულო და გაიხსენა 2020 წელს სამხრეთ ორეგონში მომხდარი ხანძარი, რომლის დროსაც სახლები განადგურდა, ხოლო იქვე მდებარე ხეები კი გადარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხის პატარა ნაჭრები ადვილად იწვის, დიდ ხეებს ცეცხლისგან გარკვეულწილად მათივე ქერქი და ხეებში არსებული წყლი იცავს.

videomanipulatsia thithqos havaize energetikuli iaraghis gamoqhenebith mkholod shenobebi daitsva2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით მხოლოდ შენობები დაიწვა
ფოტო: John Locher

მერილენდის უნივერსიტეტის სახანძრო უსაფრთხოების პროფესორმა აღნიშნა, რომ ხანძარი შეიძლება გავრცელდეს ცეცხლთან, რადიაციასთან ან მფრინავ ნაპერწკლებთან კონტაქტის შედეგად. ხოლო სტრუქტურები, გემბანები და ღობეები განსაკუთრებით მოწყვლადია მფრინავი ნაპერწკლების მიმართ, რომლებსაც ხეებიდან და დენის ბოძებიდან ქარი ფანტავს.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც თანდართულ პოსტთან ერთად ვრცელდება, ის 2023 წელს მაუიზე გაჩენილ ხანძარს არ ასახავს და იდენტური ვიდეო სოციალურ ქსელ Twitter-ზე 2020 წელსაც ვრცელდებოდა.

videomanipulatsia thithqos havaize energetikuli iaraghis gamoqhenebith mkholod shenobebi daitsva3 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღის გამოყენებით მხოლოდ შენობები დაიწვა

ჰავაის კუნძულ მაუიზე 8 აგვისტოს დაწყებული ტყის ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე არაერთი კონსპირაციის თეორია გავრცელდა. მათ შორის ერთ-ერთი “მიზნობრივი ენერგიის იარაღს” (Directed energy weapons) უკავშირდება. ოფიციალური ვერსიით, ჰავაის ხანძრები უკიდურესად მაღალმა ტემპერატურამ, მშრალმა, ცხელმა და ქარიანმა ამინდმა გამოიწვია. თუმცა, Washington Post-ის თანახმად, პირველი ხანძარი ამ მხარეში ჩამოგდებულ ელექტროსადენს შეეძლო გამოეწვია. ჰავაის ეროვნული ამინდის სამსახურის მეტოროლოგის, ჯონ ბრავენდერის თანახმად, ტყის ხანძარი ძალიან ძლიერი ქარისა და დაბალი ფარდობითი ტენიანობის პერიოდში გაჩნდა. მზარდი გვალვის გამო კი ხმელ მცენარეულ საფართან ერთად, სხვა ყველა სხვა პირობა ადგილზე იყო იმისთვის, რომ ექსტრემალური ხანძარი გაჩენილიყო

კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის კლიმატოლოგმა, დენიელ სვეინმა factcheck.org-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ვითარება, რაც არ უნდა შემზარავი და უპრეცედენტო იყოს თანამედროვე ეპოქაში დაღუპულთა რიცხვის გათვალისწინებით, მრავალი თვალსაზრისით შეესაბამება იმ სტიქიურ უბედურებებს, რომლებიც სხვა ადგილებშიც  ხდება.

აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის თანახმად, მიზნობრივი ენერგიის იარაღი არის ტექნოლოგია, რომელიც “კონცენტრირებულ ელექტრომაგნიტურ ენერგიას” იყენებს და მოიცავს “მაღალი ენერგიის ლაზერებსა და სხვა მაღალი სიმძლავრის ელექტრომაგნიტურ პროდუქტებს”.

კოლორადოს უნივერსიტეტის  ეროვნული უსაფრთხოების ინიციატივების ცენტრის დირექტორმა, იაინ ბოიდმა განაცხადა, რომ  თანამედროვე ლაზერების სიმძლავრე საკმარისად მაღალია ნებისმიერი სახის ხანძრის დასაწყებად, თუმცა ინფრაწითელი გამოსხივების შეუიარაღებელი თვალით  დანახვა შეუძლებელია. შესაბამისად,  ყალბი ფოტოების გარდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ხანძარი მაუიში იარაღმა გამოიწვია. ასევე, შტატისა და ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა  USA Today-ს განუცხადეს, რომ პრეტენზია იმის შესახებ, რომ ხანძარი მიზნობრივმა ენერგეტიკული იარაღმა გამოიწვია ხანძარი, სიმართლეს არ შეესაბამება.

მიზნობრივი ენერგიის იარაღი (DEW) კონცენტრირებულ ელექტრომაგნიტურ ენერგიას სინათლის სიჩქარით სროლისთვის იყენებს და  მტრის სამიზნეების განადგურება შეუძლია. სხვადასხვა ტიპის ენერგიის იარაღი ელექტრომაგნიტური სპექტრის ცალკეულ რეგიონებს იყენებს, როგორიცაა რადიოტალღები და მიკროტალღები. ენერგეტიკული იარაღი (DEW), როგორიცაა ლაზერები, არის უაღრესად ფოკუსირებული საბრძოლო მასალა, რომელსაც დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მაუის ხანძრის შესახებ ვრცელდებოდა მტკიცება, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენა იწინასწარმეტყველეს. რეალურად, გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავდა, ხოლო მტკიცება, თითქოს სიმპსონებმა ჰავაის ხანძრების მიმართული ენერგიის იარაღით გაჩენა იწინასწარმეტყველეს, მცდარია. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი ბოლო ჟამის ქრისტიანები კორონავირუსის პანდემიის დაწყების პერიოდიდან დღემდე დეზინფორმაციული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს ავრცელებს.  მითების დეტექტორმა” ამ ანგარიშის მმერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist