გადაურჩა თუ არა ჰავაის სტიქიას ბეზოსის, მასკის და გეიტსის სახლები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.3k
VIEWS

20 აგვისტოს ინსტაგრამ ანგარიშმა past.keeper ჰავაის ხანძრების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოს რუსულენოვანი წარწერა ერთვის, რომლის მიხედვითაც, ჰავაის ხანძრები სტიქიით არ იყო გამოწვეული და ის მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაუის ადგილობრივმა მოსახლეობამ მსოფლიო ელიტისთვის საკუთარი მიწის მიყიდვაზე უარი განაცხადა. ვიდეოს მიხედვით, ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და ბილ გეიტსის უძრავი ქონება, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხანძარს უვნებლად გადაურჩა.  აღნიშნული ვიდეო ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლებმაც (1,2) გააზიარეს. 

15-18 აგვისტოს რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5) მსგავსი ინფორმაცია ვიდეოს გარეშე გაავრცელეს. 

gadaurcha thu ara havais stiqias bezosis maskis da geitsis sakhlebi გადაურჩა თუ არა ჰავაის სტიქიას ბეზოსის, მასკის და გეიტსის სახლები?

gadaurcha thu ara havais stiqias bezosis maskis da geitsis sakhlebi1 გადაურჩა თუ არა ჰავაის სტიქიას ბეზოსის, მასკის და გეიტსის სახლები?

ინფორმაცია, რომ ცნობილი მდიდარი ადამიანების საკუთრება კუნძულ მაუიზე ხანძარს უვნებლად გადაურჩა, კონსპირაციის თეორიის ნაწილია. ჯეფ ბეზოსი სახლს კუნძულის სხვა ნაწილში ფლობს; სახლი, რომლის მეპატრონედაც ილონ მასკს ასახელებენ, რეალურად ჰავაის ადგილობრივ მკვიდრს ეკუთვნის, ხოლო გეიტსის მიერ სტიქიის ეპიცენტრში სახლის ფლობა მტკიცებულების გარეშეა.

გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ჯეფ ბეზოსს, ილონ მასკსა და ბილ გეიტსს მაუიზე მდიდრული სახლები აქვთ, რომლებიც კუნძულზე 8 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად არ დაიწვა. ვიდეოში სამი სახლია ნაჩვენები, რომლებიც თითქოს დასახელებულ სამ პირს ეკუთვნის.

gadaurcha thu ara havais stiqias bezosis maskis da geitsis sakhlebi2 გადაურჩა თუ არა ჰავაის სტიქიას ბეზოსის, მასკის და გეიტსის სახლები?
კადრები ვიდეოდან: გაჟღერებული მტკიცების თანახმად, (მარცხნიდან მარჯვნივ) ჯეფ ბეზოსის, ილონ მასკისა და ბილ გეიტსის სახლები მაუიზე

გავრცელებული მტკიცებები ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია AFP-მაც შეისწავლა. ადგილობრივმა უძრავი ქონების აგენტმა ორგანიზაციას დაუდასტურა, რომ ჯეფ ბეზოსი მაუიზე უძრავ ქონებას ნამდვილად ფლობს, თუმცა ის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ლა პერუზის ყურესთანაა განთავსებული, მაშინ, როდესაც ხანძრების ეპიცენტრი ლაჰაინა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. შესაბამისად, ბეზოსი სტიქიის ეპიცენტრში სახლს არ ფლობს. 

რაც შეეხება მეორე ფოტოს, მასზე ნაჩვენები წითელსახურავიანი სახლი არა ილონ მასკს, არამედ ჰავაიზე მცხოვრებ ტრიპ მილიკინს ეკუთვნის. მილიკინის აზრით, მისი სახლი რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო გადარჩა: მისი სახლის გარშემო ნეშომპალა ან აალებადი მცენარეები არ იყო განთავსებული და სახლის სახურავი მცენარის და სხვა ნარჩენებისგან გასუფთავებული იყო. აღნიშნული სახლის ფოტო მედიაში ფართოდ გავრცელდა და მის შესახებ არაერთი სტატია დაიწერა ( 1, 2). 

ილონ მასკმა ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი ორივე კომპანია, Tesla და Space-x ცეცხლით მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობენ

რაც შეეხება ბილ გეიტსს, ის მაუის კუნძულზე 1994 წელს მელინდა გეიტსზე დაქორწინდა, თუმცა ცნობები მაუისზე გეიტსის ქონების შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება. ვიდეოში მოცემული ფოტო ნამდვილად ლაჰაინაში მდებარე სახლებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ სახლები, რომლებიც, ვიდეოს მიხედვით, ბეზოსსა და გეიტსს ეკუთვნით, ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. სახლების ამსახველი ფოტო არაერთი მედიასაშუალების სტატიას აქვს დართული (1,2), თუმცა, მტკიცება, რომ ისინი გეიტსისა და ბეზოსის საკუთრებაა, არსად გვხვდება.

gadaurcha thu ara havais stiqias bezosis maskis da geitsis sakhlebi3 გადაურჩა თუ არა ჰავაის სტიქიას ბეზოსის, მასკის და გეიტსის სახლები?
ფოტო: www.hawaiinewsnow.com

აგვისტოში აშშ-ის შტატ ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრები გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასამდე დაკარგულად ითვლება.  ოფიციალური ვერსიით, ჰავაის ხანძრები უკიდურესად მაღალმა ტემპერატურამ, მშრალმა, ცხელმა და ქარიანმა ამინდმა გამოიწვია.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის გაჩენის შემდეგ არაერთი კონსპირაციის თეორია გავრცელდა. მათი ნაწილის მიხედვით, ხანძრები განზრახ გააჩინეს და ამისთვის მიზნობრივი ენერგეტიკული იარაღი გამოიყენეს, ხოლო ნაწილი ამტკიცებდა, რომ ხანძრის გაჩენა ანიმაციურ სერიალში “სიმპსონებში” იყო ნაწინასწარმეტყველები. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

წყაროების შესახებ:

რუსულენოვანი ანგარიშები Larisa Loginova და Alina KO შეთქმულების თეორიებს ხშირად ავრცელებენ და “მითების დეტექტორის” მასალებში არაერთხელ მოხვედრილან. 

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist