ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთის ლაბორატორიაში ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცი იწარმოება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.1k
VIEWS

27 და 28 ივლისს ქართულ და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ ანგარიშებმა გამოცემა The Independent-ის ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც მამაკაცი, სახელად გრეგ უოლესი კომპანია “Good Harvest-ის” შესახებ მოგვითხრობს, სადაც ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცი იწარმოება. გავრცელებული პოსტების მიხედვით, გრეგ უოლესი “საოცარ ადამიანის ხორცს” ბრიტანულ “მეოთხე არხზე” აქებდა, ხოლო რაც შეეხება ხორცს, პოსტების თანახმად, ის ლაბორატორიაში ადამიანის ქსოვილისგან მიიღება და მისი გამოყენებით სტეიკის, ჰამბურგერისა და ძეხვის მომზადებაა შესაძლებელი. 

Screenshot 2023 08 01 133018 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთის ლაბორატორიაში ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცი იწარმოება

გავრცელებული ვიდეო გამოცემა The Independent-ს ეკუთვნის და ის ადამიანის უჯრედებისგან დამზადებული ხორცის შესახებ გადაღებულ ბრიტანულ ფსევდო-დოკუმენტურ ფილმს ეხება. ფილმი კომედიური შინაარსისაა და მასში დასახელებული კომპანია Good Harvest და ნაჩვენები ადამიანის ხორცის საწარმო  რეალურად არ არსებობს. 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო გამოცემა The Independent-ის 25 ივლისის სტატიიდანაა  სათაურით: “მეოთხე არხის” მაყურებლები გაოგნებულები არიან გრეგ უოლესის ფსევდო-დოკუმენტური ფილმით (mockumentary) “ადამიანის ხორცის ჭამის” შესახებ”. 

სტატიის მიხედვით, კომედიური შინაარსის ფილმი, სახელად “გრეგ უოლესი: ბრიტანული სასწაული ხორცი” კომედიური ჟანრის მწერალს მეთ ედმონდს ეკუთვნის და ის “მეოთხე არხის” ეთერში 24 ივლისს გავიდა. “მეოთხე არხზე” ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, რომ სურსათის ფასების ზრდის ფონზე, გრეგ უოლესი ლაბორატორიაში შექმნილ ახალ ხორცს იკვლევს

თუმცა, ფილმი კომედიური შინაარსისაა და მასში წარმოდგენილი ფაქტები რეალური არაა. ფილმის მიხედვით, ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცს კომპანია Good Harvest აწარმოებს, რომელიც ადამიანებს მათი ხორცის სანაცვლოდ ფულს უხდის, მაგრამ სინამდვილეში არც ეს კომპანია და არც საწარმო, რომელსაც ფილმში ვხედავთ, არ არსებობს

იმას, რომ ფილმი კომედიური ჟანრისაა IMDB-ს ოფიციალური საიტიც ადასტურებს

Screenshot 2023 08 01 133026 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთის ლაბორატორიაში ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცი იწარმოება

The Independent-ის სტატიის მიხედვით, ფილმის შემქმნელების მიზანი ბრიტანეთში ცხოვრების ღირებულების კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო

აღსანიშნავია, რომ სიტყვა “mockumentary” (ფსევდო-დოკუმენტური ფილმი) The Independent-ის ვიდეოს პირველივე წამებზე გვხვდება, თუმცა ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ვიდეოს შინაარსი რეალობადაა აღქმული. 

წყაროების შესახებ: 

ანონიმური ანგარიში ნინო ნინო ანტიდასავლური და კონსპირაციული შინაარსის პორტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რუსულენოვანი ანგარიშები Томуля Гончаренко და Larisa Loginova შეთქმულების თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ.

Screenshot 2023 08 01 133030 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ბრიტანეთის ლაბორატორიაში ადამიანის სხეულის უჯრედებისგან ხორცი იწარმოება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist